13 რამ, რაც მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ

lazy-panda-wallpaper

რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით ბავშვობაში — ასტრონავტი, მომღერალი თუ ინჟინერი? და სად ხართ დღეს? იმედია, რომ თქვენი ოცნებები ახდა და ზუსტად ისე ცხოვრობთ, როგორც ამას ბავშვობაში წარმოიდგენდით, მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ ქვემოთ მოყვანილი 13 ნიშანი გაგარკვევთ ფლანგავთ თუ არა ცხოვრებას უაზროდ და გსურთ თუ არა მათი შეცვლა:

 

1. ძალიან ბევრ დროს უთმობთ საქმეებს, რომელსაც არ უნდა აკეთებდეთ.

ვიდეო თამაშები, რეალითი შოუები, ინტერნეტი, უზომო ჭამა და სმა… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას სერიოზული თვალით, რაში ხარჯავთ დროის უმეტეს ნაწილს? რამდენად სასარგებლოა იგი და გეხმარებათ თუ არა წინსვლაში? ხედავთ თუ არა ნათელი მომავლის დასაწყისს? თუ არა, მაშინ თქვენ სასწრაფოდ უნდა გადახედოთ თქვენს ყოველდღიურ აქტივობებს და შეიტანოთ ცვლილებები.

2. აღმოაჩინეთ, რომ ბევრს წუწუნებთ.

არსებობენ ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო ადამიანები. თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არ ხართ? მუდმივად წუწუნებთ სამსახურზე, უფროსზე, ხელფასზე, მეზობლებზე ან მეორე ნახევარზე? თუ ასეა, მაშინ თქვენ არაფერს აკეთებთ გარდა ნეგატიური ენერგიის გამოშვებისა. ნეგატივი კი იმ რეალობას ვერ შეცვლის, რომელიც ასე გაწუხებთ. შეცვალეთ თქვენი ფიქრები და ისაუბრეთ იმაზე თუ რა მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში და არა პირიქით.

3.  არ კვებავთ თქვენს ტვინს. 

თუ თქვენ მუდმივად არ ვითარდებით და იზრდებით როგორც ადამიანი, მაშინ თქვენ დაგუბებული წყალი ხართ, რომელიც ნელ-ნელა ჭაობად იქცევა. ეს ემართება ტვინს რომელიც არაა აქტიური და არაფერს სწავლობს. პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში თქვენი გონებიდან იწყება, ნუ უგულვებელყობთ მას.

4. უარყოფითად საუბრობთ თქვენს თავზე. 

საკუთარ თავთან საუბარს შეუძლია დაანგრიოს ან ააწყოს ადამიანის ცხოვრება. როგორც ჰენრი ფორდმა თქვა: „როდესაც ფიქრობ რომ შეძლებ და როდესაც ფიქრობ რომ ვერ შეძლებ, შენ ორივე შემთხვევაში მართალი ხარ.“ თუ თქვენ ეტყვით თქვენს თავს, რომ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი ბიზნესის დასაწყებად ე.ი თქვენ მართალი ხართ. თუ თქვენ ეტყვით თქვენს თავს რომ გსურთ მთელი შესაძლებლობები გამოიყენოთ ცხოვრების შესაცვლელად, ამ შემთხვევაშიც მართალი ხართ. რასაც შთააგონებთ თქვენს თავს, ის გექცევათ რეალობად. ამიტომ კარგად დაუკვირდით თქვენს დიალოგს საკუთარ თავთან, რადგან აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრება ზუსტად თქვენს ფიქრებს შეესაბამება.

5. არ გაქვთ შთაგონება.

გაქვთ რაიმე ძლიერი ჟინი? არსებობენ ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ განსაკუთრებულად არაფრის სურვილი და ჟინი არ გააჩნიათ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ასე არაა.  უნდა იცოდე რისი კეთება გსიამოვნებს ყველაზე მეტად, რომ აღმოაჩინო ის, რაც იწვევს თქვენს აღფრთოვანებას და აღელვებას და შემდეგ უფრო ხშირად აკეთოთ.

6. არ გეგმავთ მომავალს. 

ძალიან კარგია დღევანდელი დღით ცხოვრება და მომენტით დატკბობა, მაგრამ ზოგჯერ გჭირდება რომ წინ გაიხედო, დაინახო ის რასაც გსურთ რომ მიაღწიოთ. თუ თქვენ არც გეგმა გაქვთ და არც მიზანი, მაშინ თქვენ ოკეანეში დაკარგულ ნავს გავხართ, იმის იმედად რომ მოგზაურობა კეთილად დასრულდება სადმე. მაგრამ თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაგეგმოთ გზა, რომელიც გინდათ რომ გაიაროთ.

7. ძალიან ბევრ დროს ატარებთ ადამიანებთან, რომლებიც ვერ გეხმარებიან განვითარებაში. 

ძალიან მარტივია დალევა და დროის გაყვანა ადამიანებთან, რომლებიც არ ზრუნავენ თქვენს უკეთეს ადამიანად ქცევაზე. მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ იგივეს, მაშინ მათთან ერთად ჩაიძირებით. მათ ენერგო ვამპირებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ისინი უბრალოდ ცხოვრებას გართმევენ და სანაცვლოდ არაფერს პოზიტიურს არ გიტოვებენ. ამიტომ, ეცადეთ წინსვლაზე ორიენტირებულ ადაიანების გარემოცვაში იტრიალოთ.

8. დამოკიდებული ხართ ტელეფონზე.

სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი რამდენ დროს ვფლანგავთ ტელეფონზე. უფრო მეტიც, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზეც – როდესაც თქვენ მესიჯობთ ან ინტერნეტში იქექებით იმ დროს, როდესაც მეუღლესთან ან შვილებთან ერთად სადილობთ. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ ან უბრალოდ დაგეგმოთ თქვენი მომავალი.

9. ფულს ხარჯავთ ნივთებზე, რომელიც არ გჭირდებათ.

განსხვავებაა სიტყვებში “მჭირდება” და “მინდა” ჯერ კიდევ ბავშვობაში გვასწავლეს, მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში ძალიან ბუნდოვანია ხაზი, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის გადის. არსებობენ ადმაიანები, რომლებსაც აქვთ ვალი, მაგრამ მაინც აქვთ ტექნიკის ბოლო სიახლეები. თუ ამ ყველაფერზე ფიქრს შევწყვიტავთ, აღმოაჩენთ რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ გვჭირდება. საჭმელი, წყალი, სახლი და სიყვარული, ეს მცირე ჩამონათვალია. სხვა დანარჩენი უბრალოდ ბონუსია, ამიტომ დააკვირდით რაში ხარჯავთ ფულს და რამდენად აკონტროლებთ მას. შესაძლოა დაზოგილი ფულის ინვესიტირება, თქვენს მომავალში გააკეთოთ.

10. არ გძინავთ საკმარისად.

ექიმობა არაა აუცილებელი იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი თქვენი ჯანმრთელობისთვის. დიახ, ძილი აუცილებელი პირობაა თქვენი კარგი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ თუ თქვენ ძალიან დაკავებული ხართ და ძილისთვის დრო არ გრჩებათ ან ცუდი ჩვევა გაქვთ გვიან დაძინების, მაშინ აუცილებელია გადახედოთ  და გადააფასოთ თქვენს ჩვევები.

11. არ ზრუნავთ თქვენს სხეულზე. 

მხოლოდ ძილი არ არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისთვის, ასევეა კვება და ვარჯიში. შესაძლოა, აქ არაფერია ახალი თქვენთვის და ეს უკვე კარგად იცით, მაგრამ ჯანმრთელი საკვები და აქტიური მოძრაობა გაცილებით დადებით გავლენას იქონიებზე თქვენზე ვიდრე დიეტით წონის კლება. ეს მოქმედებს ჩვენს მენტალურ და სულიერ კარგად ყოფნაზე. ასე რომ გადახედეთ თქვენს დიეტებს და აქტიურობის დონეს, ცხოვრების გაუმჯობესება სწორედ მცირე ცვლილებებით იწყება.

12. არ გადიხართ თქვენი კომფორტის ზონიდან. 

ძალიან მარტივია იცხოვრო კომფორტის ზონაში. კომფორტის ზონაში ყოფნა არ არის ნაცნობ რესტორანში ერთი და იგივე საჭმელის შეკვეთა, იგივე საჭმელი იმიტომ შეიძლება შეუკვეთო რომ მოგწონს. აქ საუბარია იმ რისკზე, რომელმაც თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს. არ დაივიწოთ განსხვავება “რისკსა” და “”გათვლილ რისკს” შორის. ნებისმიერი რისკი შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, მაგრამ გათვლილი რისკი მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რომელიც კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს.

13. ცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელიც არ მოგწონთ. 

განსაზღვრეთ ადამიანის წარმატება, მისი ბედნიერების დონით. თქვენ ხართ ბედნიერი? თუ არა, მაშინ აუცილებლად უნდა შეცვალოთ რაღაც! თუ ცხოვრებით უბრალოდ კმაყოფილი ხართ, მაშინაც კი არ არის თქვენი ცხოვრება საკმარისად შევსებული. ცხოვრება უნდა იყოს ამაღელვებელი! თუ ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ იღებთ, მაშინ გადახედეთ რისი შეცვლა შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში უკეთესი მომავლისთვის.

თუ ამ 13 ნიშნიდან, რომელიმემ თქვენი თავი გაგახსენათ, ნუ შეგიპყრობთ უიმედობა. პირველად მოიშორეთ აზრი, რომ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. ხშირად, ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ თქვენი თავია. დაიწყეთ ეხლავე: შეცვალეთ თქვენი ფიქრები – შემდეგ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

წყარო: Thinking Humanity

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, პროდუქტიულობა, ფსიქოლოგია

Comments are closed.