ნებისმიერი რამის შესწავლის საიდუმლო – ალბერტ აინშტაინის რჩევა შვილისადმი

“ეს არის გზა, რომელიც ყველაზე მეტს შეგასწავლის, რადგანაც როცა რამეს მთელი გულით და სიამოვნებით აკეთებ, ვერც კი ამჩნევ თუ რა სწრაფად გადის დრო.”

2
მსოფლიოს შეუდარებელი ფიზიკოსი, მშვიდობის დამცველი, მეცნიერების და სულიერების მოპაექრეე, სიკეთის ჩემპიონი ალბერტ აინშტაინი ასევე წარმოადგენდა საუკეთესო შთამაგონებელ მრჩეველს ახალგაზრდებისთვის.

1915 წელს 36 წლის ასაკში აინშტაინი ბერლინში ცხოვრობდა, ხოლო მისი განქორწინებული მეღლე მილევა ორ შვილთან ჰანს ალბერტ აინშტაინ და ედუარდ ტეტე აინშტაინთან ერთად შედარებით უსაფრთხო ქალაქ ვენაში ცხოვრობდა. იმავე წლის 4 ნოემბერს, ფარდობითობის თეორიის შესახებ 2 გვერდიანი შედევრის დასრულების შემდეგ, რომელიც მას საერთაშორისო ცნობად სახედ გადააქცევდა და ისტორიულ დიდებას მოუტანდა, აინშტაინმა თავის 11 წლის შვილს ჰანს ალბერტს წერილი მიწერა.  აინშტაინი, რომელიც დაუფარავად ამაყობდა თავისი ინტელექტუალური მიღწევებით, წერილში საუბრობს კრეატიული ათვისების რიტმზე (the rhythms of creative absorption) და მას სწავლის შინაგანი ძრავის საწვავს ადარებს (the internal engine of learning):

ჩემო ძვირფასო ალბერტ,

გუშინ შენი ძვირფასი წერილი მივიღე, რამაც ძალიან გამაბედნიერა. უკვე ვშიშობდი კიდეც რომ შენ აღარასდროს მომწერდი. როცა ციურიხში ვიმყოფებოდი, შენ მითხარი რომ გეუხერხულებოდა ჩემთან ციურიხში ჩამოსვლა. შესაბამისად, ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ სხვაგან შევხვდებით ერთმანეთს, სადაც ვერავინ დაგვირღვევს მყუდროებას.  ნებისმიერ შემთხვევაში დაჟინებით მოვითხოვ, რომ ყოველ წლიურად 1 თვე გავატაროთ ერთად, რათა შენ დაინახო რომ გყავს მამა, რომელსაც ძალიან უყვარხარ. შენ ასევე შეგიძია ბევრი კარგი და მშვენიერი რამის სწავლა ჩემსგან – ისეთი რამის, რისი შემოთავაზებაც სხვას გაუჭირდება. რასაც მე ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგად მივაღწიე არ არის მხოლოდ უცხოებისთვის ¯ განსაკუთრებით მსურს გავუზიარო ჩემს ბიჭებს. ამ დღეებში დავასრულე ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი ნამუშევარი, როცა გაიზრდები, აუცილებლად მოგიყვები ამის შესახებ.

მე ძალიან მიხარია რომ პიანინო სიამოვნებას განიჭებს. პიანინოზე დაკვრა და მედურგლეობა შესანიშნავი საქმიანობაა შენი ასაკისთვის, ბევრად უკეთესი ვიდრე სკოლა.  ძირითადად ის დაუკარი პიანინოზე, რაც შენ გსიამოვნებს მიუხედავად იმისა, გავალებს ამას მასწავლებელი თუ არა. ეს არის გზა, რომელიც ყველაზე მეტს შეგასწავლის, რადგანაც როცა რამეს მთელი გულით და სიამოვნებით აკეთებ, ვერც კი ამჩნევ თუ რა სწრაფად გადის დრო. ხანდახან იმდენად ჩართული ვარ მუშაობაში, რომ სადილობაც კი მავიწყდება….

იყავი ტეტესტან ერთად,

გკოცნით,

მამა.

მოკითხვა დედას.

 

წყარო: Brain Pickings

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ბიოგრაფიები, ისტორია

Comments are closed.