ნობელის პრიზების ვიზუალიზაცია ქვეყნების მიხედვით 1901 წლიდან დღემდე

large-nobel-chemistry-medal

ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, რომელიც 1901 წლიდან გაიცემა. პრემიას სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის – შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან;

ქვემოთ მოცემულ ჩარტებში დეტალურად არის აღწერილი თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ პრიზით დაარსების დღიდან დღემდე.

 

აქ კი ნაჩვენებია ქვეყნების პოზიციები ფიზიკაში აღებული პრიზების მიხედვით.

საინტერესოა, რომ არ არსებობს პრიზი მათემატიკაში მიღწეული დამსახურებისთვის, რასაც გავრცელებული არაოფიციალური ვერსიის თანახმად უკავშირებენ ნობელის უიღბლო სიყვარულს ქალის მიმართ, რომელმაც არჩევანი ნობელის ნაცვლად მათემატიკოსზე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიის დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს, მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი იყო.

 

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: ისტორია, საინტერესო ფაქტები, სხვადასხვა

Comments are closed.