ბრენდინგი — რა არ უნდა გააკეთოთ თქვენი ბრენდის გასანადგურებლად

Developing a Brand

ბევრი ბიზნესმენი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს წარმატებული ბრენდის შექმნას, მაგრამ ხშირად არ ითვალისწინებს რომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდის განადგურების თავიდან აცილებაზე ზრუნვა. მილიონობით დოლარის და უამრავი საათის დახარჯვა ისეთი ბრენდის შექმნაზე, რომელიც არ არის ეფექტური, ამ პროცესებში ჩართული მენეჯერებისთვის მხოლოდ იმედგაცრუების მომტანია.

ქრის კოლინსი ( branddesigner.com) თვლის, რომ კომპანიებისთვის არსებობს ორი განსხვავებული სიტუაცია: იყო ბრენდირებული და გქონდეს იარლიყი. ბრენდის ნაცვლად იარლიყით დამშვენებული მაშინ ხდები, როცა უკვე დაკარგული გაქვს კონტროლი; ადამიანები ზურგს უკან თქვენთვის უსიამოვნოდ მოიხსენიებენ და ახასიათებენ თქვენს ბრენდს, და თქვენი მოგების ზრდის პოტენციალი უკვალოდ ქრება. საბედნიეროდ, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი ბრენდისთვის ტალახის ჩამოწმენდა, თუ აირიდებთ თავიდან შემდეგი შეცდომების დაშვებას:

  1. განზრახვის და კონცენტრირების ნაკლებობა: თუ თქვენ არ იცით ზუსტად როგორია თქვენი კომპანიის ბრენდი, ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია, და როგორი გსურთ იყოს თქვენი ბრენდის აღქმა თქვენს მომხმარებლებში, გამოდის რომ თქვენი ბრენდი სრულიად უსარგებლოა. ბევრი კომპანიის აღმასრულებელი ამბობს რომ სურთ “ყველას” მიაწვდინონ ხმა. მაგრამ თუ თქვენ 50 დიდი კომპანიის ქონების მფლობელი არ ხართ, მაშინ ამის მოხერხება უბრალოდ შეუძებელია. ფაქტია, რომ არაფოკუსირებული ბრენდი ადვილად “კვდება”.
  2. დიდი დრო მოანდომოთ იმის ახსნას თუ რას აკეთებთ: ადამიანებს ყურადღების ხანგრძლივობა საკმაოდ მოკლეა, ამიტომ თქვენმა ბრენდმა მყისიერად უნდა მოახერხოს ზემოქმედების მოხდენა – თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ჩათვალეთ ის ადამიანი, რომელსაც ესაუბრებით თქვენთვის დაკარგულია.  ბრენდინგში კარგი კომუნიკაცია ყველაფერს ნიშნავს. ისინი ვინც გამოირჩევიან სიტყვაუხვობით, პასუხად ზრდილობიან თავის ქნევას და საუბრის სწრაფად დასრულებას იღებენ.
  3. მხარდაჭერის თხოვნა სანამ მკაფიოდ მოახდენთ ღირებულების დემონსტრირებას: თავისუფალი ბაზრის პირობებში ადამიანები არ არიან ვალდებულები დაგეხმარონ, ან თქვენი პროდუქცია შეიძინონ. გაიმყარეთ პოზიციები იმის დემონსტრირებით თუ რა სარგებელი ექნებათ მათ, ვისაც ესაუბრებით/მიმართავთ. დაფიქრდით, რით შეგიძლიათ იმ ადამიანების დახმარება. თქვენსგან პირველი ნაბიჯის გადადგმა ადამიანებს საპასუხო ქმედების სურვილის უჩენს, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს პროდუქტის უფასო ნიმუშის ან რაიმეს სწავლების შეთავაზებას.
  4. საშუალო ან დაბალი დონის ვებ-გვერდი: კომპანიის ვებ-გვერდი გაძლევთ შესაძლებლობას ზუსტად განმარტოთ თქვენი ბრენდი. ვებ-გვერდის უყურედღებოდ მიტოვება იგივეა რაც სტუმრების მიპატიჟება ბინძურ ან უავეჯო სახლში. ცუდი საიტი ან მისი არარსებობა მომხმარებელს არ აძლევს თქვენი უკეთ გაცნობის საშუალებას. თუ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას არ აქვს შესაძლებლობა სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია, თქვენ შეიძლება დაკარგოთ მომხმარებელი, სადისტრიბუციო პარტნიორი ან თუნდაც მილიონერი ინვესტორი.
  5. პასიურობა სოციალურ მედიაში: თუნდაც გძულდეთ სოციალური ქსელები, ადამიანები რომლებსაც არ აქვთ  LinkedInFacebook და Twitter პროფილი/გვერდი, საეჭვოებიც კი არიან საზოგადოების თვალში. არსებობს საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ გაზარდოთ თქვენი ბიზნესი LinkedIn-ის მეშვეობით, მიიღოთ მომხმარებელთა შეფასებები/აზრი Facebook გვერდზე, და თვალყური ადევნოთ ტრენდს Twitter-ზე. ამ წესის იშვიათი გამონაკლისი შეიძლება იყოს სტრატეგია, რომლითაც საიდუმლო და მისტიური აურის შექმნას ცდილობთ.
  6. ცუდი ტემპერამენტი: თუ ინვესტორი ან მომხმარებელი შეგეკითხებათ თქვენი პროდუქტის/ბიზნესის შესახებ, როგორ პასუხობ მათ – ღიმილით თუ აჟიტირებული ხდებით? ინვესტორები ხშირად თავისი საუბრით ცდიან აღმასრულებელ მენეჯერებს, რათა დარწმუნდნენ ბიზნესში ვითარების გართულების შემთხვევაში მენეჯერს ექნება გამძლეობა კომპანიის რთული სიტუაციიდან გამოსაყვანად. ასევე უნდა გახსოვდეთ რომ ყველას არ ჭირდება იმის შეძენა, რასაც თქვენ ყიდით. თუ მოგმართავთ მომხმარებელი, რომლის მოთხოვნებიც არ მოდის თქვენს პროდუქტთან შესაბამისობაში, დაეხმარეთ მას იმის პოვნაში რაც ჭირდება. მიუხედავად იმისა რომ, შესაძლოა მან საერთოდ არ ისარგებლოს თქვენი მომსახურებით/პროდუქტით, შეუძლია სხვასთან გაგიწიოთ რეკომენდაცია და ბევრი ახალი მომხმარებელი შეგძინოთ!
  7. კომპანიის უკონტროლო იმიჯი ინტერნეტ სივრცეში: ბოლო პერიოდში მოგიძებნიათ ტქვენი კომპანია Google-ში? მოგეწონათ რაც ნახეთ? თუ არა, მაშინ უნდა შეცვალოთ. როგორც სოციალურ მედიას შეუძლია გაამყაროს ან გააქროს თქვენი ბრენდის სანდოობა, Google-ის უარყოფით შედეგებსაც ( GOOG +0.51%) შეუძლია თქვენი კომპანიის იმიჯისთვის ბოლოს მოღება. დაიქირავეთ ბრენდინგ კომპანია ან რეპუტაციის მენეჯმენტი და მიიღეთ უფრო დადებითი შედეგები.

ბრენდის შექმნა საჭიროებს დროის და ფულის რეალურ ინვესტიციას. არ გაანადგუროთ ის თავიდან აცილებადი მარტივი შეცდომების დაშვებით.

 

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Category: PR, გაყიდვები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, რეკლამა, სტრატეგია

Comments are closed.