კომუნისტური აზროვნება, რომელიც დღესაც ახდენს გავლენას მეწარმეობის განვითარებაზე

74302

წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და გერქვას მეწარმე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პასუხი კითხვაზე, თუ რა არის მეწარმეობა მრავალმხრივი და ამოუწურავია. ბევრისთვის ეს პასუხისმგებლობაა, ბევრისთვის გამდიდრების სურვილი, ბევრისთვის ინოვაციებისა თუ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, გამბედაობა და ა.შ.

თანამედროვე ბიზნესის საფუძვლებისა და ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პროფესორი, კონტრიბუტორი და უამრავი მულტინაციონალური კომპანიის კონსულტანტი პიტერ დრაკერი ამბობდა:

„მომავლის წინასწარმტეყველების საუკეთესო საშუალება მისი შექმნაა“

ნებისმიერი ბიზნესმენის პირადი მოსაზრებები, როდესაც ისინი მეწარმეობას იწყებდნენ პირველ რიგში ალბათ ამ ცნობილი ფრაზის გამოძახილია.  სწორედაც, რომ ბიზნესის კეთება ესაა ინვესტიცია მომავალში, პასუხისმგებლობის აღება საზოგადოებისა და ახლობელი ადამიანების წინაშე.

ჩვენი საზოგადოება, რომელიც საბჭოთა მმართველობის 70 წლიანი მმართველობის მემკვიდრეა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ს სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები სამწუხაროდ სახელმწიფოსგან ელოდება მუდამ განსაკუთრებულ მხარდაჭერასა თუ მოწყალებას. ფაქტია, რომ დღესაც უამრავი ახალგაზრდა იმ მოტივაციით ამთავრებს უნივერისტეტს, რომ „სადღაც“ დაიწყებენ მუშაობას.

წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ბერლინის კედელი დაინგრა, სიმბოლო კომუნიზმის რღვევისა აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ფაქტმა დასაბამი დაუდო ცენტრალიზებული ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებას თავისუფალი ბაზრის ფასეულობების  უპირატესობებისაკენ.  მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ ათწლეულზე მეტი გავიდა კომუნისტური იდეის კრახის შემდეგ და მრავალმა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, ამ ქვეყნების მოსახლეობაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს მათ ნეგატიურ დამოკიდებულებას მეწარმეობის იდეის მიმართ, განსხავავებით სხვა სახელმწიფოებში გამოკითხული ადამიანების დიდი ნაწილისა.

კარლ მარქსს, კომუნიზმის ინტელექტუალურ ფუძემდებელს,  სწამდა „სამუშაო ძალის თეორიის“, რაც გულისხმობს სერვისებისა და საქონლის ფასი პროპორციულობას მის შესაქმნელად საჭირო სამუშაო ძალასთან. მაგალითად, თუ ერთი მაისურის შესაქმნელად ორჯერ მეტი დროის დახარჯვაა საჭირო ვიდრე ერთი შარვლისთვის, შედეგად მაისურის ფასი ორჯერ მეტი უნდა იყოს.

unequalიმავე შრომის თეორიით, გამოდის, რომ მეწარმემ, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, კონკრეტული პროდუქტის შესაქმნელად დასაქმებულს გაღებულ ძალისხმევასთან შედარებით ორჯერ ნაკლები უნდა გადაუხადოს.  რა თქმა უნდა მეწარმეს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან აკონტროლებს საწარმოო საშუალებებს და ხელი მიუწვდება  სამუშაო ძალის სიჭარბესთან (ეს უკანასკნელი ფაქტორი საშუალებას იძლევა რეალურზე იაფად იქირაო მუშა-ხელი).

მარქსის თეორია, ასევე ავითარებს  რამდენიმე ნეგატიურ მოსაზრებას მეწარმეობის შესახებ, რომელიც ჩატარებული გამოკითხვების შედეგებითაც ნათელია. პირველი ესაა მოსაზრება, იმის შესახებ რომ ბიზნესმენი არ ფიქრობს დასაქმებულის კეთილდღეობაზე და მეორე —ისინი ექსპლუატაციას უწევენ სხვების შრომას. მეწარმეობის შესახებ ნეგატიურ განწყობას ბავშვობის ასაკიდანვე ეჩვეოდა თაობები და მისი გავლენა დღესაც ცალსახად იგრძნობა ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების მოქალაქთა პასუხებში. ამ თემაზე 2012 წელს ჩატარდა კვლევა და გამოიკითხა 40 ათას ზე მეტი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, სხვა პოსტ საბჭოთა სახელმწიფოებიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გამოკითხვის შედეგად ყოფილი კომუნისტური ქვეყნების რესპონდენტების უმეტესობას (პოლონელი რესპოდენტების 91%, ლატვიელების 80%, სლოვაკების 80%) დღესაც სჯერათ, რომ მეწარმეები სხვის შრომას იყენებენ სათავისოდ, მაშინ როდესაც დანიელი მხოლოდ 20%, ხოლო ნორვეგიისა და შეერთებული შტატების რეპოდენტების 30% ამბობს იგივეს.

მსგავსად ზემოთთქმულისა, ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში გამოკითხული რესპონდენტების 70% სწამთ, რომ მეწარმეები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ, განსხვავებით ნორვეგილებისა სადაც იგივე აზრს 27% ემხრობა.

ფაქტია, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მიდგომის ცვლილებას მრავალი წელი დასჭირდება კიდევ, რათა კომუნისტური გავლენის ქვეშ გაზრდილმა თაობებმა შეიცვალონ ნეგატიური დამოკიდებულება ბიზნესის კეთების მიმართ, რაც ხელს უშლის საბაზრო პრინციპების ჩამოყალიბებას.

ჩინეთიც კი, სადაც კომუნიზმია მთავარი სახელმწიფო იდეოლგია, ხელს უწყობს მეწარმეს, შედეგად კი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ დასავლური კომპანიები მის ეკონომიკაში ყოველწლიურად.

კომპლექსურად თუ გავაანალიზებთ მივხვდებით, რომ ზოგადად თავისუფალება, საბაზრო ეკონომიკის ფასეულობების რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ახალგაზრდებისათვის უმჯობესია მეტი პიროვნული რესურსი მიმართონ მეწარმული უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ და არ დარჩნენ წინა თაობებისათვის ძალდატანებით მოხვეულ ნეგატიურ მოსაზრებების გავლენის ქვეშ.

თავად განსაზღვრეთ რამდენად ხშირად ეხმარება ადამიანებს “სადღაც” მუშაობა პირადი მიზნების მიღწევაში?!

როგორც ცნობილმა ავტორმა და ქოუჩმა ტონი გასკინსმა თქვა: თუ თქვენ არ შეუდგებით თქვენი ოცნებების ახდენას, სხვა დაგიქირავებთ, რათა დაეხმაროთ საკუთარის ახდენაში.

 

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, ისტორია

Comments are closed.