რა გავლენას ახდენს უარყოფითი ენერგია ჩვენს ცხოვრებაზე და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

2

ბევრი ჩვენგანი გრძნობს ნეგატიურ ენერგიას ირგვლივმყოფებისგან, მაგრამ არც ისე მარტივია საკუთარ თავში აღმოაჩინო ის, რადგანაც ხშირად “რეალობით” შენიღბული მოდის. ადვილია მიიჩნიო, რომ უბრალოდ რეალისტურად იქცევი, როცა ვერ ბედავ იმოქმედო საკუთარი ოცნების ასახდენად — და საკუთარი თავი დააჯერო ამაში! 

შეიძლება მიიჩნიოთ, რომ პოზიტიური ადამიანები არ არიან რეალისტები — ისინი გულუბრყვილოები არიან და რეალობის თავიდან ასარიდებლად თავები ქვიშაში აქვთ ჩარგული, სახეზე ყალბი ღიმილი აქვთ მორგებული და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესოა, ისინი მართლა ბედნიერი იდიოტები არიან თუ რაიმე იმალება მათი პოზიტივის მიღმა? 

როგორ ფიქრობთ — რეალისტობა აუცილებლად ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, და ეს უნდა მივიღოთ დღევანდელ სინამდვილედ? 

იყო რეალისტი სულაც არ არის ავტომატურად ნეგატიური.  როცა სამყაროს “რეალისტური” გადმოსახედიდან უყურებთ, თქვენს მიერ დანახული სამყარო ნეგატიური იქნება, თუ რეალობის თქვენი ვერსია ნეგატიურია.


თუ რეალობის თქვენი ვერსია ნეგატიურია, თქვენ ერთგვარად მიმართული ხართ დაიჯეროთ რომ რაც ცუდი შეიძლება მოხდეს – აუცილებლად მოხდება, და რაც შეიძლება კარგად დასრულდეს, ისიც სავარაუდოდ ცუდად დასრულდება. თქვენ გაუცნობიერებლად ატარებთ ამ რწმენას, რაც ნეგატიურ ადამიანად გაქცევთ, ისე რომ შესაძლოა ვერც ამჩნევდეთ! 

ქვემოთ მოცემულია სწრაფი ტესტი თქვენში ნეგატივის დონის განსასაზღვრად:

  • წუწუნებთ? გამუდმებით თუ ზოგჯერ?
  • რამდენად ხშირად განიხილავთ თუ რა საშინელებები ხდება მსოფლიოში (იმის ნაცვლად თუ რა ხდება კარგი)? ეს მოიცავს “საზარელ” ამინდს, “საშინელ” საცობს, “იდიოტურ” მთავრობას, “მომსპარ” ეკონომიკას, “საზიზღარ” დედამთილს, “ტუტუც” მეზობელს და ა. შ.  
  • გიყვართ სხვების გაკრიტიკება? მუდმივად თუ მხოლოდ ზოგი ადამიანის
  • გიზიდავთ დრამა და კატასტროფები? (შეგიძლიათ მოშორდეთ ტელევიზორს მაშინ, როცა ახალ ამბებში მომხდარ უბედურებებზე საუბრობენ?)
  • სხვებს ადანაშაულებთ? ყველაფერში თუ მხოლოდ ზოგ სიტუაციაში
  • გჯერათ რომ მიღებული შედეგებზე თქვენ არ გაქვთ კონტროლი/პასუხისმგებლობა?
  • თავს მსხვერპლად გრძნობთ? საუბრობთ იმაზე თუ რა ცუდად გექცევიან ადამიანები? 
  • მადლიერი ხართ როცა ყველაფერი ისე ხდება როგორც გსურდათ? 
  • ისეთი შეგრძნება გეუფლებათ რომ ყველაფერი თქვენ გემართებათ? თუ ფიქრობთ რომ რაც ხდება – თქვენი მეშვეობით ხდება? 


ბოლო ორი პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია: 

თუ არ ხართ მადლიერი გარდა იმ მომენტებისა, როცა ყველაფერი კარგადაა, თქვენში ნეგატივი ჭარბობს. მადლიერება პოზიტივია! თუ იმის მადლიერი ხართ რაც გაქვთ (ცხოვრების სკოლი უსიამოვნო გაკვეთილების ჩათვლით) უფრო და უფრო მეტ დადებით ენერგიას მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. 

იმის დაჯერება, რომ რაც ცხოვრებაში გემართებათ, ყველაფერი თავისით ხდება თქვენ მსხვეპრლის პოზიციაში გაყენებთ; შედეგად, უფრო მარტივია იყო ნეგატიური. ამიტომ, გაითვალისწინეთ შემდეგი ალტერნატივა: ვინ ან რა არის “დამნაშავე” როცა კარგი რამ ხდება თქვენს ცხოვრებაში? თქვენ აცნობიერებთ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში — ბევრი იმუშავეთ, დაიმსახურეთ და ა. შ… მაგრამ ამავდროულად გარე მოვლენებს ან სხვა ადამიანებს ადანაშაულებთ როცა მარცხს განიცდით? როგორ ხდება, რომ დადებითი მოვლენები თქვენი დამსახურებაა, და უარყოფითი — სხვისი?  

ამის მოსმენა არავის სიამოვნებს. იმ ფაქტს, რომ თქვენ ცხოვრებას თავად ჰქმნით გამბედაობა სჭირდება!  


თუ ზემოთ მოცემულ რომელიმე კითხვას დადებითად უპასუხეთ, რაღაც დოზით ატარებთ ნეგატიურ ენერგიას. მისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია ასწავლოთ საკუთარ თავს პოზიტიური დამოკიდებულებით მიდგომა სხვადასხვა სიტუაციებში. 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: შეგიმჩნევიათ, რომ პოზიტიური ადამიანები თითქოს ყოველთვის იღებენ ცხოვრებისგან იმას რაც სურთ, და მიუხედავად იმისა ყველაფერი სურვილის და გეგმის მიხედვით ხდება თუ არა, ისინი სიამოვნებას იღებენ ცხოვრებისგან…  მაშინ, როცა პესიმიზმით გაჟღენთილი ადამიანები გამუდმებით მოთქვამენ და წუწუნებენ თავიან უიღბლობაზე და მაშინაც კი, როცა მათ ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდება?

How Negative Energy Affects Your Life and How to Clear It - Energy

ნეგატიური ენერგიისგან გასათავისუფლებლად მიჰყევით ამ 3-ნაბიჯიან პროცესს: 

1. აიღეთ პასუხისმგებლობა:
“როცა იფიქრებთ, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია, ძალიან დაიტანჯებით. როცა გააცნობიერებთ, რომ  ყველაფერი თქვენსგან იღებს სათავეს, თქვენ ისწავლით სიმშვიდეს და მხიარულებას.” – დალაი ლამა

2. უარყავით ნეგატიური ფიქრები და ჩაანაცვლეთ ისინი პოზიტიურით. 
ამას დიდი მონდომების და თავდადების გარეშე ვერ შეძლებთ. მთავარია მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ შეხედოთ სამყაროს ოპტიმისტის თვალებით და იფიქროთ იმაზე, თუ “რა შეიძლება მოხდეს კარგი”, ნაცვლად იმისა თუ “რა შეიძლება მოხდეს ცუდი”. ნებისმიერ დროს, როცა შეამჩნევთ რომ ნეგატიურად საუბრობთ, აუცილებლად შეწყვიტეთ და გადაერთეთ რაიმე კარგზე. 

3. გამოიყენეთ სიყვარული რათა გაგწმინდოთ ნეგატივისგან და მეტი სინათლე შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში; ნეგატივში ჩაძირვის ნაცვლად წარმოიდგინეთ პოზიტიური მოვლენები; ნუ იფიქრებთ წარსულ შეცდომებზე; იფიქრეთ გულიდან და არა “რეალობიდან” — ბოლოს და ბოლოს მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. არავის სურს ნეგატიურ ენერგიას ამართინოს ცხოვრება, თუმცა ბევრი ჩვენგანი უშვებს ამას გაუცნობიერებლად. როცა საკუთარ თავს დააჯერებთ, რომ მომავალი წინასწარ არ არის განსაზღვრული და შეიძლება ბევრი კარგი რამ მოხდეს — გაცნობიერებულად შეძლებთ ნეგატივის თავიდან არიდებას, და თქვენი ცხოვრებისთვის პოზიტიური მიმართულების მიცემას. 

რა მოხდება შემდეგ? თქვენი პოზიტიური ენერგია მაგნიტივით მოიზიდავს იმას რაც თქვენ მიგაჩნიათ დადებითად თქვენი ცხოვრებისთვის: ადამიანები, სიტუაციები, მოვლენები, წარმატება… და თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ბევრად დიდ სიმშვიდეს და ბედნიერებას. შეცვალეთ ცოტა რამ თქვენში, და მალე დაინახავთ პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაშიც!

 

 

 

წყარო: Thinking Humanity 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფსიქოლოგია

Comments are closed.