როგორ ვაიძულოთ აუტანელ უფროსს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობა?

you-marionette

თქვენ გყავთ აუტანელი უფროსი: მყვირალა, ნარცისიზმით შეპყრობილი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თანამშრომლების გამორჩევა. თქვენ კი, ნებისმიერ შემხვედრთან ვინც მზად არის მოგისმინოთ უამრავ დროს ხარჯავთ იმაზე წუწუნში, თუ რა საშინელი ხელმძღვანელი გყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ყველა გეთანხმებათ, დაფიქრდით თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ყველაფერს  თქვენთვის და თქვენი კარიერისთვის. თუკი კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით რომ სავსებით არაფრის.

თქვენ ნამდვილად ვერ შეცვლით თქვენს უფროს და სავარაუდოდ ვერც სამსახურის შეცვლას მოახერხებთ უახლოეს პერიოდში. ერთადერთი რისი შეცვლაც თქვენ შეგიძლიათ არის ის, თუ როგორ აღიქვამთ თქვენს უფროსს, და მოძებნოთ გზა, რომლის მეშვეობითაც მას თქვენს სასარგებლოდ ამუშავებთ.

ამის შესანიშნავი ანალოგია აიკიდო. პირველ რიგში თვალი ადევნეთ თქვენი ოპონენტების ქმედებებს და გაარკვიე რა არის თქვენი უფროსის საიდუმლო შიშები და სურვილები. მეორეც, კრივისგან განსხვავებით, სადაც მთავარი ამოცანაა მოწინააღმდეგის დარტყმებით შეჩერება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა გამოიყენოთ მათი ქმედებები თქვენს სასარგებლოდ.

გახდით ღირებული თქვენი უფროსისთვის, გახდით მისი მთავარი მოკავშირე! სანამ ამ მეთოდს უგულებელყოფდეთ, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მუშაობთ თქვენი უფროსის წარმატებაზე, საკუთარი წარმატების სახელით.

აი თუ როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას:

თავდაპირველად გაიგეთ თქვენი უფროსის საიდუმლო შიშების და სურვილების შესახებ. ჩვენი ყველა ქმედება ცხოვრებაში ორი რაღაცით განისაზღვრება: პირველი, თუ რისგან გავრბივართ და მეორე – რისკენ მივისწრაფით. ამ მხრივ არც მმართველები არიან გამონაკლისები. როგორც კი გაარკვევთ რას გაურბის და რისკენ მიისწრაფის თქვენი უფროსი, ის ადვილად პროგნოზირებადი გახდება და შესაბამისად სრულ მზადყოფნაში რათა მან თქვენს სასარგებლოთ იმუშაოს.

მაგალითად, ის ხელმძღვანელები რომლებიც მუდმივად მიგითითებენ შეცდომებისკენ (Finger Pointer Boss), სხვების დადანაშაულებით გადიან ფონს. ისინი შიშობენ, რომ არ გააჩნიათ საკმარისი უნარები წარმატების მისაღწევად, თუმცა ისინი ყველგან და ყველაფერში წარმატებისკენ მიისწრაფიან.

ეგომანიაკალური უფროსები (Egomaniacal Boss) ზემოთხსენებული ხელმძღვანელების ანტიპოდს წარმოადგენენ — ამ  კატეგორიის მმართველი დარწმუნებულია, რომ შეუდარებელი და შეუცვლელია, თუმცა მის გრანდიოზული თვითშეფასებას თან ახლავს უამრავი დაუსრულებელი პროექტი. მისი სურვილია ყველას უყვარდეს, თუმცა ეშინია რომ არასაკმარისად საყვარელია და ეშინია კონტროლის დაკარგვის.

გახდით მისთვის ღირებული მოკავშირე. მას შემდეგ რაც თქვენი უფროსის ტიპს ამოიცნობთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მოქმედებაზე — თქვენ ან მისი სურვილების შეასრულებაზე უნდა იზრუნოთ, ან უნდა დაიცვათ ხელმძღვანელი საკუთარი შიშებისგან.

შეილება იკითხოთ რა საჭიროა უფროსის ახირებებთან გარიგება, მაგრამ ხელმძღვანელის მოკავშირეობა ყველაზე ეფქტური და მოკლე გზაა იმის მისაღებად, რაც თქვენ გსურთ და გჭირდებათ.

უფროსების იმ კატეგიორიასთან, რომელთაც შეცდომებზე მითითება უყვართ და ხშირად ყვირიან, საჭიროა სიმშვიდით რეაგირება და მათი მუქარის არად ჩაგდება, იმისათვის რომ მათ აჩვენოთ რომ თქვენთვის მათ მუქარას ძალა არ აქვს. ამის შემდეგ შეიძლიათ გახდეთ მათი პრობლემების მომგვარებელი. ნებისმიერი გზით შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა წარმოქმნილი პრობლემა. ამ ყველაფერს თქვენი უფროსი წარმატებად ჩათვლის რაც მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ შემდგომი უსიამოვნებები. როგორც კი ის აღმოაჩენს, რომ თქვენ შეგწევთ პრობლემის მოგვარების უნარი, მისთვის და მის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებით.

ეგომანიაკალურ ხელმძღვანელთან მუშაობა მოითხოვს მტკიცე ნერვებს, საზრიანობას და სტრატეგიას. მსგავს მმართველს ყველაზე მეტად ესაჭიროება ერთგულება და აღიარება თანამშრომლებისგან, ამიტომაც უნდა გახდეთ მისი დამხმარე, რომელსაც დაეყრდნობა და რომლის დახმარებითაც შეძლებს ქაოსის წესრიგად გარდაქმნას. თუ ამას წარმატებით მოახერხებთ, თქვენ გახდებით მისი ძლიერი და სანდო მარჯვენა ხელი და თქვენი უფროსი ისურვებს რომ მუდამ მისი თანამგზავრი იყოთ ყველა საქმეში.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აიკიდოს ოსტატი ოპონენტის განადგურებით კი ამარცხებს, არამედ პოტენციური ზიანის თავიდან არიდებით და ამგვარად უპირატესობის მოპოვებით. შეეცადეთ არანორმალურად დაძაბულ პირობებში მუშაობის ნაცვლად თქვენი უფროსის რისხვის თავიდან არიდებით იმუშაოთ რათა “აიძულოთ” ის იმუშაოს თქვენ სასარგებლოთ. სულ მალე თქვენ აღმოაჩენთ რომ სამსახურით კმაყოფილი ხართ და წარმატებული ხდებით იმ სამსახურით რაც ადრე ასე არ გიყვარდათ.

 

 

წყარო: Entrepreneur

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: კარიერა, სტრატეგია, ფსიქოლოგია

Comments are closed.