როგორ გავმიჯნოთ პირადი სივრცე საქმიანისგან

11ca1d268306cbc5062114e6d718af1e

პირადი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული  წვრილმანები გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ განწყობაზე და შესაბამისად, განსაზღვრავს იმ  მოტივაციას, რომელიც გვეხმარება ჩვენი  საქმიანობის წარმოებაში. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემები სცდება პირად სივრცეს და ინაცვლებს სამუშაო გარემოში,  სადაც მათი გამოაშკარავება ყველაზე ნაკლებადაა საჭირო.

რამდენად სტრესულიც არ უნდა იყოს თქვენი პრობლემები, არსებობს პროფესიონალური რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი პირადი სივრცის შენარჩუნებაში:

1. იყავი პოზიტიური და შეინარჩუნე ოპტიმიზმი! შეაფასე სიტუაცია სწორი ხედვით. მიუდექი პრობლემას, როგორც ამოცანას და გახსოვდეს რომ სწორად დასმული და გათავისებული პირობა, თითქმის ამოხსნილი ამოცანაა. განსაზღვრე მონაცემები, ამოხსნის ხერხები, შეარჩიე ოპტიმალური ვარიანტი და შესაბამისად იმოქმედე. გახსოვდეს, რომ ნერვიულობა და დაძაბულობა არ არის პრობლემის გადაჭრის რეალური გზა. თუ ვერ აგვარებ პრობლემებს, შეცვალე მიდგომის ხერხი.

Businesswomen gossiping in office. Image shot 2008. Exact date unknown.2. დატოვე „პირადი მე“ სახლში და იმოქმედე ისე, როგორც პროფესიონალმა. ნუ შექმნი შენი განწყობით ნეგატიურ გარემოს სამსახურში, პატივისცემით მოეკიდე სხვის სამუშაო თუ პირად სივრცეს, შეინარჩუნე კონსტრუქციული ურთიერთობები, იმუშავე უფრო მეტი პასუხისმგებლობით  და გახსოვდეს, რომ შენი პრობლემები შენს უფროსს ყველაზე ნაკლებად აღელვებს.

3. მოერიდე კოლექტიურ საუბრებს თუ ჭორაობებს სამსახურში, არასდროს დაინტერესდე სხვისი პირადი ცხოვრებით; გამოუვალ სიტუაციაში კი შეეცადე ან მსმენელის როლში იყო, ან ნეიტრალური მანერით გამოხატო შენი აზრი. შეინარჩუნე  კოლეგიალური ურთიერთობები, იყავი თავაზიანი, ღიმილით უპასუხე არასასუსრველ კითხვებს და შექმენი შენი პირადი, გამყოფი ზღვარი.

Friends-with-co-workers4. იპოვე მეგობარი შენს კოლექტივში

სამსახური არის ის ადგილი სადაც თქვენი დღის უმეტეს ნაწილს ატარებთ. ყველასთვის ერთნაირად შესაძლებელი არ არის აბსოლიტური დუმილის შენარჩუნება პირადი პრობლემების დროს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ოპტიმალურია პირადი ინფორმაციის გავრცელების არეალის შემცირება, ამაში დაგეხმარებათ სამსახურში მეგობრის ან მოტივირებული მსმენელის პოვნა, რომელსაც აქვს თქვენთან ურთიერთობის  სურვილი.

Young Woman with Her Hand on Her Belly and Man Beside Her Writing5. იპოვე ალტერნატიული გზა, მიმართე ფსიქოლოგს

არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი არათუ საჯაროდ, არამედ მეოგობრებთანაც არ გსურთ, რადგან არსებობს თქვენთვის ისეთი პირადული საკითხები, რომლებზეც ისურვებდით იმ ადამიანთან საუბარს, რომელიც  სიტუაციას პროფესიონალურად მიუდგება და ობიექტურ შეფასებას მოგცემთ. ამ შემთხვევაში ძალიან სწორად მოიქცევით თუ კონსულტაციისთვის მიმართავთ ფსიქოლოგს. ის დაგეხმარებათ თქვენი პიროვნული რესურსების რეალიზაციაში  რაც სამომავლოდ დაგჭირდებათ მსგავსი სიტუაციების მართვაში.

წყარო: WikiHow

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: ბიზნესი, კარიერა, ფსიქოლოგია

Comments are closed.