თქვენი კომპანიის 4 შეცდომა სოციალურ მედიაში

9
დეივ კერპენს სჯერა ციფრული ტექნოლოგიების.  “სოციალურ მედია აკონტროლებს თამაშს თავისი შესაძლებლობებით, მას შეუძლია გახადოს კომპანიები უფრო მოსაწონი მომხმარებლებისთვის,” ამბობს New York Times-ის ბესტსელერის ავტორი. “მათ შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია რათა ხაზი გაუსვან თავიანთ გამჭვირვალეობას, დაამტკიცონ რომ უფრო მეტად რეაგირებენ და დემონსტრირება მოახდინონ თუ რამდენად ჩართულები არიან მომხმარებლებთან ურთიერთობაში”. მაგრამ კომპანიების უმეტესობა უბრალოდ არ იყენებს ამ უზარმაზარ პოტენციალს. აქ არის ჩამოთვლილი 4 რამ, რასაც შესაძლოა არასწორად აკეთებდეთ სოციალურ მედიაში – და როგორ შევცვალოთ ისინი ახლავე.

 

პირველი მიზანი – გაყიდვა. “კომპანიები ხშირად მიიჩნევენ სოციალურ მედიას როგორც “ადრეული ონლაინ მედიის ევოლუციას,”ამბობს კერპენი – რაც თავის მხრივ გადმოყოლილია იმ დროიდან, როცა მომხმარებლისთვის მასიური მესიჯების/პრესრელიზების გაგზავნის შემდეგ მათგან საპასუხო რეაქციას მოელოდნენ. შედარებისთვის “თუ თქვენ გამოიყენებთ სოციალურ მედიას გაყიდვების დრამატულად გასაზრდელად, ეს იგივე იქნება ვინმე რომ მოგიახლოვდეთ წვეულებაზე, გაიხსნას კოსტუმი და გკითხოთ ‘საათის ყიდვა ხომ არ გნებავთ?’ ეს სასაცილოა”.

Business-Social-MediaROI-ის არასწორი გაზომვა. “რა თქმა უნდა თქვენ უნდა გაზომოთ ამონაგები სოციალურ მედიაში გაწეული ინვესტიციიდან, მაგრამ ამის გაზომვა ხშირად არასწორად ხდება. “ამის ირონიული მიზეზი არის ყურადღების გამახვილება მოკლე-ვადიან შედეგებზე. თქვენ იწყებთ აუდიენციის მოსმენით და გაგებით, და შემდეგ იწყება გაყიდვების ზრდა. მე შეიძლება ერთი კომპანიისგან ყოველდღე ვიღებდე  ინფორმაციას მათი პროდუქტის შესახებ. შემდეგ შეიძლება შევიდე Google-ზე და ისე შევუკვეთო იმ კომპანიის პროდუქცია, რომ სოციალურ მედიას არაფერში ჩაეთვალოს ეს შედეგი. მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ სოციალური მედიიდან არ განხორციელდა ყიდვაROI სოციალურ მედიას არ ქონია.”

ჩათვალოთ რომ სოციალური მედია გადაჭრის თქვენს ყველა პრობლემას. სოციალური მედია საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ის არ არის პანაცეა, ამბობს კერპენი. “სულელი ვიქნებოდი რომ ვთქვა მხოლოდ სოციალურ მედიას შეუძლია აქციოს ცუდი რეპუტაციის კომპანია მომხმარებლისთვის მოსაწონად.  ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორად მოექცეთ მომხმარებლებს და თანამშრომლებს, და თანდათან დაეტყობა კომპანიის იმიჯს პოზიტიური ცვლილებები.”  სოციალურ ქსელებს შეუძლიათ დაეხმარონ კომპანიის რეპუტაციას, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი.

ხმის იგნორირება. “სანამ გადაწყვეტდეთ სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებას, თქვენმა კომპანიამ უნდა ჩამოაყალიბოს ის იმიჯი და თვისებები, როგორიც უნდა რომ აჩვენოს საზოგადოებას. ბევრ კომპანიას არ უფიქრია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი “ხმა”, რომელსაც მიაწვდის მომხმარებლებს სოციალური მედიის საშუალებით. როგორია თქვენი კომპანია: მხიარული, სერიოზული, ექსპერტი, ბრძენი,  თავმდაბალი თუ მეგობრული? თქვენს ყოველდღიურ ინტერაქციებს სოციალურ მედიაში უნდა ქონდეს  ერთგვაროვანი ტონი რომელიც ასახავს თქვენს ბრენდს – და გამოამჟღავნებს თქვენს შინაგან ხმას იმგვარად, როგორც ხშირად ვერ ახერხებენ სატელევიზიო რეკლამები და კორპორატიული პრესრელიზები.

სოციალურ მედიას არ შეუძლია მთლიანად შეასრულოს მძიმე სამუშაო, როცა ეს ეხება რესპექტაბელური ბრენდის შექმნას. მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კომპანიის ურთიერთობების გამყარებაში მომხმარებლებთან. “პირველი გაცნობაა, შემდეგი მოწონება და ბოლოს ნდობა” ამბობს კერპენი. და ნდობას მოყვება ერთგულება რომელსაც შეუძლია ხანგრძივად და მყარად დააყენოს თქვენი ბიზნესი ფეხზე.

როგორ იყენებს თქვენი კომპანია სოციალურ მედიას იმისთვის რომ უფრო მოსაწონი გახდეთ? რა სტრატეგიები გაქვთ რომ გაგვიზიაროთ?

წყარო:  Forbes

 

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: ინტერნეტი, მარკეტინგი

Comments are closed.