სამოტივაციო გამონათქვამები, რომლებიც დაგეხმარებათ რთული სამუშაო დღის გადატანაში

the_pursuit_of_happyness-HD

დაძაბული სამუშაო დღეები, სტრესული გარემო შესაძლოა თქვენი დეპრესიის და დემოტივაცის მიზეზი გახდეს. სტრატეგიების კონსულტანტი და ანალიტიკოსი, ბერნარდ მარი გვირჩევს რომ დღეში რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ კონცენტრაციას და ძალების აღდგენას, ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი ცნობილი ადამიანების ინსპირაციული ციტატების კითხვაა, რომლებიც აგვიმაღლებენ განწყობას და სხვანაირად დაგვანახვებენ რუტინულ სამუშაო დღეს.

„ბედნიერება მდგომარეობაა, მდგომარეობას კი ჩვენვე ვიქმნით, ვიქნებით უბედურები, ბედნიერები თუ ძლიერები ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ნებისმიერი მათგანის მიღწევას თანაბარი ძალისხმევა სჭირდება.“- კარლოს კასტანედა

„როდესაც ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ხშირად იმდენად დიდხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვერც კი ვამჩნევთ ახალ შანსს.“- ჰელენ კელერი

„სამსახური ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, თქვენი კმაყოფილებისთვის აუცილებელია აკეთოთ საქმე რომელიც გჯერათ რომ ღირებულია, ღირებულის შექმნა კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც აკეთებ იმას რაც გიყვარს.“- სტივ ჯობსი

„იმის მაგივრად რომ შვებულებაზე იფიქროთ, იფიქრეთ ისეთი ცხოვრების აწყობაზე რომლიდანაც გაქცევა არ მოგინდება.“- სეთ გოდინი

„ვირთხების რბოლის პრობლემა ის არის რომ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი  ვირთხად რჩები.“- ლილი ტომლინი

„ადამიანმა, ოჯახს ყურადღება სამსახურის გამო არ უნდა მოაკლოს.“- უოლტ დისნეი

„არ თქვა, რომ დრო არ გყოფნის, დღე-ღამეში ზუსტად იმდენი საათი გაქვს, რამდენიც ჰქონდათ ჰელენ კელერს, მიქელანჯელოს, დედა ტერეზას, ლეონარდო და ვიჩის, თომას ჯეფერსონს და აინშტაინს.“- H. Jackson Brown Jr.

„ ერთხელ მითხრეს, რომ „დრო“ მტაცებელია და ჩვენზე ნადირობს, მაგრამ მე უფრო მჯერა რომ დრო ჩვენი თანამგზავრია, რომელიც მოგზაურობისას თან გვახლავს და გვახსენებს, რომ დავაფასოთ ყოველი წუთი, რადგან ის აღარასდროს განმეორდება.“- ჟან-ლუკ პიკარდი

„არ არის მართალი რომ გადარჩებიან ყველაზე ძლიერები, არც ყველაზე ჭკვიანები, არამედ ისინი რომლებიც ცვლილებებისთვის არიან მზად.“- ჩარლზ დარვინი

„ადამიანები ხშირად უშვებენ შანსს, რადგან ის შემოსილია უნიფორმაში და გამოიყურება როგორც სამსახური.“- ტომას ედისონი

„წარმატებულად გასროლის შანსის, ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“- ვაინ გრეცკი

„გააკეთე ან არ გააკეთო, სხვა გზა არაა.“- იოდა

„მათ ვინც ფიქრობენ რომ რაღაც არ გაკეთდება, არ უნდა მოაცდინონ ისინი ვინც ამას აკეთებენ.“-ჩინური ანდაზა

„ყველაფერი ის, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს და დაიჯერებს – მიღწევადია. ფიქრი საგანია, ხოლო ძლევამოსილი საგანი, რომელსაც აქვს განსაზღვრული მიზანი და ძლიერი სურვილი, უკვე სიმდიდრედ იქცევა.“- ნაპოლეონ ჰილი

„შენ არ ხარ რეზიუმე, შენ ხარ შენი შესრულებული სამუშაო.“- სეთ გოდინი

„საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც ცხოვრება გვიძღვნის არის ბეჯითად მუშაობა საქმეზე, რომელიც ამად ღირს.“- თეოდორ რუზველტი

„იმ შემთხვევაშიც თუ სწორ ლიანდაგზე ხართ, გადაგივლიან თუ გაუნძრევლად იჯდებით.“- უილ როჯერსი

„თუ მხოლოდ ფულისთვის მუშაობ, ვერასდროს იშოვნი მას, მაგრამ როდესაც გიყვარს ის რასაც აკეთებ და მომხმარებელს ყოველთვის წინ აყენებ, მაშინ წარმატება შენია.“- რეი კროკი

„შენი ცხოვრების ისტორიის წერისას, არავის დაანებო კალმის ხელში დაჭერა.“- ჰარლი დევიდსონი

„პროფესიონალი ისაა, ვინც აკეთებს თავის საქმეს საუკეთესოდ, მაშინაც კი, როდესაც თავს ასე არ გრძნობს.“- ალისტერ ქუქი

„ბედნიერება არ არის ის, რასაც სამომავლოდ გადადებ, არამედ ის რასაც ქმნი აწმყოში.“- ჯიმ რონი

„ვერავინ შეაჩერებს კაცს, რომელსაც სწორად დასახული მიზანი და საქმისადმი გააზრებული დამოკიდებულება აქვს. ვერავინ უშველის კაცს, რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება არ გააჩნია.“- ტომას ჯეფერსონი

„კარიერის განმავლობაში, მე არ გამოვიყენე 9000-მდე შანსი, წავაგე 300-მდე თამაში, 26-ჯერ მეგონა რომ თამაშისთვის გადამწყვეტ მომგებიან ბურთს ჩავაგდებდი, მაგრამ შევცდი. მე ვმარცხდებოდი კიდევ და კიდევ. სწორედ ამან მაქცია წარმატებულად.“- მაიკლ ჯორდანი

„პესიმისტი წუწუნებს ქარზე, ოპტიმისტი მოელის მის შეცვლას, ლიდერს წესრიგში მოჰყავს აფრები.“- ჯონ მაქსველი

„როდესაც ფიქრობ რომ შეძლებ და როდესაც ფიქრობ რომ ვერ შეძლებ, შენ ორივე შემთხვევაში მართალი ხარ.“- ჰენრი ფორდი

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“- ნორმან ვინსენტ ფიელი

„ადამიანი საკუთარი ფიქრების შედეგია, რაზეც ფიქრობს, იმად იქცევა.“- მაჰათმა განდი

„ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი: შეეგუო არსებულ პირობებს, ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა.“- დენის უეიტლი

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, პროდუქტიულობა, სხვადასხვა, ფსიქოლოგია

Comments are closed.