7 აუცილებელი გარემოება წარმატებული Part-Time ბიზნესისთვის

clock

უამრავი ექსპერტი ამბობს, რომ ნაწილობრივი ჩართულობა ბიზნესის კეთების დროს წარუმატებლობის გარანტორია, მითუმეტეს, როდესაც დისკუსია start-up-ს ეხება. მაგრამ, განა რამდენ ადამიანს აქვს დანაზოგი, რომ ხელფასის გარეშე იცხოვროს, რომელიც ასე აუცილებელია საქმიანი წამოწყებისა თუ ყოველდღიური ხარჯების დასაფინანსებლად? მარტინ ცვილინგი, ათობით start-up კომპანიის მენტორი და ინვესტორი  ხშირად ურჩევს დამწყებ მეწარმეებს საკუთარი სამსახურების შენარჩუნებას სანამ ახალი კომპანია შემოსავლებს მოიტანს.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ ისეთი ინვესტორი იპოვეთ, რომელიც მზადაა სრულად დააფინანსოს წამოწყება, მაშინ თავგანწირულად ბოლომდე ჩართული უნდა იყოთ კომპანიის შენების პროცესში და თავიდანვე დაისახოთ მეტად აგრესიული მიზნები. მათ კი, ვინც გადაწყვიტა სამსახურების შენარჩუნება, ცვილინგი საკმაოდ პრაგმატულ რეკომენდაციებს სთავაზობს, რათა start-up-იც პროგრესული იყოს და ამავდროულად გაუმკლავდეთ სხვა ყოველდღიურ გამოწვევებს ოჯახსა თუ სამსახურში.

ეს რეკომენდაციები მაშინაც გამოგადგებათ თუ გადაწყვეტთ მთლიანად გადაეშვათ თქვენი start-up-ის წარმატებისთვის ბრძოლაში:

 

  1. მოძებნეთ თანადამფუძნებელი ვინც დაგეხმარებათ ბალანსის შენარჩუნებაში

კომპანიის ორი დამფუძნებელი, რომლებიც ნაწილობრივ მაგრამ ერთდროულად მუშაობენ პროექტზე აშკარად უკეთესი შედეგების მომტანია, ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანის კონტრიბუცია. ასეთ დროს ორივე ადამიანს გააჩნია ერთმანეთის შემავსებელი თვისებები, ხოლო დებატები გარკვეული საკითხების გარშემო და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიება ბევრად ეფექტურს ხდის მუშობას. უფრო მეტიც, ორი ადამიანი კარგი ურთიერთ-მოტივატორია.

 

  1. დააწესეთ ფიქსირებული დრო როდესაც თქვენს გუნდთან ერთად იმუშავებთ.

კომპანიის შექმნა და განვითარება რთული სამუშაოა და საკმაოდ დისციპლინირებულ მიდგომას მოითხოვს. Part-time მუშაობა არ ნიშნავს იმუშაოთ მარტო. აუცილებელია დაგეგმოთ ყოველი კონკრეტული შეხვედრა შაბათ-კვირასა თუ სხვა დღეს, როდესაც გუნდთან ერთად მთლიან ფოკუსირებას მოახდენთ ახალ საქმიან წამოწყებაზე.

 

  1. Be Differentმიეჩვიეთ უარი უთხრათ თქვენს მეგობრებს

უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისწავლოთ დროის მართვა. თქვენ გარშემო ყველას მოსწონს როდესაც თქვენს გრაფიკს უმატებს საკუთარ დეტალებს. აუცილებელია უარი თქვათ უამრავ შემოთავაზებაზე თუნდაც ბოდიშის მოხდისა თუ ახსნა-განმარტებების გარეშე. თითქმის შეუძლებელია ყველა კმაყოფილი იყოს თქვენით, ასე რომ უპირველეს ყოვლისა მართალი იყავით თქვენს პრიორიტეტებთან.

 

  1. დაისახეთ რეალური მიზნები და მოეკიდეთ მათ სერიოზულად

Part-time-ერებისათვის უდავოდ მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი მიზნების განსაზღვრა. გამოიყენეთ 80/20 წესი რათა გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა რაც ნიშნავს მიიღოთ 80 % შედეგი 20% – იანი ძალისხმევისაგან.

 

  1. აარჩიეთ გრძელვადიანი ბიზნეს იდეა

ზოგიერთი ბიზნეს წამოწყება დამოკიდებულია ახირებაზე, ან პროდუქტს უამრავი კონკურენტი შეიძლება ჰყავდეს შეზღუდულ ბაზარზე და არ გაამართლოს. ასეთ დროს Part-Time მიდგომით შორს ვერ წახვალთ. მეორეს მხრივ, თუ რაიმე ინოვაციურს ქმნით, უფრო მეტი დრო გაქვთ ასეთი პროექტის დასახვეწად.

 

  1. მოამზადეთ საკუთარი თავი ხანგრძლივი მოგზაურობისათვის წარმატებისკენ

ცნობილმა ამერიკელმა მარკეტოლოგმა სეტ გოდინმა თქვა „სწრაფი წარმატების მიღწევასაც კი საშუალოდ ექვსი წელი სჭირდება, მაშინაც  როდესაც მთლიან ჩართული ხარ“. როგორც უამრავი სხვა start-up კომპანია თქვენც აღმოაჩენთ საკუთარ შეცდომებს დასაწყისში და მოგიწევთ ახალი მიდგომების ძიება. ისწავლეთ წარმატების ინდიკატორების იდენტიფიცირება რათა მოტივაცია შეინარჩუნოთ.

 

  1. ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაკავებული ხართ სხვადასხვა საკითხებით, ყოველთვის უნდა გამონახოთ დრო სიახლის შესასწავლად. განათლება მომავლისათვის გამზადებთ — ასე რომ, არ დაელოდოთ რომ ვინმე დაგიფინანსებთ მას ან დროს მოგცემთ ტრეინინგისათვის.

 

100ყოველდღიური სამსახურისათვის თავის დანებების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ მოგიწევთ ახსნა განმარტებების კეთება თუ რატომაა თქვენი ბიზნეს წამოწყება ახალი ჰობი. ისე არაფერი ამოძრავებს მეწარმეს როგორც „შიმშილის“ გრძნობა, შედეგების და მხარდაჭერის ძიება. გარდა თვით – დისციპლინისა  უამრავი მიზანსწრაფული მეწარმე გეტყვით, რომ კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებას მოაქვს ნამდვილი პროგრესი.

რა თქმა უნდა დამატებით არსებობს რისკი როდესაც ჩვეულებრივ სამსახურშიც მუშაობთ და თავისუფალ დროს start-up-ს უთმობთ —პირველ რიგში ესაა ჯანმრთელობა და ოჯახი. მათ გარეშე კი არანაირ წამოწყებას აზრი არ აქვს.

ასევე, შეიძლება წინააღმდეგობას წააწყდეთ ყოველდღიურ სამსახურში, რადგან შემცირებულია თქვენი პროდუქტიულობა და ვერ ასრულებთ პროექტებს დათქმულ ვადაში.

ყოველივე ზემოთქმულის წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ შეიძლება ჩათვალოთ, რომ საკმაოდ რისკიანია თქვენთვის კომპანიის შექმნაზე ზრუნვა და არჩიოთ ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობა ხანგრძლივად. რა თქმა უნდა სულაც არ არის ცუდი რეგულარული სამსახური კარგი ხელფასით და უმრავი ბენეფიტით, მაგრამ მეწარმის ცხოვრება უფრო სახალისო და საინტერესოა, ვიდრე “part-time” მუშაობა.

 

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: Start-up, ბიზნესი, მენეჯმენტი, პროდუქტიულობა

Comments are closed.