აი, რატომ არის რომის პაპი ფრანცისკე ასეთი ეფექტური: 8 რჩევა ყველა ლიდერს

| September 10, 2014

pope-francis-1940x900_35246

რომის პაპი ფრანცისკეს რეიტინგი შესაძლოა ნებისმიერ ლიდერს შეშურდეს: ამერიკელი კათოლიკების 88% ფიქრობს, რომ ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, ხოლო ამერიკელების თითქმის ¾ მისდამი პატივისცემითაა გამსჭვალული. როგორ აკეთებს, ან რას აკეთებს ის ასე კარგად და სწორად?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ბიზნეს ავტორმა ჯეფრი ა. კრეიმსმა მისი უწმინდესობის მიდგომა გამოიკვლია ლიდერობის თვალსაზრისით და ამ თემას წიგნიც მიუძღვნა: Lead with Humility: 12 Leadership Lessons from Pope Francis.  მიუხედავად იმისა, რომ კრეიმსი არ იყო კათოლიკე, მას გაუჩნდა სურვილი დაეწერა პონტიფზე, რადგან ჰოლოკოსტის დროს სასწუალებრივად გადარჩენილი მშობლების შვილი იყო. ის ამ ფაქტს ასე ხსნის: „როცა პაპი ფრანსისი დავინახე, მივხვდი, რომ ის ნამდვილი ანტი-ჰიტლერი იყო.“

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პრაქტიკაში გამოყენებულ რამდენიმე ხერხს, რამაც პაპი ასეთ ეფექტურ ლიდერად აქცია და რაც ნებისმიერ ბიზნეს ლიდერს შეუძლია გამოიყენოს:

1. ხმა მიაწვდინეთ არამომხმარებლებს.

პიტერ დრაკერმა ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ორგანიზაციას უფრო მეტი არამომხმარებელი ჰყავს, ვიდრე მომხმარებელი და უფრო მეტის სწავლა იმ ხალხისგან შეიძლება, რომლებიც თქვენს პროდუქტს არ ყიდულობენ, ვიდრე იმათგან, ვინც ამას ხშირად აკეთებს. 1.2 მილიარდ მიმდევარს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ კათოლიკურ ეკლესიას აქვს ის, რასაც  მომხმარებელთა დიდი ბაზა შეიძლება ვუწოდოთ. პაპი ფრანცისკე ძალიან კარგად ახერხებს ხმა მიაწვდინოს არა-კათოლიკებსაც. მის ქადაგებებში ხშირად ისმის, რომ უფალი შეიწყალებს ყველა ჩვენთაგანს და არა მხოლოდ კათოლიკებს. “ეს უბრალო მიდგომა შეიძლება საუკეთესო გზა იყოს საბაზრო წილის გასაზრდელად,“ – ამბობოს კრეიმსი.

2. გარისკეთ.

ახალგაზრდობაში ფრანცისკე ავად გახდა. მონაზონი, რომელიც მას უვლიდა, არ დაემორჩილა ექიმის ინსტრუქციას და ანტიბიოტიკების დოზა სამჯერ გაზარდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უფრო დიდი დოზის მიღების გარეშე ფრანცისკე დაიღუპებოდა. „პაპისთვის ეს სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ცხოვრების მაგალითია,“ – ამბობოს კრეიმსი.

ვერასოდეს იქნებით ეფექტური ლიდერი, თუ ყოველთვის უსაფრთხო გარემოში თამაშობთ, დასძენს ის. „ზღვარზე ცხოვრება – ეს არის ის, რასაც პაპი ყოველ დღე აკეთებს.“

3. განაახლეთ თქვენი ორგანიზაცია.

“არ შეცვალოთ – უბრალოდ განაახლეთ!“ ამბობს კრეიმსი. „პაპი ფრანცისკე ყველაზე უშიშარი რეფორმატორია. მას მიღებული აქვს კათოლიკური ეკლესიის თითქმის ყველა ფრაქცია, რათა ის უფრო ინკლუზიურ რელიგიად აქციოს.“

ზუსტად ასე იქცევიან საუკეთესო ლიდერები, ამბობს ის. „მათ არ ეშინიათ ცვლილებების. ასევე, ადვილად ამჩნევენ როცა მცირე ცვლილებები საკმარისი არ არის. ისინი ანახლებენ თავიანთ ორგანიზაციებს მუდმივად ცვალებად გლობალურ ბაზარზე.“

4. იყავით მომთმენნი.

თუმცა მუდმივი განახლება აუცილებელია, „ავთენტურ ცვლილებებს კვირები და თვეები კი არა, წლები სჭირდება,“ – ამბობს კრეიმსი. ფრანცისკემ არაერთხელ აჩვენა, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად ესმის. „მაგალითად, მისი კურთხევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა განაცხადა, რომ განქორწინებული და მერე ხელახლა შეუღლებული წყვილები წმინდა ზიარებას მიიღებდნენ.“ მან იცის, რომ ასეთი პარადიგმული ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს, ამბობს კრეიმსი.

5. იარეთ მიწაზე.

“ფრანცისკეს სძულს სასულიერო პირები, რომლებიც მთელი დღე თავიანთ კაბინეტებში სხედან,“ ამბობს კრეიმსი. ბუენოს აირესის ეპისკოპოსი ჯორჯ მარიო ბერგოლიო შეიმოსებოდა ხოლმე რიგითი მღვდლის ანაფორაში, ღამით გადიოდა ხალხში და ესაუბრებოდა მათ. „როცა ის პაპად ეკურთხა, თავის ერთ-ერთ მთავარეპისკოპოსს უთხრა: „მე ამას ვეღარ გავაკეთებ. ეს ჩემს მაგივრად შენ უნდა გააკეთო ამიერიდანო.“ მას არ სჭირდებოდა შეუვალი ეკლესია, მას სჭირდებოდა ეკლესია, რომელიც ქუჩებში გავიდოდა, რათა მოეძებნა გასაჭირში მყოფი ხალხი და დახმარებოდა მათ. ფრანცისკე არც მისთვის განკუთვნილ ძვირფას აპარტამენტებში გადასულა საცხოვრებლად, არამედ იმ სასტუმროში დარჩა ვატიკანში, სადაც ადრე ცხოვრობდა, „რათა სხვებთან ერთად ეცხოვრა“.

სწორედ, ყველაზე წარმატებული და ეფექტიანები ის ლიდერები არიან, რომლებიც კავშირს ამყარებენ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან. დელეგირება ლიდერობის აუცილებელი ნაწილია, მაგრამ ქვედა საფეხურის თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კონტაქტს სრულად ნუ მიანდობთ დაქვემდებარებულებს – სხვა შემთხვევაში იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

6. მოუსმინეთ, რათა ხმები განასხვავოთ.

ბიზნეს ლიდერებისთვის გაცილებით ადვილია გარს შემოიკრიბონ თანამოაზრე მრჩეველები, ამბობს კრეიმსი. მაშინ, როდესაც ეს ხშირად კომფორტული და ეფექტურია, შეიძლება ასევე გააძლიეროს სტატუს-კვოც, რომელიც არცერთი ორგანიზაციისთვის არ არის კარგი.

“ჩაკეტილობისგან თავის დასაცავად პაპმა შექმნა „ვატიკან 8“ [V8],” – ამბობს კრეიმსი. ეს არის ერთგვარი მრჩეველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან კარდინალები ამერიკიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ისევე როგორც ევროპიდან, პლუს ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ვატიკანიდან. „ჩემი აზრით, ეს მისი დირექტორთა საბჭოა,“ – ამბობს კრეიმსი. „ისინი არიან მთელი მსოფლიოდან და მას გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. მას სურს სხვა ხალხის მოსაზრებებიც იცოდეს.“

7. ორგანიზაციის მიზნები დააყენეთ საკუთარზე წინ.

“თვისებები, რომლებიც ადამიანებს მწვერვალების მიღწევაში ეხმარება, სწორედ თავმდაბლობაშია,“ – ამბობს კრეიმსი. ორგანიზაციის მიზნების დაყენება საკუთარ მიზნებზე წინ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი ორგანიზაციის მშენებლობას, რითაც პირველ რიგში თქვენ ისარგებლებთ, როგორც ლიდერი.

კრეიმსი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ის, რასაც ბერგოლიო აკეთებდა 2005 წელს, როდესაც ის ჯოზეფ რეტზინგერის ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტს წარმოადგენდა პაპის კანდიდატურის დასაკავებლად. ბიულეტინების მეშვეობით, რომელიც არჩევნების დროს აუცილებელია, ის თავის ამომრჩევლებს მოუწოდებდა რეტზინგერისთვის მხარი დაეჭირათ, ნაცვლად იმისა, რომ მასთან ებრძოლათ. „ის ფიქრობდა, რომ მის კონკურენტთან ბრძოლა არჩევანის გაკეთებას დროში კიდევ უფრო გააჭიანურებდა და საერთოდაც არ ფიქრობდა, რომ მისი კანდიდატურა ეკლესიისთვის შესაფერისი იყო,“ – წერს კრეიმსი. (რეტზინგერი პაპად ეკურთხა როგორც ბენედიქტ XVI, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო   2013 წელს გადადგა.)

8. მიეცით მაგალითი.

როგორც უკვე ვთქვით, ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი ბერგოლიო თავის მღდვლებს მოუწოდებდა ევლოთ ქალაქის ყველაზე საშიშ ადგილებში. ასეთ ადგილებში სასულიერო პირები დაუცველები იყვნენ და ხშირად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათ ხშირად სასტიკად უსწორდებოდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. მაგრამ ბერგოლიო მაინც გამოდიოდა ხალხში, სვამდა ჩაის თავის მრევლთან ერთად და ადგილობრივ მღვდლებს მხარდაჭერას უცხადებდა.

2009 წელს კი, როდესაც ერთი სასულიერო პირი კინაღამ მოკლეს იმის გამო, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგო აგიტაცია ჩაატარა, ბერგოლიო დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში და ინტერესით აკვირდებოდა თუ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა.” ისინი მას შემდეგ არავის შეუწუხებია,“ – ამბობს კრეიმსი.

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ბიოგრაფიები, ლიდერები

Comments are closed.