The Peter Principle – ადრე თუ გვიან ყველა აღწევს არაკომპეტენტურობის ზღვარს

dd

სტატია ადაპტირებულია ამერიკელი ჟურნალისტის ლაურენს პიტერისა და ფსიქოლოგის რაიმონდ ჰალის ნაშრომიდან The Peter Principle: Why Things Always Go Wrong

.

III ნაწილი

The Peter Principle ანუ პიტერ ლაურენსის პრინციპი წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაკვირვების შედეგს: ის რაც მუშაობს იქნება გამოყენებული პროგრესულად კომპლექსურ სიტუაციებში, იქამდე, სანამ მარცხს განიცდის.

ორგანიზაციულ სტრუქტურაში პიტერის პრინციპის პრაქტიკული გამოყენება თანამშრომლის რეალური პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა დაწინაურებაზე დაყრდნობით — ანუ, იერარქიული ორგანიზაციების წევრები დროთა განმავლობაში თავიანთი კომპეტენციის უმაღლეს დონემდე წინაურდებიან, რის შემდეგ დაწინაურებაც მათი არაკომპეტენტურობის ზღვარს მიღმა აღმოჩენის საწინდარია. ამ დონეს ეწოდება თანამშრომლის “არაკომპეტენტურობის დონე”, რის შემდეგაც თანამშრომელს აღარ აქვს შემდგომი დაწინაურების შანსი და  ეს ზღვარი კონკრეტულ ორგანიზაციაში მისი კარიერის მწვერვალს წარმოადგენს.

თანამშრომლის არაკომპეტენტურობა არ აიხსნება უფრო მაღალი პოზიციის უფრო დიდი სირთულით —უბრალოდ, ახალი სამსახური განსხვავებულია წინასგან და მოითხოვს შესაბამის სამუშაო უნარებს, რომელსაც შესაძლოა არ ფლობდეს თანამშრომელი.

 

მუნიციპალური კართოთეკა, შემთხვევა #1

ჯორჯ ს. მუშაობდა ქალაქ პროსპერიტის მოხელე-ექსპლუატატორად კომუნალურ განყოფილებაში. ის იყო ერთგული და მას ყოველთვის აქებდნენ მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრები შესრულებული სამუშაოს გამო. “მე მომწონს ეს ადამიანი, მან იცის თავისი საქმე, თავაზიანი და პრაგმატია”– ამბობდა ინჟინერი.
ასეთი მიდგომა სრულიად პასუხობდა ჯორჯის ქცევას, რადგან ის ასრულებდა დავალებას და თავად მას არაფრის გადაწყვეტა არ უწევდა.
შემდეგ ინჟინერი გავიდა პენსიაზე, და მისი ადგილი დაიჭირა ჯორჯმა. ის აგრძელებდა სხვებზე დამორჩილებას და მოხელეებს გადასცემდა ხელმძღვანელებისგან მიღებულ დავალებებს. საბოლოოდ ამ წინადადებების შეუთანხმებლობამ წარმოქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რაც იწვევდა გეგმების ხშირ ცვლილებას. შედეგად მოხდა აღნიშნული განყოფილების დემოტივირება, რაზეც მუდმივად მსჯელობდნენ საბჭოს წევრები და მერი. ჯორჯი ძველებურად აგრძელებს ყველა წინადადებაზე დათანხმებას და საქმიანად დააქვს წერილები თავის ხელქვეითებთან და პირიქით. ნომინალურად ის არის განყოფილების მმართველი, რეალურად კი ასრულებს კურიერის ფუნქციას. მოკლედ რომ ვთქვათ ჯორჯი იყო კომპეტენტური მოხელე და გახდა არაკომპეტენტური განყოფილების უფროსი.

 

საწარმოო კართოთეკა, შემთხვევა #2

ე. ტიანულინგმა დაიწყო მუშაობა ავტომობილების შემკეთებელ საამქროში მოწაფის რანგით. ის დიდ ინტერესს და მონდომებას იჩენდა საქმის მიმართ და ამიტომ მალე დააწინაურეს და გახდა მექანიკოსი. ისევ გამოავლინა ძალისხმევა, ცოდნა და დაინიშნა უფროს ოსტატად.

თუმცა, უკვე მისი სიყვარული და ინტერესი მექანიკასთან მიმართებაში გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი. ის ეჭიდება ყველა სახის სამუშაოს, რომელიც საინტერესოდ ეჩვენება და არ უფიქრდება იმას, თუ რამდენადაა სახელოსნო გადატვირთული. ტიანულინგი არც ერთ მანქანას არ უშვებდა სახელოსნოდან სანამ თვითონ არ შეამოწმებდა. ის ასრულებდა თავისი ქვეშევრდომების მოვალეობებს და გაუკეთებელი რჩებოდა საკუთარი საქმე. მას იშვიათად თუ ხვდებოდნენ ოფისში — ის ყოველთვის ზეთიანი ხელებით აკეთებდა ავტომობილებს, ხოლო დანარჩენები სიგარეტს ეწეოდნენ წესრიგის დამყარებამდე, შედეგად სახელოსნოში სრული ქაოსი შეიქმნა და დროში ჩატევაც პრობლემა გახდა.

ტიანულინგი ვერ ხვდება, რომ კლიენტს არ აინტერესებს ყველა დეტალის სრულყოფა, კლიენტს სურს სწრაფად გაკეთებული ავტომობილი. ქვეშევრდომებიც უკმაყოფილოა რადგან მათ სურთ ნაკლები სამუშაო და მეტი ანაზღაურება. შესაბამისად ტიანულინგი ვერ ნახულობს საერთოს ვერც ქვეშევრდომებთან და ვერც კლიენტებთან.
ის იყო კარგი მექანიკოსი, მაგრამ გახდა ცუდი ოსტატი.

 

საბრძოლო კართოთეკა, შემთხვევა #3.

გადავხედოთ აწ გარდაცვლილი დამსახურებული გენერალი ტაქტიკის ისტორიას: ჯარისკაცებთან მეგობრულმა დამოკიდებულებამ, წესდების დაცვამ და პირადმა მამაცობამ ის აქცია ჯარისკაცების კუმირად. მისი ხელმძღვანელობით უამრავი ბრძოლა მოიგეს.
როცა ტაქტიკა დააწინაურეს და გახდა ფელდმარშალი, მას უკვე საქმე უწევდა არა რიგით ჯარისკაცებთან, არამედ პოლიტიკოსებთან და საკავშირო ჯარების სარდლობასთან. ის ინარჩუნებდა სასიამოვნო ეტიკეტს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობებისგან შორს იდგა. ის კამათობდა ყველასთან და კვირაობით იკეტებოდა ნასვამი და გაბრაზებული. ის გაანთავისუფლეს პოსტიდან

დროთა განმავლობაში მე შევამჩნიე, რომ ყველა ამ შემთხვევას გააჩნია ერთი კვანძი. კომპეტენტური კადრი დაწინაურების შემდეგ ხდებოდა არაკომპეტენტური და მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან ეს შეიძლება მოუვიდეს ყველას, ნებისმიერ იერარქიაზე.

 

ჰიპოთეზური შემთხვევის კართოტეკა

დავუშვათ, თქვენ ხართ ქიმიური ფაბრიკის მესაკუთრე. თქვენი ფაბრიკის ფარმაცევტი კვდება კუჭის წყლულით და თქვენ უნდა შეცვალოთ ის სხვა ფარმაცევტით. კანდიდატებს რა თქმა უნდა თქვენ ეძებთ რიგით ფარმაცევტებს შორის.

ესენია: მის ოვალი, მისტერ ცილინდრი, მისტერ ელიპსი, და მისტერ კუბი. ყველა მათგანი არაკომპეტენტურია. ამათგან რა თქმა უნდა ვერ შეირჩევა კანდიდატი დასაწინაურებლად, ამიტომ თქვენ მოძებნით შესაფერის კანდიდატს, მისტერ შარს და დანიშნავთ მთავარ ფარმაცევტად.
ჩავთვალოთ, რომ მისტერ შარი გამოდგა კომპეტენტური ფარმაცევტი. შესაბამისად ის მზადაა მომდევნო საფეხურისთვის.
მაგრამ, თუ მისტერ შარი აღმოჩნდება შემდეგ საფეხურზე არაკომპეტენტური, მას აღარ ექნება შანსი შემდგომი დაწინაურებისა. სხვა სიტყვებით, მან მიაღწია დონეს რასაც ეწოდება არაკომპეტენტურობა და ის დარჩება ერთ პოსტზე მისი კარიერის განმავლობაში.

ზოგიერთი თანამშრომელი ელიპსის და კუბის მსგავსნი აღწევენ არაკომპეტენტურობის დონეს უკვე ქვედა საფეხურზე და მათ არასოდეს აწინაურებენ. სხვები შარის მსგავსად აღწევენ ამ დონეს ერთი საფეხურით მაღლა ასვლის დროს.

ტიანულინგმა, ავტოსახელოსნოს ოსტატმა ამ დონეს მიაღწია კარიერის მესამე საფეხურზე, გენერალმა ტაქტიკამ კი კარიერის უმაღლეს მწვერვალზე.

Hierarchyსწორედ ამ დასკვნებმა მაპოვნინა პიტერის პრინციპის ფორმულირება:

იერარქიაში ყველა ადამიანი ცდილობს მიაღწიოს თავისი არაკომპეტენტურობის ზღვარს.

ახალი მეცნიერება!
ამ პრინციპის ფორმულირების დროს, აღმოვაჩინე, რომ ჩემდაუნებურად მივეცი საწყისი ახალ სოციალურ მეცნიერებას – იერარქიოლოგიას, ანუ იერარქიის კვლევას.

ტერმინი “იერარქია” თავიდან გამოიყენებოდა ეკლესიაში, რომლითაც იყოფოდა მღვდელთმსახურთა დონეები. დღეს იერარქიაში იგულისხმება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთა წევრები იყოფიან დონეების მიხედვით. თანამედროვე მნიშვნელობა ასევე მოიცავს ორგანიზაციებს, რომელთა წევრებიც წოდებების ან კლასების მიხედვით იყოფა. მიუხედავად იმისა, რომ იერარქიოლოგია შედარებით ახალი მეცნიერებაა, ის როგორც ჩანს განვითარდება და მას გამოიყენებენ, როგორც სახელმწიფო ასევე პირადი საქმეების მართვის დროსაც.

ეს გეხებათ თქვენ!

ჩემი პრინციპი არის გასაღები, ყველა იერარქიული სისტემის და შესაბამისად ცივილიზაციის საერთო სტრუქტურის გაგებისა. გარკვეული კატეგორია ადამიანებისა ცდილობს დარჩეს იერრქიის მიღმა, თუმცა ყველა ვინც დაკავშირებულია წარმოებასთან, ვაჭრობასთან, პოლიტიკასთან, სახელმწიფო აპარატთან, შეიარაღებულ ძალებთან, ეკლესიასთან თუ განათლების სისტემასთან, ასე თუ ისე ყველა იერარქიის ქვეშ ექცევა და მათი კარიერა პიტერის პრინციპს ემყარება.

რა თქმა უნდა, უმეტესობას ამათგან შეუძლია დაწინაურდნენ კომპეტენტურობის ერთი საფეხურიდან მეორემდე. თითოეული ინდივიდისთვის, იქნებით ეს თქვენ, თუ მე, უკანასკნელი დაწინაურება იქნება დაწინაურება კომპეტენტურობის დონიდან არაკომპეტენტურობის დონემდე.
ასეთ შემთხვევაში თუ დრო და საფეხურები იერარქიაში საკმარისი იქნება, მაშინ ყველა თანამშრომელმა უნდა მიაღწიოს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს და დარჩეს სწორედ იმ საფეხურზე. პიტერის კვლევები ამბობს:
საერთო ტენდენცია ისეთია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ყველა თანამდებობა იქნება დაკავებული, მოვალეობის შესასრულებლად არასაკმარისად კომპეტენტური კადრებით.
რა თქმა უნდა, პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება სისტემები, სადაც ყველა თანამშრომელმა მიაღწია თავისი არაკომპეტენტურობის დონეს, უმეტესწილად რაღაც მაინც კეთდება კონკრეტული მიზნების შესასრულებლად მოცემულ იერერქიის დონეზე. მაშ ასე:

სამუშაოს არულებენ ის თანამშრომლები, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია თავისი არაკომპეტენტურობის დონეს.

მოქმედების პრინციპი:

ტიპიური იერარქიის შესწავლისას (ქალაქ პროსპერიის სასკოლო სისტემა) _ თვალნათლივ დავინახავთ, როგორ მოქმედებს პიტერის პრინციპი პედაგოგიურ პროფესიაში. გადახედეთ ამ მაგალითს და თქვენ გაიგებთ, თუ როგორ განსაზღვრავს იერარქიოლოგია ყველა დაწესებულების შიდა მექანიზმის მუშაობას.
დავიწყოთ ქვედა დონიდან _ საკლასო ხელმძღვანელობა. ანალიზისთვის მე მათ დავყოფ სამ ჯგუფად: კომპეტენტურები, შეზღუდულდ კომპეტენტურები და არაკომპეტენტურები.
თეორია მიახლოებით აკეთებს პროგნოზირებას, ხოლო პრაქტიკა ამტკიცებს, რომ მასწავლებლები ამ ჯგუფებში განაწილდებიან სხვადასხვანაირად: უმეტესობა აღმოჩნდება შეზღუდულად კომპტენტურებში, ხოლო უმცირესობა კომპეტენტურებსა და არაკომპეტენტურებში.

პედანტ-კონფორმისტის შემთხვევა:

არაკომპეტენტური მასწავლებელი არ ექვემდებარება დაწინაურებას. დოროთეა კოლეჯში პედანტურად ასრულებდა ყველაფერს, რასაც მისგან ითხოვდნენ. მისი საკურსო და საშინაო დავალებები არც მეტი, არც ნაკლები, იყო სახელმძღვანელოებიდან და სალექციო კურსებიდან გადმოწერილი. ის ითვლებოდა სამაგალითო სტუდენტად და პროსპერიის პედაგოგიური კოლეჯი დაამთავრა წარმატებით.
როცა ის გახდა მასწავლებელი, ის ასწავლიდა ზუსტად ისე როგორც ასწავლიდნენ კოლეჯში. ის ხელმძღვანელობდა მხოლოდ და მხოლოდ მეთოდური მითითებებით და გაკვეთილების ცხრილით.
მისი მასწავლებლობა მიდიოდა ძალიან დუნედ, თუ არ ჩავთვლით იმ განსაკუთრებულ, გაუთვალისწინებელ მოვლენებს, რომლებიც ადრე არ შეხვედრია დოროთეას სასწავლო პრაქტიკაში, მაგალითად შემთხვევა, როდესაც კლასში წყლის მილი გასკდა და დაიტბორა ოთახი, მის დოროთეა თითქოს არაფერი მომხდარაო, მშვიდად აგრძელებდა გაკვეთილს, სანამ ოთახში არ შემოვარდა დირექტორი და არ დაიწყო ბავშვების გარეთ გაყვანა.
– მის დოროთეა! წყალი უკვე მუხლამდეა და რატომ არ გაგყავთ ბავშვები გარეთ? – გაბრაზებული შეეკითხა მასწავლებელს.
მის დორეთეამ უპასუხა:

– მე არ გამიგია ავარიული სიგნალის ხმა. როგორც თქვენ იცით მე ყოველთვის ინსტრუქციით ვხელმძღვანელობ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ ჩაგირთავთ სიგნალიზაცია.

მის დოროთეას უტეხი ფორმალიზმით შეშფოთებული დირექტორი, თავად გაემართა საკლასო ოთახში და იხელმძღვანელა რა გადაუდებელი აუცილებლობით, თავად გამოიყვანა ბავშვები დატბორილი შენობიდან.
ამგვარად, წესების და ბრძანებების მორჩილი მის დოროთეა ხშირად ხვდება უხერხულ და გამოუვალ სიტუაციებში, რაც თავის მხრივ სპობს მისი დაწინურების შანსს.

მომავალში პერსპექტიულმა და კომპეტენტურმა სტუდენტმა მიაღწია თავის არაკომპეტენტურობას საკლასო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ის თავისი სასკოლო კარიერის განმავლობაში დარჩება ამ ადგილზე.

გაგრძელება იქნება …..

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: სხვადასხვა, ფსიქოლოგია, წიგნები

Comments are closed.