11 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ გასაუბრებაზე

eee

მიუხედავად იმისა, რამდენად დეტალურად შეავსებთ ანკეტას თუ რეზიუმეს, ახალი სამსახურის ძებნისას აუცილებლად მოგიწევთ გასაუბრებაზე მისვლა და სწორედ ეს შეხვედრა წყვეტს თქვენი კარიერის ბედს. გასაუბრების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად მოერგებით არჩეულ პოზიციას, როგორ გაართმევთ თავს რთულ სიტუაციებს, რამდენად კრეატიული ხართ, თქვენი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ და ა.შ.  არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყურადღება ექცევა არა მარტო იმას რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენას და ხმის ტემბრსაც.

“ყოველწიურად კველევები მოგვითხრობს არაერთ ფაქტზე, როცა სამსახურის მაძიებლები წარმოუდგენელ საქციელებს სჩადიან გასაუბრებაზე და ათასგვარ სისულელეს ამბობენ” – აცხადებს საერთაშორისო ბიზნეს მომხსენებელი მაიკლ კერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ჯერაც ვერ გაითავისეს გასაუბრების ეთიკის ფორმები და მისი მნიშვნელობა.

ქვემოთ მოცემულია 11 ფრაზა, რომელიც არასდროს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე:

1. „ძალიან ვნერვიულობ“ – თუნდაც კვდებოდეთ ნერვიულობით, არასდროს თქვათ ეს ფრაზა, რადგან არავის არ სურს სამსახურში ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. ამ შემთხვევაში გულახდილობა არ არის გამართლებული და ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი.

2. „ ხელფასი რამდენია ? – ნუ დასვამთ ამ შეკითხვას გასაუბრების საწყის ეტაპზე.  ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი კომპანია ეძებს თანამშრომელებს, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან არა ხელფასზე, არამედ კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებზე. “ფულის საკითხი განიხილეთ გასაუბრებების ბოლო ეტაპზე ან მათი დასრულების შემდგომ” – გვირჩევს კერი.

3. „ჩემი სისუსტეა რომ …“- არასდროს ილაპარაკოთ თქვენ სუსტ მხარეებზე, სანამ არ გკითხავენ. და როცა დაგისვავენ შეკითხვას, თუ რა არის თქვენი სუსტი მხარე, თავი აარიდეთ ძალიან ზოგად პასუხებს, რადგანაც მათ ეს უკვე მოსმენილი აქვთ ძალიან ბევრჯერ. ამის ნაცვლად იფიქრეთ თქვენ ნამდვილ სისუსტეებზე და გაუზიარეთ მათ.

4. „ძალიან მჭირდება ეს სამსახური“ – ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ და ძალიან გჭირდებათ ეს სამსახური თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაძლოა დამქირავებელმა ეს თქვენ სისუსტედ ჩათვალოს, ის ხომ სტაბილურ თანამშრომელს ეძებს და არა ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა.

5. „ჩემი უფროსი საშინელი ადამიანია“ – არასდროს გააკრიტიკოთ თქვენი უფროსი გასაუბრებაზე! შესაძლოა, მათ განგებ შექმნან სიტუაცია იმისთვის რომ თქვენ რაიმე უარყოფითი წამოგცდეთ თქვენს ბოსზე ან კომპანიაზე. ეს გამოცდა მათ საშუალებას მისცემს შეამოწმონ თქვენი სანდოობა, რამდენად შეიძლება მომავალში ისინი გახდნენ თქვენი ლანძღვის ობიექტები.

6. „მე მინდა“- არ ილაპარაკოთ გასაუბრების დროს მხოლოდ იმაზე თუ რა გინდათ და რა გჭირდებათ თქვენ. პირველ რიგში, დამქირავებლის მოთხოვნები უნდა განიხილოთ და თქვენ რამდენად აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს. თუ მხოლოდ თქვენს საჭიროებებზე ისაუბრებთ ისინი ჩათვლიან, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და თქვენთან მუშაობა რთული იქნება.

7. „ მალე მორჩება გასაუბრება? “- ნუ დატოვებთ შთაბეჭდილებას რომ სადმე გეჩქარებათ, თუ ნახევარ საათიანი გასაუბრება 90 წუთი გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად მიდის, ამიტომ ნუ შეიმჩნევთ რომ რაიმე უფრო მნიშვნელოვანია არსებობს თქვენთვის, ვიდრე ეს გასაუბრება. ეს წარმატებული გასაუბრების ცუდი დასასრული იქნება.

8. „მეუღლეს ვცილდები/ორსულად ვარ/მარტოხელა მშობელი ვარ…“ – არასდროს ილაპარაკოთ თქვენს პირად პრობლემებზე, რადგან დამქირავებელი აუცილებლად ჩათვლის, რომ პირადი პრობლემები ცუდ გავლენას იქონიებს თქვენი მუშაობის უნარზე

9. „დავაი/პროსტა/ვგულაობ/ვპახაობ/“ – არასდროს გამოიყენოთ საუბრის დროს სლენგი, ეს თქვენს დაბალ ინტელექტზე და მცირე სასაუბრო ლექსიკაზე მიუთითებს.

10. “მირჩევნია არ ვთქვა” – გახსოვდეთ, როგორი შეკითხვაც არ უნდა დაისვას თქვენი მისამართით, ეცადეთ ყველა მათგანს გასცეთ პასუხი – თუნდაც ზოგადი, ოღონდ ნუ დაუტოვებთ მათ შთაბეჭდილებას რომ რაღაცას მალავთ.

11. „ შეკითხვები არ მაქვს“ – და ბოლოს როცა მოგეცემათ საშუალება დასვათ კითხვები, აუცილებლად ჰკითხეთ რაიმე, რადგან კითხვების არ ქონის გამო ისინი ჩათვლიან რომ მოუმზადებელი მიხვედით გასაუბრებაზე, ან საერთოდაც უინტერესო იყო თქვენთვის ეს შეხვედრა.

 

წყარო: Business Insider

Comments

comments

Category: კარიერა

Comments are closed.