“აჰა” მომენტი – როგორ აცნობიერებენ ადამიანები, თუ რისი კეთება სურთ ცხოვრებაში

სანამ მეწარმეები წარმატებას მიაღწევდნენ, ყველა მათგანის ცხოვრებაში იყო დრო, როცა არ იცოდნენ რა ეკეთებინათ. და შემდეგ მოხდა “აჰა” მომენტი. როგორ?

the-aha-moments-of-entrepreneurs-infographic

 

დაახლოებით 2200 წლის წინ არქიმედე გამოვიდა აბაზანიდან და დაიძახა “ევრიკა!” (რაც ნიშნავს “ვიპოვე, აღმოვაჩინე”). იმ მომენტში არქიმედემ იპოვა იმ პრობლემის ამოხსნა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის წინ ელოდა.

ეს იყო მოულოდნელი აღმოჩენის მომენტი — ევრიკას ეფექტი. ეპიფანია, რომელიც გასაოცარ გამოცხადებას უტოლდება. იმ მომენტში, წინათ ამოუხსნელი ამოცანა, უცებ გასაგები და მარტივი ხდება.

“აჰა” მომენტამდე

ცხოვრება შეუძლება გაიყოს ორ პერიოდად: სანამ გაიგებ თუ რატომ ცხოვრობ და მისი შემდგომი პერიოდი. ამ ორ პერიოდს შორის დგას ძალიან 1 წამიანი გაელვება — “აჰა!” ელექრო-იმპულსების ერთი ტალღა ტვინში, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს მისიონერად გადააქცევს.

ინფოგრაფიკაზე ნაჩვენებია მომენტები, რომლებმაც ცნობილ ადამიანებს საკუთარი მისიები აპოვნინეს.

  • კარესს კროსბი, ბიუსტჰალტერის გამომგონებელი, კორსეტში ვერ ატევდა მკერდს. :)
  • ბრედ პიტმა უნივერსიტეტის დასრულებამდე 2 კვირით ადრე აღმოაჩინა, რომ მისთვის მსახიობობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დიპლომის მოპოვება.
  • ბრაიან ჩესკიმ, Airbnb-ის დამფუძნებელმა თავისი გასაბერი მატრასი გააქირავა და ამგვარად იშოვა ფული.
  • WhatsApp-ის დამფუძნებელს, ჯენ კოუმს, არ ჰქონდა საშუალება ხშირად დაერეკა მამამისისთვის უკრაინაში.
  • დონალდ ფიშერი (GAP) ვერ პოულობდა მაღაზიას, რომელიც ყიდდა ისეთ ჯინსებს, რომელიც კარგად მოერგებოდა.

რას მივყავართ “აჰა”-მდე

მოუხერხებელი/გაჭირვებული მდგომარეობა — GoPro-ს დამფუძნებელმა ბევრი იწვალა სერფინგის დროს ფოტოს გადასაღებად.

შეზღუდული რესურსები — Ikea-ს დამფუძნებელმა თავის პატარა მანქანაში ვერ ჩაატია მაგიდა, და მოაფიქრდა მისთვის ფეხების მოძრობა.

ტკივილი და ტრაგედია — სემუელ მორზემ თავისი ცოლის ავადმყოფობის შესახებ წერილი მას შემდეგ მიიღო, როცა უკვე მისი ცოლი დაკრძალული იყო. წერილის მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა მაშინ. ის სასწრაფოდ გაემგზავრა მეუღლის სანახავად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მგლოვიარემ გადაწყვიტა სამუდამოდ შეეცვალა გზა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებდნენ, და ტელეგრაფი გამოიგონა.

 

წყარო: Funders and Founders

Comments

comments

Category: საინტერესო ფაქტები, ფსიქოლოგია

Comments are closed.