რა საერთო აქვთ კრეატიულ და შეშლილ ადამიანებს?

mm-ve-dali01

 

ადამიანის ტვინის რამდენიმე წლიანი კვლევის შემდეგ, Karolinska Institute-ის შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კრეატიული ადამიანის გონება ძალიან ახლოს დგას შიზოფრენიით დაავადებულთა გონებასთნ, უფრო კონკრეტულად ორივე კატეგორიის ადამიანებს, იმ რეცეპტორების ნაკლებობა აქვთ, რომელიც ფილტრავს და მართავს ფიქრებს. სწორედ ესაა ის თავისუფალი პროცესი, რომელიც კრეატიულ ადამიანებს აძლევს საშუალებას „იფიქრონ ყუთის გარეთ”. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ავადმყოფობა ადამიანებში,

თუმცა, მეცნიერები გამიჯვნის მაგივრად ერთმანეთს უკავშირებენ იმ ფაქტებს, რომ ზოგიერთ ადამიანს უვლინდება ფსიქოზური თვისებები, მაშინ როდესაც სხვებს უვითარდებათ ნეგატიური სიმპტომები. ბევრი სახელგანთქმული მხატვარი, მწერალი და თეორეტიკოსი, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი შემოქმედებით, ფსიქიკურად იყვნენ ავად – ვინსენტ ვან გოგი, ვირჯინია ვულფი, სალვადორ დალი, ჯონ ნეში, ისააკ ნიუტონი და ბევრი სხვა.  კრეატიულობა ასევე ხშირად უკავშირდება მაღალ რისკს განვითარდეს დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია.

ცნობილი ფაქტია რომ ფსიქიკურად დაავადებული ოჯახის შთამომავალს უფრო დიდი შანსი აქვს იყოს კრეატიული. პროფესორი ფრედრიკ ულენი თვლის, რომ მისი აღმოჩენა ხსნის ამის მიზეზს. ის აკვირდებოდა დოპამინური რეცეპტორების გენებს, რომლებიც, როგორც მეცნიერები ხსნიან, არეგულირებს განსხვავებულ აზრებს. ამ დაკვირვებამ ცხადყო რომ მაღალი კრეატიულობის ადამიანებში განსხვავებული აზრების მარეგულირებელი რეცეპტორები გაცილებით დაბალია მოსალოდნელზე, ისევე როგორც შიზოფრენიით დაავადებულებში.   „D2 რეცეპტორები თავის ქალაში წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ „ტრანსლაციის ცენტრს“, ფილტრავენ ინფორმაციას და ახდენენ მათ რეგულაციას, ხოლო ამ რეცეპტორების ნაკლებობა იწვევს დიდი რაოდენების ინფორმაციის დინებას“ – აცხადებს პროფესორი ულენი. მას სჯერა, რომ მოზღვავებული არარედაქტირებული ინფორმაციაა სწორედ კრეატივის საწყისი. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ კრეატიული ადამიანები ყოველთვის პოულობენ უჩვეულო გამოსავალს ყველა პრობლემიდან, ჩვეულებრივი ადამიანებიგან განსხვავებით. შიზოფრენიით დაავადებულები კი იგივე აზრებს გამოთქვავენ უცნაურად და შემაშფოთებლად, რადგან არ ძალუძთ აზრის სწორად გამოხატვა. როგორც დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების წევრი და ფსიქოლოგი მარკ მილარდი აცხადებს, ფსიქიკური ავადმყოფობა ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას კრეატიული ადამიანების მოჭარბებული მოტივაციით და განსაზღვრებების გაზიარებით.

„კრეატივი დისკომფორტია. აწმყოთი უკმაყოფილება უბიძგებთ მათ ცვლილებებისკენ. კრეატიული ადამიანები ამით გვანან ფსიქიკურად დაავადებულებს. ისინი, როგორც წესი, მსოფლიოს სხვაგვარად უყურებენ — ეს იგივეა, რაც დამსხვრეულ სარკეში ყურება. მათ არანაირი საყოველთაოდ მიღებული საზღვრები არ გააჩნიათ და ამას ადვილად დაინახავთ მათ შემოქმედებაში. ავიღოთ სალვადორ დალის მაგალითი, ის ნამდვილად უყურებდა მსოფლიოს სხვა თვალით და მისი ქცევა ბევრი ადამიანისთვის ძალიან უცნაური იყო.“

Newton_wide

ზოგიერთ კომპანიას აქვს დაცული, საიდუმლო ლაბორატორიები მაღალი კრეატიულობის დონის მქონე თანამშრომლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ ყოველდღიურად ატარონ ექპერიმენტები, ისე რომ ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ.

როგორც პროფესორი გარი ფითზგიბონი აცხადებს, რაც უფრო ურწუნოა ადამიანი მით უფრო მაღალია მასში კრეატივისადმი სწრაფვა. „ როდესაც ურწმუნო ხდები, შენ მზად ხარ დაიჯერო ყველაფერი რასაც შენი თვალით დაინახავ, ამიტომ შენი ხედვის არეალი იზრდება. მათი შემოქმედება არ უნდა იყო შეზღუდული საზოგადოების მიერ დაწესებული წესებითა და შეზღუდვებით. რაც უფრო მეტი ადამიანი არღვევს წესებს, მით მეტი ითვლება „ფსიქიკურად ავად“.

კრეატიული ადამიანების შემოქმედება პირდაპირ კავშირშია მათ ჯანმრთელობასთან.  მაღალი კრეატივი დაკავშირებულია გარკვეულ გონებრივ აშლილობასთან, მაგრამ სწორედ ამ კრეატივის კარგი ან ცუდი შედეგი განსაზღვრავს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას.

წყარო: iheartintelligence

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია

Comments are closed.