რა არის ქარიზმა და რამდენად ქარიზმატულები ხართ

hugh

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება არ დაეთანხმონ სიტყვა „ქარიზმის“ დეფინიციას, ისინი აუცილებლად იტყვიან ვის აქვს ან ვის არ აქვს ქარიზმა. ყველაზე ხშირად დასახებულ ქარიზმატულ ლიდერებს შორის არიან: ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, მაჰათმა  განდი, რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა. შოუ-ბიზნეის ქარიზმატულ წარმომადგენლებს შორის სიის სათავეშია ოპრა უინფრი, კლარქ გეიბლი, ჰამფრი ბოგარტი და მერლინ მონრო კი ქარიზმატული ვარსკვლავები არიან წარსულიდან.

ქარიზმატულ პირებს, როგორებიც არიან ბილ კლინტონი, მაჰათმა განდი და ოპრა უინფრი თითქოს აქვთ რაღაც პატარა საერთო (გარდა მათი გავლენისა და პოზიციებისა). თუმცა ყველა აცნობიერებს, რომ მათ აქვთ რაღაც განსაკუთრებული და ეს განსაკუთრებული არის ქარიზმა.

პერსონალური ქარიზმა არ არის იგივე ქარიზმატული ხელმძღვანელობა, მაგრამ ქარიზმატული ლიდერები ძირითადად ფლობენ ყველა იმ თვისებას, რაც საჭიროა პერსონალური ქარიზმისთვის.

პერსონალური ქარიზმა სოციალური და ემოციური გამოცდილებების ნაზავია, რომელიც ქარიზმატულ პირებს საშუალებას აძლევს იმოქმედოს და გავლენა მოახდინოს სხვების ემოციებზე, ადვილად დაამყარონ მათთან კომუნიკაცია და ჩამოაყალიბონ ძლიერი ურთიერთობები.

გთავაზობთ პერსონალური ქარიზმის შემდეგ ელემენტებს:

ემოციური გამომხატველობა ქარიზმატული პირები გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს სპონტანურად და გულწრფელად. ეს უზრუნველყოფს, რომ გავლენა მოახდინონ სხვების ემოციებსა და ხასიათზე. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ ოთახში შემოსვლისთანავე. ჩვეულებრივ, ამ ტიპის ადამიანები პოზიტიურად მოქმედებენ ჩვენზე, მაგრამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინონ, როცა არიან გაბრაზებულები ან გაღიზიანებულები.

ემოციური მგრძნობელობა ეს არის სხვისი ემოციების გამოცნობის უნარი, რაც საშუალებას აძლევს ქარიზმატულ პიროვნებას, რომ ემოციური კავშირი დაამყარონ თავიანთი საპასუხო გრძნობებით. ამბობენ, რომ ბილ კლინტონს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ადამიანს თავს  აგრძნობინებდა, თითქოს ის იყო ერთადერთი იმ ოთახში და მხოლოდ მას ელაპარაკებოდა.

ემოციური კონტროლი. ჭეშმარიტად ქარიზმატულ პიროვნებებს აქვთ უნარი, რომ აკონტროლონ თავიანთი ემოციები. ისინი არიან კარგი მსახიობები, რომლებიც მაშინ გამოხატავენ შარმს, როცა სჭირდებათ.

სოციალური გამომხატველობა ეს არის ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ქარიზმატულ ადამიანებს შეუძლიათ კარგი დიალოგი. ისინი გავლენას ახდენენ სხვებზე თავიანთი ემოციური გამომხატველობით, თუმცა ემოციების გარდა, არანაკლები ძალა აქვს მათ სიტყვებსაც. თითქმის ყველა ქარიზმატულ ლიდერს შეუძლია ჰქონდეს ეფექტური საჯარო გამოსვლა.

სოციალური მგრძნობელობა ეს არის სოციალური სიტუაციების კითხვის და ინტერპრეტირების უნარი, ასევე უნარი შეგეძლოს სხვების მოსმენა და იყო მათთან კავშირში. ეს ეხმარება ქარიზმატულ ადამიანებს იყვნენ მგრძნობიარენი გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი.

სოციალური კონტროლი ეს არის სოციალური უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია ქარიზმატული ლიდერებისთვის. ეს ეხმარება მათ, რომ მოერგონ ნებისმიერ ადამიანს და დაამყარონ მათთან ემოციურ-სოციალური კავშირები.

Charismatic-Leadership_Key-Leaders-Image

გარდა ამ 6 ძირითადი ნაწილისა, გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა ბალანსი სხვადასხვა უნარებს შორის. მაგალითად, მოჭარბებულმა ემოციურმა გამომხატველობამ საჭირო კონტროლის გარეშე შესაძლოა, სულაც არ შეუწყოს ხელი პერსონალურ ქარიზმას.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებმა შეიძლება ნებისმიერ დროს განავითარონ თავიანთი საბაზისო სოციალური უნარები და მათ შორის, გახდნენ უფრო ქარიზმატულები.

წყარო: Psychology Today

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ლიდერები, ფსიქოლოგია

Comments are closed.