3 ტიპის ლიდერი, რომელიც ვერასდროს აღწევს წარმატებას

ბევჯერ მისულხართ მიზანთან ძალიან ახლოს, რათა შემდეგ ძირს დაცემულიყავით დიდი სიმაღლიდან? თუ ასეა, შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილი ლიდერობის სამი სტილიდან რომელიმეს თვისებები არც თქვენთვის იყოს უცხო.

 k

პოპულარული ტროპის თანახმად ლიდერობის შესახებ — მიუხედავად იმისა რომ მოსემ მთელი ცხოვრება თავის ხალხს მიუძღვნა (უდაბნოში გატარებული 40 წლის ჩათვლით), ჩადენილი ცოდვის გამო ვერ იცხოვრა საკმარისად დიდხანს, რომ ეხილა თავისი ხალხის შესვლა აღქთმულ მიწაზე.

სამწუხაროდ, სრულიად შესაძლებელია იგივე ბედი ბიზნეს ლიდერებმაც გაიზიარონ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოსესგან განსხვავებით მუდმივად დაუკმაყოფილებელი ლიდერების მუდმივი მარცხის რეალური მიზეზიც კი არ არსებობს — გარდა მათივე თვითდაწესებული შეზღუდვებისა.

ბევრი სხვადასხვა ტიპის ლიდერი არსებობს, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას: “მინდა ვიყო ლიდერი”, “დიდების მაძიებელი ლიდერები”, “მუდამ ჩასაფრებული ლიდერები” და ა.შ. თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი “მიზანს ვერასდროს მივაღწევ” ლიდერებთან მუშაობაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს მიდის წარმატებასთან და მიზანთან, მხოლოდ იმისთვის რომ უფრო დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდეს მრავალჯერ — ისევ და ისევ საკუთარი წარმატების შემზღუდავი ქვეცნობიერის დამსახურებით.

ასეთი ლიდერების 3 კატეგორია არსებობს. და თუ საკუთარ თავს ან კოლეგას ამოიცნობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები მოსეს ბედის თავიდან ასაცილებლად:

 

1. ყოვლისმცოდნე უნიკალური ლიდერი

ისინი მუდმივად სიახლეებზე საუბრობენ და ყოველთვის ფლობენ “ექსკლუზიურ” ინფორმაციას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ მათ მიაჩნიათ რომ სხვებსაც აჩვენებენ საკუთარ გენიალურობას, და თავიანთი გუნდიც ახალ სიმაღლეებზე აჰყავთ —  სინამდვილეში მათი გუნდის წევრებს ხელი ეშლებათ იმის გააზრებაში, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

არ აქვს მნიშვნელობა ახალ წიგნს წაიკითხავენ, კონფერენციას დაესწრებიან თუ რამეს გადაეყრებიან ინტერნეტში — ყოველთვის ყველას უყვებიან ამის შესახებ. მათთვის ყურადღების მიქცევა და საკუთარი გენიალურობის დამტკიცება სხვებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდის წარმატება. საკუთარი თავით აღფრთოვანებულ მდგომარეობაში იმდენ დროს ხარჯავენ, რომ წარმატების მიღწევისთვის მათ კალენდარში ადგილი აღარ რჩება.

 

2. ცანცარა სტრატეგოსი

“მომდევნო 2 წლის განმავლობაში 50%-ით გავიზრდებით.”

1 თვის შემდეგ: “არ შეიძლება ზრდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. კლიენტების მომსახურებაზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება.”

6 კვირის შემდეგ: “მოგება ყველაფერს წყვეტს. 25%-იანი ზრდა უნდა ვაჩვენოთ.”

ეს ცანცარა სტრატეგოსის ფრაზებია. ისინი მუდმივად ცვლიან გეგმებს და სტრატეგიებს წარმატებისკენ უმოკლესი და უნაკლო გზის მოსაძებნად. ასეთი ლიდერები დაუღალავად თამაშობენ სხვების მოთმინებაზე, ბოლომდე აცლიან მოტივაციას და ძალიან სწრაფად კარგავენ დაქვემდებარებულების და/ან თანამოაზრეების ნდობას, რომლებსაც იძულებითი თავაზიანობით უწევთ შეცვლილი გეგმის მიღება და შესრულება.

ცანცარა სტრატეგოსის ფუნდამენტალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვეულებრივ ინტელიგენტი ადამიანები არიან — შესაბამისად, მათ მიერ შეთავაზებული ყველა ახალი გეგმა თუ სტრატეგია (შემდგომ მათ მიერვე უარყოფილი) კარგია და წარმატების მომტანი იმ შემთხვევაში, თუ საკმარის დროს დაუთმობენ მის განხორციელებას და არ შეცვლიან. მათთან მუშაობა ნიშნავს მანქანაში ჩაუჯდე მძღოლს, რომელმაც დაახლოებით 10 გზა იცის დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ვერ გადაუწყვეტია რომელი აირჩიოს. მას შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს გზა, და დროის გაყვანის და მანძილის გავლის მიუხედავად ოდნავაც ვერ მიგაახლოვოთ დანიშნულების ადგილს.

 

3. “ახლომხედველი” გმირი

ლიდერობა სულაც არ ნიშნავს ვინმეს უფლებების ოკუპაციას. სიტყვის განმარტების მიხედვით ლიდერი წინ მიუძღვის სხვებს.

ის სხვები ზუსტად ისეთები არიან როგორიც შენ და მე — მათ განასხვავებთ ის, რომ ერთ სფეროში უფრო კომპეტენტურები არიან ვიდრე მეორეში; და აქვთ ძლიერი და სუსტი მხარეების განსხვავებული ნაზავი.

ზოგი “მიზანს ვერასდროს მივაღწევ” ლიდერი უარყოფს აღიქვას ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან. სანაცვლოდ ყველას ან შთამბეჭდავად შესანიშნავად მიიჩნევენ (ის საუკეთესო სეილსმენია, ვინც ოდესმე მინახავს!) ან სავალალოდ საშინელ ადამიანებად (ერთი წუთიც არ შემიძლია მისი ყურება. მომაშორეთ აქედან!) ისინი ხშირად ძალიან მოკლე დროში იცვლიან აზრს ადამიანებზე და ადვილად ვარდებიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში.

 

იყო ლიდერი, ყოველთვის არ ნიშნავს იყო წარმატებული, მით უფრო მაშინ თუ ლიდერის მხოლოდ პოზიცია გიჭირავთ ფორმალურად და არ ცდილობთ გახდეთ ადამიანი, ვინც პიროვნული თვისებების, უნარების და გონების გამოყენებით მოახერხებდა მიმდევრების გაჩენას (ძალაუფლების ნაცვლად).

.

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, ლიდერები, ფსიქოლოგია

Comments are closed.