რა ზიანი მოაქვს ეკონომიკისთვის დაბალ საპროცენტო განაკვეთებს

artist_bad_economy_crop380w

მაღალი საპროცენტო განაკვეთები — თემა, რომელიც ხშირადაა განხილვისა და კამათის საგანი, მაგრამ ვიცით კი სინამდვილეში მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები? თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც მუდმივად ჩივიან ბანკის მაღალ პროცენტებზე და გაქვთ პასუხ-გაუცემელი კითხვა, თუ რატომ იცვლება საკრედიტო პირობები ყოველთვიურად, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) საპროცენტო განაკვეთების დინამიკას წლების მიხედვით. უპირველეს ყოვლისა განვმარტოთ, რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

რეფინანსირების განაკვეთი (2008 წლამდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) – წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს რეფინანსირების სესხზე, რომელსაც, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, ეროვნული ბანკი, მოკლევადიანი ფულადი რესურსის სახით, აწვდის კომერციულ ბანკებს.

გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის კარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთი, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა – შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

1

როგორც ცხრილიდან ჩანს, ნომინალური საპროცენტო განაკვეთები შემცირების ტენდენციით ხასიათდება.  საქართველოში ეს ნიშნული საგანგაშოდ დაბალ მაჩვენებელს ჯერ-ჯერობით არ აღწევს, მაგრამ მოდით განვიხილოთ საგრძნობლად დაბალი საპროცენტო განაკვეთების უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, სადაც ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0.25%.

დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ხუთ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში:

  1. ასაკოვანი დასაქმებული ადამიანი უარს ამბობს პენსიის მიღებაზე და  აგრძელებს მუშაობას

ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთები ადამიანებს უძვირებს პენსიაზე გასვლას. ამ დროს, პოტენციური პენსიონრები ხედავენ, რომ მათი ფიქსირებული შემოსავლები (პენსიის სახით) ძალიან მცირეა იმისათვის, რომ უზრუნველყოს ცხოვრების ნორმალური სტანდარტები. ისინი უარს ამბობენ პენსიაზე და განაგრძობენ მუშაობას, რაც ახალგაზრდებს განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას უმცირებს.

  1. კომპანები ზუსტად ვერ განსაზღვრავენ ეკონომიკის ზრდის დონეს, ამიტომ თავს იკავებენ ინვერსტირებისაგან

გრძელვადიანი მარტივი პოლიტიკა ეკონომიკის ბუნებრივ პირობებს ნიღბავს და კომპანიებს ურთულებს, სწორად შეაფასონ ეკონომიკის რეალური ზრდა. შედეგად, კომპანიები კაპიტალის დაბანდებამდე, ელოდებიან ეკონომიკური გარემოს უფრო ცხად სურათს. ზოგჯერ ისინი ამცირებენ ან საერთოდ წყვეტენ ინვესტიციებს, ახალი სამუშაო ძალის მიღებას და ზრდიან ნაღდი ფულის ბალანსებს.

  1. კომპანიები ინვესტირებისას ირჩევენ ფინანსირების ძალიან მარტივ პირობებს

მიმდინარე დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და იაფი ფინანსური დანახარჯების პირობებში, ბევრი კომპანია მიმართავს ვალების აღების აგრესიულ პოლიტიკას, რათა გამოისყიდოს თავისი ფასიანი ქაღალდები ან გადაიხადოს დივიდენდები. სანამ ეს პოლიტიკა გაზრდის კომპანიის ღირებულებას და მოგებას ყოველ აქციაზე, ხელი ეშლებათ ზრდაზე ორიენტირებულ კაპიტალურ პროექტებს.

  1. ინფლაცია, გამოწვეული ხელფასებით —მოსალოდნელზე რთული ვითარება

როდესაც ადგილი აქვს მარტივ პოლიტიკას, ხელფასები მცირდება, რაც იწვევს გრძელვადიან უმუშევრობას. ხელფასების მოცულობა საგრძნობლად იზრდება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია და საჭირო უნარები, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, განწირულნი არიან გრძელვადიანი უმუშევრობისთვის. ხელფასებით გამოწვეული ინფლაცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, გაზარდოს მოსალოდნელი ინფლაციის სიდიდე.

  1. კაპიტალის გატანა

და ბოლოს, განუსაზღვრელი მონეტარული პოლიტიკა, იწვევს კაპიტალის გატანას.  ეს პროცესები იწვევს სისტემურ რისკს რომ მოხდება კაპიტალის განიავება.

ეს ხუთი შემთხვევა ნათელს ხდის, თუ როგორ შეიძლება დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას . დღესდღეობით, ამ მოვლენების ფონზე, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა აცნობიერებს საპროცენტო განაკვეთები ზრდის საჭიროებას. ამასთან, ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები შესაძლოა უფრო შედეგის მომტანი იყოს ეკონომიკისთვის და სამუშაო ძალის ბაზრისთვის, ვიდრე მარტივი მონეტარული პოლიტიკა.

2

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, Investopedia

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: ფინანსები

Comments are closed.