ნამდვილი ლიდერობა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია

jumping-hurdles-1940x900_35167

 

არ აქვს მნიშვნელობა მეწარმე ხართ, ინვესტორი, რომელიმე კომპანიის მენეჯერი თუ ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) — თქვენს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია ყველგან და ყოველთვის!

ნამდვილი ლიდერები ყოველთვის უზიარებენ სხვებს საკუთარი ჩვევებისა და ქცევების შესახებ მოსაზრებებს. კარგი კი ისაა, რომ მათი სწავლა-ათვისება შესაძლებელია საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად:

 

მართეთ სწორი ხედვით:  თუ თქვენი ხედვა საკმაოდ განსხვავებულია და უნარი შეგწევთ გაუზიაროთ სხვებს, აქ თქვენი ლიდერობა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან პიროვნების სიძლიერე მიზნიდან გამომდინარეობს.

მართეთ სწორი კომუნიკაციით: როდესაც გააზრებული გაქვთ რომ კომუნიკაცია ორმხრივი მოვლენაა, უზიარებთ თქვენს გარშემომყოფებს საკუთარ აზრს და მზად ხართ მოუსმინოთ მათ — ეს თქვენი ლიდერული თვისებების ხაზგსმაა.

მართეთ ფასეულობებით: როდესაც ფიქრობთ როგორ მოუტანოთ სიკეთე კოლეგებს, კლიენეტებს, მომხმარებლებს — თქვენი ლიდერული თვისებებით ზრუნავთ მათზე;

მართეთ სხვისი წარმატების აღიარებით: როდესაც აღიარებთ სხვის სამუშაოს და აფასებთ, სწორედ რომ თქვენი ლიდერული თვისებებიდან გამომდინარე იცით, თუ როგორ უნდა მოექცეთ მათ.

მართეთ ისე რომ ბევრი ნაცნობები შეიძინოთ. როდესაც უნარი შეგწევთ აშენოთ ღირებული ურთიერთობები თქვენი ლიდერული თვისებების წყალობით პირად საკუთარ სიძლიერეზე მაღლა დგახართ.

მართეთ ხასიათით: როდესაც ლიდერობა თქვენს ხასიათშია ფესვგადგმული ეს თქვენს საქმისადმი ერთგულებაზე მიუთითებს.

მართეთ, რომ სხვებიც გააძლიეროთ: როდესაც თქვენ შინაგანად მოტივაციას უკეთებთ გარშემომყოფებს, ნერგავთ თვითდაჯერებულობას მათში, თქვენი ლიდერობის წყალობით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლით მათ.

მართეთ შეკითხვებით: ლიდერობის გამო  შეკითხვას სხვამთ, რადგან აღიარებთ, რომ ბევრ საკითხზე არ გაქვთ პასუხები.

მართეთ ნაყოფიერად: როდესაც მიზნები მიღწევადი და მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილების მიზეზი ახსნადი და საკითხები განხორციელებადი, ზუსტად რომ თქვენი ლიდერობის დამსახურებაა, რადგან ის დაფუძნებულია მომავლის შექმნისა და შენების რწმენაზე.

ნამდვილი ლიდერობა სინონიმია ნებისმიერი  წარმატებული კომპანიებიისა თუ ბიზნესის. რაც უფრო მეტ რესურესებს დახარჯავთ ლიდერული თვისებების განვითარებაზე, უფრო იაფი დაგიჯდებათ უკეთესი შედეგების მიღწევა.

 

როდესაც ხელშესახებ ცვლილებებს ქმნით, თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ადამიანია.

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ლიდერები

Comments are closed.