Don’t Fight, Switch – სანამ Apple და Samsung ერთმანეთის ცემა-ტყეპაშია, Nokia ხალისობს

Switch3

მარკეტერები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ კარგი იუმორი ძალიან ძლიერი იარაღია მომხმარებლის მოსაზიდად, ხოლო თუ ამ იუმორში უწყინარი სარკაზმიც დევს კონკურენტი კომპანიის მიმართ, კლიენტთა კეთილგანწყობა თქვენს მხარეს ინაცვლებს.

ამავდროულად, ბევრს საუბრობენ წარუმატებლობის მაღალ რისკზე, რომელიც “არასათანადო” იუმორმა შეიძლება მოუტანოს თქვენს ბრენდს. არსებობს 5 მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ გადაწყვეტთ მომხმარებელს თავი დაამახსოვროთ თქვენი იუმორისტული ნიჭით თუ უნიჭობით.

1) შეისწავლეთ სეგმენტი – სხვადასხვა სეგმენტი, სხვადასხვანაირად რეაგირებს, სხვადასხვა იუმორზე
2) დარწმუნდით თქვენი ხუმრობის მართებულობაში – გახსოვდეთ რომ მთავარი აუდიტორიის გაცინება არაა, არამედ ის რომ ეს იუმორი თქვენს ბიზნესთან იყოს დაკავშირებული და ხალხს გაახსენდეს რას უკავშირდება ხუმრობა.
3) სწრაფი ცვლილება – გახსოვდეთ რომ, იუმორისტული რეკლამა ყველაზე სწრაფად ძველდება. როგორც კი მომხმარებელს მობეზრდება თქვენი რეკლამა, იმ მომენტიდან ის თქვენი ანტირეკლამაა. დაიწყეთ იუმორით და აუცილებლად დაგეგმეთ წინასწარ, როდის და რა საშუალებით ჩაანაცვლებთ მას
4) ნუ გადაამლაშებთ – თუ ძალიან დატვირთავთ რეკლამას, ის უბრალოდ სასაცილო აღარ იქნება
5) დაიქირავეთ პროფესიონალი – მიუხედავად იმისა რამდენად კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, დაიქირავეთ პროფესიონალი, ის თქვენს ნადვილად გჭირდებათ.

 

ეს ვიდეო სახალისოა და ამავდროულად ძალიან კარგად აღწერს რეალობას. Apple და Samsung ისე გაერთნენ ერთმანეთთან ჭიდილით, რომ სავარაუდოდ ავიწყდებათ სხვა კონკურენტების არსებობა. თუმცა Nokia-მ ძალიან საინტერესოდ შეახსენა მათ თავი.

 

Comments

comments

Category: ინტერნეტი, რეკლამა, სხვადასხვა

Comments are closed.