6 ფსიქოლოგიური მიზეზი, რის გამოც თითქმის ყველამ მიიღო “ყინულის გამოწვევა” (ALS Ice Bucket Challenge)

22

 

თქვენ ალბათ უკვე მიიღეთ მონაწილეობა ან თვალყურს მაინც ადევნებდით, თუ როგორ ღებულობენ ადამიანები ე.წ “ყინულის გამოწვევაში” მონაწილეობას, რომელმაც ბოლო დროს მთელი მსოფლიო მოიცვა. საოცარია თუ რამდენად პოპულარი გახდა ეს ტენდენცია ერთ ღამეში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლის შეკრება, რათა სახალხოდ გადაივლონ თავზე ყინულიანი წყალი და ამით მხარი დაუჭირონ ALS საქველმოქმედო ფონდს?

უკვე, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და ყოველდღიურად წუწაობის უამრავი კადრის ყურება აღარ გვიწევს, დროა გავაანალიზოთ რა გახდა ე.წ. “ყინულიანი წყლის გამოწვევის” წარმატების საფუძველი.

თუკი თქვენ, ცოტა რამ მაინც იცით ქცევის ცვლილების ფსიქოლოგიასა და თეორიაზე, ამ ვირუსულ მოვლენას ნამდვილად აქვს აზრი და სინამდვილეში ის არც თუ ისე განსაცვიფრებელია. იმისათვის, რომ მომავალში თავად შეძლოთ მარკეტინგული დანიშნულებით მსგავსი წარმატებული ფენომენის შექმნა, აუცილებელია იცნობდეთ იმ ძირითად ფსიქოლოგიურ პრინციპებს, რამაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა ამ საქველმოქმედო გამოწვევას:

  • გახადეთ ის გასართობი

ე.წ. “ყინულის გამოწვევა” სახალისოა, ხომ ასეა? . უყურო ადამიანების რეაქციას, თუ როგორ ღებულობენ მონაწილეობას გამოწვევაში, მართლაც მხიარული და გასართობი სანახაობაა. ამავდროულად საკმაოდ მარტივიცაა – ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება.

  • მიეცით ქცევის კონკრეტული, დროში შეზღუდული ინსტრუქციები

სთხოვო ადამიანებს ჩაებან მეტად თავისებურ და შესრულებად საქმიანობაში — და შემდეგ მათთვის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში (ამ შემთხვევაში 24 საათი) შეასრულონ ის — არის საკამოდ ეფექტური და ძალიან გავს საცალო ვაჭრობის ისეთ კლასიკურ სტრატეგიას, როგორიცაა მაგალითად ე.წ. “შავი პარასკევი”, რომელიც “მადლიერების დღის” მომდევნო დღეს ტარდება (და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად კარგად მუშაობს ის).

  • საჯაროდ გამოიწვიეთ კონკრეტული ადამიანები

ზუსტად განსაზღვრა, თუ ვინ უნდა დასახელდეს “ყინულის გამოწვევაში” მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ სოციალური მედიის საშუალებით მისი გასაჯაროება, “აიძულებს” სხვებს მოახდინონ სწრაფი რეაგირება და იმოქმედონ. ეს მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ პასუხისმგებლობის დიფუზია, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც ზოგადი მოწოდება მოქმედებისკენ კეთება კონკრეტული ადრესატის არყოლის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში 3 ადამიანის გამოწვევა და მათთვის მონაწილეობის მიღების მოთხოვნა წარმატებით ზრდის მოთხოვნის და შესრულების ჯაჭვს. ადამიანებს არ შეუძლიათ უყურადღებოთ დატოვონ საჯარო მიმართვა და ამგვარად იძულებული არიან თავისი მონაწილეობით მოახდინონ რეაგირება. თითოეული მონაწილის მიერ კიდევ სამი ადამიანის გამოწვევა, არის გარანტია აქციაში მონაწილეთა რიცხვის ზრდისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოწვეულთა ნახევარი უგულებელყოფს მას.

  • გახადეთ შესაწირი თანხა კეთილგონივრული

ფონდისთვის შესაწირი შემოთავაზებული თანხა, რომელიც 100 $ შეადგენდა არ არის დაუძლეველი იმ ადამიანების უმრავლესობისათვის, რომლებიც იყენებენ სოციალურ მედიას და რეგულარულად სარგებლობენ ინტერნეტით.
რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი თანხაა ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ყველა მათგანს შეუძლია უფრო ნაკლები თანხის შეწირვით ან სხვების პროცესში ჩაბმით გამოხატონ მხარდაჭერა.

  • დაამატეთ მცირეოდენი დანაშაულის გრძნობა

საქციელის შეცვლის გრძელ გზას, მცირეოდენი დანაშაულის გრძნობაც ახლავს, რადგანაც “აიძულებს” ადამიანს კარგი საქმისთვის მიიღოს ქველმოქმედებაში მონაწილეობა, მაშინ როცა ონლაინ რეჟიმში თვალყურს ადავენებს მისთვის სათაყვანებელი ადამიანების ვიდეოებს, რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას გამოწვევაში.

  • გამოიყენეთ სანიმუშო მაგალითები მისაბაძად

ცნობილი ადამიანების, ახლო მეგობრებისა თუ ბიზნეს პარტნიორების მსგავს აქციებში მონაწილეობის მიღება, ზრდის რეალურ შანსს იმისა, რომ სხვებიც ჩაებმებიან მიმდინარე კამპანიაში. დაკვირვების სწავლების თეორია ძირითადად მდგომარეობს შემდეგში, “თუ
პიროვნება X აკეთებს ამას, მაშინ მეც მსურს გავაკეთო იგივე”.

მაშ ასე, გაიაზრეთ ის ფსიქოლოგიური თეორიები და სტრატეგიები რომელიც საკმაოდ ეფექტურად იქნა გამოყენებული ამ ფენომენის წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მორალისტი გამოჩნდა ვინც მოგვიწოდებდა წუწაობის გარეშე ქველმოქმედებისკენ, ფაქტია, რომ ხალისით გაკეთებული საქმე ბევრად უფრო წარმატებულია.

 

წყარო: Psychology Today

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, ინტერნეტი, ფსიქოლოგია

Comments are closed.