მსოფლიოს აღწერა 100 ადამიანის მაგალითზე

KidComp_landscape

თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ერთ-ერთი იღბლიანი ხართ 83 ადამიანიდან ვისაც კითხვა შეუძლია, დანარჩენ 17 ადამიანს კი თქვენზე ნაკლებად გაუმართლა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, ზედმეტი ციფრების და პროცენტების თავიდან ასარიდებლად წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწაზე მხოლოდ 100 ადამიანი ცხოვრობს — 50 მდედრობითი და 50 მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

ასაკი: მათგან 26 ბავშვია, 74 კი ზრდასრული ადამიანი (8 მათ შორის 65 წელს გადაცილებული).

რელიგია: 33 ქრისტიანი, 22 მუსულმანი, 14 ინდუისტი, 7 ბუდისტი, 7 სხვა რელიგიის/სექტის მიმდევარი, 7 ათეისტი.

კვება: 1 შიმშილის ზღვარზეა, 15 არ იკვებება საკმარისად, 63 კარგად იკვებება, 21 კი ჭარბ წონას ებრძვის ზედმეტი კვებისგან.

წყალი: 87 ადამიანს მიეწოდება სუფთა წყალი, 13-სთვის კი სუფთა წყალი თითქმის ფუფუნების საგანია.

სახლი: 77 ადამიანს აქვს სახლი ან ცხოვრობს უსაფრთხო პირობებში, 23 ადამიანი მუდმივად თავშესაფრის ძებნაშია.

ინფორმაცია: 7 ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება და მხოლოდ 22-ს შეუძლია კომპიუტერით სარგებლობა.

ენა: 12 საუბრობს ჩინურად, 5 ესპანურად, 5 ინგლისურად, 3 არაბულად, 3 ინდურად, 3 ბენგალურად, 3 პორტუგალიურად, 2 იაპონურად, 2 რუსულად და 62 სხვა ენაზე.

კონტინენტი: 11 ცხოვრობს ევროპის კონტინენტზე, 14 ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, 15 აფრიკაში და 60 აზიაში.

 

the-world-as-100-people_51505a8baf475

სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ 2-ჯერ

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: Infographics, საინტერესო ფაქტები, სხვადასხვა

Comments are closed.