არაკომპეტენტურობა – მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული სენი

11

სტატია ადაპტირებულია ამერიკელი ჟურნალისტის ლაურენს პიტერისა და ფსიქოლოგის რაიმონდ ჰალის ნაშრომიდან The Peter Principle: Why Things Always Go Wrong, რომელიც 70-90-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკაში.

ალბათ ბევრ ნიშანდობლივს აღმოაჩენთ…

პიტერის პრინციპები

მე როგორც ლიტერატორს და ჟურნალისტს, მქონდა განუსაზღვრელი შესაძლებლობა შემესწავლა ცივილიზებული საზოგადოების მოქმედებათა სპირალი. ვმუშაობდი რა ჩემს სტატიებზე და ნაშრომებზე, ვიკვლევდი სახელმწიფო აპარატის მექანიზმს, საწარმოებს, ვაჭრობას, განათლებას და ხელოვნებას. მე ვესაუბრებოდი საზოგადოების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ უამრავი პროფესიის წარმომადგენლებს და სპეციალისტებს და ყურადღებით ვისმენდი მათ მოსაზრებებს. აღმოვაჩინე, რომ მცირე გამონაკლისის გარდა ადამიანები თავიანთ სამუშაოს ასრულებენ ზედაპირულად, ყველგან და ყველაფერში ზეიმობს არაკომპეტენტურობა.

მე ვიყავი მოწმე იმისა, როგორ ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორ-დამგეგმავები ქალაქის მშენებლობას მდინარის კალაპოტზე, ქალაქი განწირული იყო ჩასაძირად.

სულ ცოტა ხნის წინ მქონდა საშუალება წამეკითხა იმის შესახებ, რომ ინგლისის ერთ ერთ ელექტრო სადგურზე დაინგრა სამი გიგანტური დამბა: თითოეული მათგანის დამონტაჟებზე დაიხარჯა მილიონი დოლარი, თუმცა მან ვერ გაუძლო საშუალო ქარის სიდიდესაც კი.

საინტერესოდ მეჩვენა, რომ ჰიუსტონის შტატში დახურული ბეისბოლის სტადიონის აღჭურვის დამთავრებისთანავე აღმოაჩინეს, რომ სწორედ ბეისბოლის თამაში არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე: მზიან დღეებში მინის სახურავიდან არეკლილი მზის სხივები აბრმავებს მოთამაშეებს.

ასევე შევამჩნიე, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამამზადებლები, სარემონტო პუნქტებს ხსნიან მაღაზიების გვერდით, იმ მოტივით (ამას ადასტურებს პრაქტიკული გამოცდილება), რომ უმრავლესობა ამ ნაკეთობისა მწყობრიდან გამოვა საგარანტიო ვადის გასვლამდე.

ავტომობილის მომხმარებელთა უამრავი პრეტენზიის მოსმენის შემდეგ, არ გამკვირვებია როცა გავიგე, რომ ყოველ მეხუთე ავტომობილში, რომელსაც ბოლო პერიოდში უშვებს უმსხვილესი ავტო მწარმოებლები, აღმოჩენილია სერიოზული საწარმოო დეფექტები.

გთხოვთ არ ჩამთვალოთ წუწუნა ულტრაკონსერვატორად, რომელიც ვერ იტანს თანამედროვე ადამიანებს და თანამედროვე საქონელს, იმის გამო რომ ისინი თანამედროვეა. არაკომპეტენტურობას არა აქვს საზღვარი სამყაროსა და დროში.

ისტორიკოსი მაკოლეი ახდენს ციტირებას სამუელ პეპისის გამოძახილზე, რომელიც ეხება ინგლისური საბრძოლო ფლოტის მდგომარეობას 1684 წელს: “ფლოტის მართვა წარმოადგენს ქაოსურ მდგომარეობას… არც ერთი გათვლით არ შეიძლება ნდობა… არც ერთი ხელშეკრულება არ შესრულებულა… არ ჩატარებულა არც ერთი შემოწმება… რამოდენიმე ახალი საბრძოლო ხომალდი იმდენად უვარგისია, რომ ისინი შეიძლება რემონტის გარეშე ნაპირზევე ჩაიძიროს. არ სრულდება არც ერთი მეზღვაურის სამართლიანი პრეტენზია. ხომალდების უმეტესობას მართავს ადამიანები, ვისაც ელემენტარული საზღვაო განათლებაც არა აქვს მიღებული.

ველინგტონმა, რომელმაც შეისწავლა პორტუგალიის 1810 წლის კამპანიის დროს მისთვის გამოგზავნილი ოფიცერთა სიები, თქვა: “ერთადერთი ჩემი იმედი არის ის, რომ როცა მოწინააღმდეგე გაეცნობა ამ სიებს, ისიც ისევე განცვიფრდება როგორც მე.”

სამოქალაქო ომის მონაწილე გენერალი რიჩარდ ტეილორი, როდესაც საუბრობდა გეტისბერგის ბრძოლაზე აღნიშნავდა: “არმიის მეთაურები ისევე იცნობენ საბრძოლო ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიას, როგორც ცენტრალური აფრიკისას.”

რობერტ ლი ყოველთვის დანანებით ამბობდა: “ვერ მივაღწიე რომ ჩემი ბრძანებები სრულდებოდეს.”

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის შეიარაღებას გააჩნდა ბომბები და აღჭურვილობა, რომელიც აშკარად ჩამორჩებოდა გერმანელთა შეიარაღებას. უკვე 1940 წელს ინგლისელმა მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მცირე დოზით ალუმინის ფხვნილის დამატება გააძლიერებდა ბომბის აფეთქების ძალას, თუმცა ეს ცოდნა გამოიყენეს მხოლოდ 1943 წელს.

იმავე ომის დროს ავსტრალიელი საჰოსპიტლო ხომალდის კაპიტანი, რომელიც ამოწმებდა წყლის რეზერვუარებს რემონტის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ რეზერვუარები შიგნიდან შეღებილია ტყვიის საღებავით, წყალი მოწამლავდა აბსოლიტურად ყველას ვინც ამ წყლით ისარგებლებდა.

აღნიშნული შემთხვევებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან მივედი ერთ დასკვნამდე, რომ არაკომპეტენტურობა საერთო გლობალური ხასიათისაა, მას არ გააჩნია ეროვნება, სქესი და ასაკი.

უკვე აღარ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ მთვარეზე გასაფრენად გამზადებულ რაკეტას არ შეუძლია აფრენა, რადგან მას ან რაღაც გაუტყდა, ან რაიმემ არ იმუშავა, ან რაღაც დაავიწყდათ.

გაოცების გარეშე აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო მრჩეველი, ოჯახისა და ქორწინების საკითხში — ჰიპერაქტიური ჰომოსექსუალია.

უკვე ველოდები, რომ სახელმწიფო მოღვაწეები უარს იტყვიან წინასაარჩევნო დაპირებებზე. თუ ისინი ეცდებიან რაიმე გააკეთონ ასეთ შემთხვევაში, ისინი ამით პოლიტიკური მოწინღმდეგის საქმეს უფრო გააკეთებენ.

არაკომპეტენტურობა ალბათ ასატანი იქნებოდა, ის მხოლოდ იმ სფეროებში რომ არსებობდეს, რომელიც ჩამოვთვალეთ, მაგრამ ის არსებობს ყველგან და ის ჩვენს გვერდითაა _ მუდმივი უხერხულობის შემქმნელი.

როცა ამ ნაწილს ვწერ, ჩემს გვერდით ოთახში ქალბატონი ტელეფონზე საუბრობს, მე მესმის მისი ყველა სიტყვა. ახლა საღამოს 10 საათია და სურდოშეყრილმა მამაკაცმა, რომელიც ასევე გვერდით ცხოვრობს, გადაწყვიტა ადრე დაწოლა, მესმის მისი რეგულარული ხველა და მისი ლოგინის ზამბარების გამუდმებული ჭრიალი. ამ თანამედროვე ფეშენებელურ კორპუსში ცხოვრება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ფასებიც საკმაოდ მაღალია, საინტერესოა რაზე ფიქრობდნენ დამპროექტებლები და ინჟინრები რომლებიც ამ საცხოვრებელ სახლს აშენებდნენ, სავარაუდოდ ხარჯების ეკონომიაზე, მაგრამ არა – ხმაურგამტარი კედლები თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში იმაზე გაცილებით ნაკლები ხარჯისაა ვიდრე ხმაურგამტარი აგურის ნაგებობის აშენება.

ცოტა ხნის უკან ჩემმა მეგობარმა რკინის სახერხი შეიძინა, ლითონის ჭანჭიკის გადახერხვის დროს ხელის მეორე მოძრაობაზევე ხერხი ნაწილებად დაიშალა.

განათლება, რომელსაც ხშირად მიიჩნევენ ყველა უბედურების პანაცეად, აღმოჩნდა რომ არ ყოფილა საკმარისი არაკომპეტენტურობის დასაძლევად. არაკომპეტენტურობა „განათლების ტაძარშიც” ზეიმობს…

გაგრძელება იქნება

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: სხვადასხვა, წიგნები

Comments are closed.