გენდერული ბრძოლა: რატომ უხდიან ქალებს მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს?

woman-and-man-arm-wrestling

დღესდღეობით  ძალიან ბევრს საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, მაგრამ იცით თუ არა, რომ წლების განმავლობაში მდედრობითი სქესი გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე მამაკაცი, ერთი და იგივე თანამდებობაზე, ერთსა და იმავე კომპანიაში.

ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა დეტალურად აღწერს გენდერულ რღვევას ამერიკის შეერთებულ შტატების სახელფასო მონაცემებში 1970-დან 2013-მდე. 2013 წლისთვის მიღწეული იქნა თანაბარი გადახდის პირობები, მაგრამ როგორც ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშოებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ ქალის და მამაკაცის შრომა თანაბრად დაფასდეს.

ბევრად სავალალო მდგომარეობა გვაქვს საქართველოში — 2013 წლისთის ქალების საშუალო ხელფასი, მამაკაცების საშუალო ხელფასის 60 პროცენტს შეადგენს, მაგრამ ეს ის მაჩვენებელი არ არის, რაც შეგვიძლია ზემო აღნიშნულ მონაცემებს შევადაროთ, რადგან აქ საუბარია საშუალო ხელფასზე და არა ერთსა და იმავე თანამდებობაზე გაცემულ თანამდებობრივ სარგოზე. ძვირფასო ქალბატონებო, გული რომ არ გაიხეთქოთ მსგავსი მონაცემების კითხვით, იგი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს.

საოცარია კიდევ ერთ ფაქტი, საქართველოში დასაქმებული 700 000 ადამიანიდან 60% ქალია და 40% მამაკაცი, მაგრამ ქალის ხელფასი მაინც ბევრად დაბალია. ერთი დადებითი ტენდენცია, რასაც დანამდვილებით გვიდასტურებს სტატისტიკის დეპარტამენტი — საქართველოში არსებულ საერთაშორისო კომპანიებში, ქალები გაცილებით მაღალ თანამდებობებზე იკავებენ, ვიდრე მამაკაცები, შესაბამისად ანაზღაურებაც მაღალია.

მაშ ასე, აღმოჩნდა რომ 70-იან წლებში ქალი იღებდა მამაკაცის ხელფასის ოდენობის მხოლოდ 60%, ხოლო 80-იან წლებში 62%, ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებაში. ანუ 40 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ, იგი დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს მხოლოდ იმიტომ კარგავდა, რომ ქალი იყო. 2010 წლისთვის ეს მონაცემები 77%-მდე აიწია, მაგრამ აქვე მოცემულია სია თუ რისი გაკეთება შეუძლია ქალს დაკარგული ფულით. ესენია: საკვები თითქმის 2 წლის მანძილზე, 13 თვის ქირა, 7 თვის გადასახადები და ა.შ

თუ ქალს შვილები ყავს, მას 2.5% ეჭრება ხელფასიდან, მაშინ როდესაც მამები 2.1%-ით მეტ ხელფასს იღებენ, ვიდრე უშვილო მამაკაცები.

საინტერესო განსხვავებაა განათლების მხრივაც:  ქალი, მაგისტრატურის ხარისხით უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე მამაკაცი ბაკალავრით. ასევე ქალის PHD ხარისხი ნაკლებად ფასდება, ვიდრე მამაკაცის მაგისტრატურის დიპლომი.

ეს ხდება მაშინ, როდესა 7.8 მილიონი ბიზნესის მფლობელი ქალია. მათ 40%-ით მეტი ადამიანი ყავთ დასაქმებული ვიდრე 3 მსოფლიო გიგანტ კომპანიას (McDonald’s, IBM, Wal-Mart) ერთად. 1997-2004 წლებში 28%-ით გაიზარდა ქალის მფლობელობაში არსებული კომპანიები, ეს 3-ჯერ აღემატება ნებისმიერი სხვა, კერძო ბიზნესის ზრდის მაჩვენებელს.

ქალბატონებს კი მოვუწოდებ, იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად, ნურავის მისცემთ უფლებას დაგაკლოთ ხელფასი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ქალი ხართ.

WOMEN-ON-BUSINESS-gender-pay-gap-Infographic

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: Infographics, ბიზნესი, კარიერა, საინტერესო ფაქტები, ფული

Comments are closed.