10 მცირე რამ, რისი ყოველდღიური კეთებაც უფრო ჭკვიანს გაგხდით

Brain, artwork

თქვენ შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ ინტელექტი არის ცოდნის და უნარების ის მარაგი, რომელსაც ახალგაზრდობაში ვაგროვებთ და მას შემდეგ მას არც არაფერი ემატება  და აკლდება. თუმცა, კვლევამ აჩვენა რომ ეს მოსაზრება არასწორია — როგორ ვიქცევით სხვადასხვა სიტუაციაში და რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გონება ვავარჯიშოთ ყოველდღიურად — მნიშვნელოვნად აუმჯობესებ ჩვენს მენტალურ შესაძლებლობებს.

ეს შეიძლება ნიშნავდეს სწავლის გაგრძელებას, ან თაროების წიგნებით გავსებას, თუმცა, როგორც კითხვა-პასუხის საიტ Quora-ს გამოკითხვამ აჩვენა —იმისათვის რომ გახდეთ უფრო ჭკვიანი სულაც არ არის საჭირო დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვა.

შეკითხვაზე თუ რას აკეთებთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი გახდეთ, უამრავმა მომხმარებელმა — სხვადასხვა პროფესიის წარმატებულმა ადამიანებმა გაგვიზიარეს პირადი გამოცდილება თუ სასარგებლო იდეა. გთავაზობთ 10 მათგანს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიკვეთა პასუხებში. გაეცანით მას და გადაწყვიტეთ  რომელ იდეას მოარგებთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქვემოთ მოცემული მოსაზრებებიდან.

 

ინტერნეტში განტვირთვა არ უნდა ნიშნავდეს მარტო სოციალური ქსელის შემოწმებას და სურათების ატვირთვას. არსებობს უამრავი ონლაინ კურსი მდიდარი სასწავლო მასალით, რომელსაც შეუძლია თქვენი თავისუფალი დრო ინტერნეტში უფრო პროდუქტიული გახადოს და ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღოთ და მენტალურადაც უფრო ჭკვიანი გახდეთ.

 

  • ჩაიწერეთ რასაც ისწავლით

არ არის სავალდებულო დეტალურად დაწეროთ თუ რა ისწავლეთ, მაგრამ თუკი ყოველდღიურად რამდენიმე წუთს დაუთმობ  იმის ჩაწერას თუ რა შეისწავლეთ, თქვენი ტვინის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. „დაწერეთ დღეში 400 სიტყვით თუ რა  ახალი ინფორმაცია მიიღეთ“-გვირჩვს იოგას მასწავლებელი კლაუდია აზულა ალტუჩერი.

 

  • მიღწევების დღიური

თავდაჯერებულობა და ბედნიერება ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ იმის ჩანიშვნის პარალელურად თუ რა უნდა გააკეთო, ასევე სარგებლოა ჩამოწეროთ ის თუ რისი გაკეთბა შეძელით მოცემულ დრომდე. ამას გვირჩვს ცნობილი ბიზნესმენი მარკ ანდერსონი და აზულა ალტუჩერი. „აწარმოეთ მიღწევების დღიური, რათა წარმოჩინდეს თქვენი ყველა წარმატება“-გვირჩევენ ისინი.

“ჩამოწერეთ, რათა აჩვენოთ თუ რისი მიღწევა მოახერხეთ.“

 

  • ითამაშეთ

არსებობს სხვადასხვა თამაშები რომელიც გონების გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაა. მაგალითად ითამაშეთ ჭადრაკი, ბრიჯი და მსგავსი თამაშები. ასევე კარგია მსგავსი თამაშების წარმოსახვით თამაში, რაც აზროვნების გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაა.

 

  • იმეგობრეთ ჭკვიან ადამაინებთან

შეიძლება თქვენს თვითშეფასებაზე არც ისე კარგად იმოქმედოს, მაგრამ  ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც თქვენზე ჭკვიანია უმოკლესი გზაა იმისათვის, რომ გახდეთ უფრო ჭკვიანი. „გახსოვდეთ თქვენი IQ-ს დონე არის საშუალო მაჩვენებელი იმ ხუთი ადამიანისა ვისთანაც ხშირად გიწევთ ურთიერთობა“ — წერს Symphony Teleca-ს ფინანსური მენეჯერი

„გაამდიდრეთ თქვენი გარემოცვა ჭკვიანი ადამაინებით“-გვირჩევს დეველოპერი მანას ჯ. სალოი. „ყოველთვის ვცდილობ რაც შეილება მეტი დრო გავატარო ისეთ ადამიანებთან ვინც მოწინავე ლიდერია მათ დარგში. არასდროს მქონია პრობლემა მიმეღო ჩემი თავი როგორც საშუალო დონის, რომელმაც ჯერ კიდევ უამრავი რამ უნდა ისწავლოს. იყავით თავმდაბალი და მუდამ მზად ახლის შესასწავლად.”

 

  • იკითხეთ ბევრი

შეიძლება ამაში ახალი არაფერია, მაგრამ გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორედ ბევრი კითხვა დაასახელა აუცილებელ პირობად იმისათვის რომ უფრო გონიერები გავხდეთ. რეკომენდაციები, თუ რას უნდა ვკითხულობდეთ მოიცავს როგორც გაზეთების ყოველდღიურ წაკითვას, ასევე სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის წიგნების სისტემატიურ კითხვას. მოკლედ, იკითხეთ ბევრი!

 

  • აუხსენით სხვებსაც

როგორც ალბერტ აინშტეინი ამბობს,“თუკი არ შეგიძლია ახსნა მარტივად, ე.ი. შენც არ გესმის კარგად“. დარწმუნდით, რომ კარგათ ისწავლეთ ის რაც გგონიათ რომ ისწავლეთ და გადაამოწმეთ ინფორმაცია მართლაც დაილექა თქვენ მეხსიერებაში თუ —არა. ამისთვის აუხსენით  ის სხვებსაც  „უბრალოდ დარწმუნდით რომ შეგიძლიათ სხვებსაც აუხსნათ“- ამბობს ჰარვარდის პროფესორი.

სტუდენტი ჯონ პაკლე შემდეგნაირად განავრცობს ამ აზრს: “ყველაფერს რასაც ისწავლით, დიდს თუ მცირეს, მანამდე იმუშავე მასზე სანამ არ შეძლებ სულ ცოტა მეგობარს მაინც აუხსნა ნასწავლი. მარტივია ახალი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ბევრად ღირებულია მიღებული ინფორმაციის გააზრება და სხვებისთვის გადაცემა.

 

  • სცადეთ აკეთოთ რაღაც ახალი

შეინ პარიში, ფარნამის ქუჩის თავბრუდამხვევი ისტორიების ბლოგის შემქმნელი, გვიყვება სტივ ჯობსის კალიგრაფიის კლასის ისტორიას კითხვა-პასუხის საიტ „Quora“-ზე. სკოლის შემდეგ, „Apple-ის მომავალ შემქმნელს უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა და ამიტომაც ის ჩაეწერა კალიგრაფიის კლასში. ჯობსის მაშინდელი გადაწყვეტილება ფუჭად დროის კარგვას ჰგავდა, თუმცა სწორედ კალიგრაფიის კლასში შეძენილი დიზაინის უნარი დაეხმარა სტივს შეექმნა მაკის პირველი ვერსია. აქედან შეგვიძლია დავიმახსოვროთ შემდეგი: არასდროს იცი რა როდის დაგჭირდებათ, ამიტომ უბრალოდ სცადეთ ახლის შესწავლა და დაელოდეთ თუ როგორ გამოიყენებთ მას სამომავლოდ.

თქვენ ვერასოდეს განჭვრეტთ თუ როგორ შეილება ერთმანეთს დაუკავშიროთ სხვადასხვა ცოდნა მომავალში. მისი შეკავშირება წარსულის ანალიზით არის შესაძლებელი მხოლოდ. თქვენ უბრალოთ სცადეთ და გჯეროდეთ, რომ ნებისმიერი ახალი რაღაცის შესწავლა, რომელიც დღეს თუნდაც პატარად და უმიშვნელოდ გეჩვენებათ, მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ და ღირებულის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

არ არის საჭირო სწრაფად დაეუფლოთ ახალ უცხო ენას საფუძვლიანად, ან ენის შესასწავლის და პრაქტიკის  მიზნით სხვა ქვეყანაში გაემგზავროთ. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ახალი უცხო ენა სტაბილური მეცადინეობის შედეგად, სახლიდან გაუსვლელად და მაინც მოიპოვოთ საუკეთესო გონებრივი შედეგები. „შეისწავლეთ ახალი უცხო ენა, ამისათვის უამრავი უფასო გვერდია ინტერნეტში, როგორიცაა UseLivemocha და Busuu.“ ამბობს სალოი.

 

  • განმარტოვდით საკუთარ თავთან

აზულა ალტუჩერი გვირჩევს საკუთარ თავს შევუქმნათ ფუფუნება განმარტოებისა და იმაზე ფიქრისთვის რაც შევისწავლეთ. „განმარტოვდით ცოტახნით ყოველდღიურად.“ ალტუჩერი არ არის ის ერთადერთი ვინც განმარტოებასა და ფიქრს გვირჩევს გონების სტიმულირებისთვის.  „გაატარეთ ცოტა დრო უბრალოდ ფიქრში“- გვთავაზობს რიკ ბრუნო, რომელიც მაშინ ისვენებს გარე სამყაროსგან როცა ფიზიკურად ვარჯიშობს. „მე ვფიქრობ საჭირო თემებზე როცა დილაობით დავრბივარ“-აცხადებს ის.

 

წყარო: Time

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ინტერნეტი, ფსიქოლოგია

Comments are closed.