როგორ შევუმსუბუქოთ სტრესი თანამშრომლებს და რატომაა ეს მნიშვნელოვანი

office-culture_32834

თქვენ, როგორც მეწარმეს, ყოველდღიურად გიწევთ უამრავ სტრეს-ფაქტორთან გამკლავება, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე თქვენი თანამშრომლების სტრესულ გარემოზე? დიახ, ისინიც ისტრესებიან მუშაობის პროცესში და რაც უფრო მაღალია სტრესის დონე, მით უფრო ნაკლებად პროდუქტიულები არიან ისინი — ხდება ემოციური დისბალანსი, ემართებათ უძილობა და ა.შ

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად კომპანიებს 300 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი სწორედ სტრესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით გაცდენილ სამუშაო დღეებზე მოსდით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დროა სასწრაფოდ დაფიქრდეთ თქვენი თანამშრომლების სტრესის დონეზე, არამხოლოდ ფულის გამო, არამედ იმიტომაც რომ მათ დაანახოთ თქვენი მზრუნველობა.

მეწარმეთა ტრენერი მარლა ტაბაკა გვირჩევს 10 მარტივ და იაფ გზას თანამრომელთა სტრესის შესამცირებლად. ეს ერთი შეხედვით მარტივი საშუალებები, თავიდან აგაცილებთ დიდ პრობლემებს და კიდევ უფრო დიდ ხარჯს. გახსოვდეთ რომ, ბედნიერი თანამშრომელი თქვენს სტრესის დონესაც ბევრად შეამცირებს.

1. მიეცით გვიან მოსვლის და ადრე წასვლის უფლება. 

თავისუფალი რეჟიმი თანამშრომლებს დამოუკიდებლობის შეგრძნებას მატებს, რაც თავის მხრივ ამცირებს სტრესს. თქვენთვის მთავარია სამუშაო შესრულდეს და განა აქვს მნიშვნელობა რომელ საათებში მოხდება ეს? რა თქმა უნდა, არსებობს პოზიციები, რომლებსაც აქვთ გაწერილი განრიგი სამსახურში ყოფნის, მათთვისაც შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც მათ დამოუკიდებლობის შეგრძნებას მიანიჭებთ.

2. გამოკვებეთ და გაანათლეთ ისინი 

კვლევები გვიჩვენებენ, რომ არასწორი კვება და ვიტამინების ნაკლებობა ხელს უწყობს სტრესის დონის ამაღლებას. დაკავებული ადამიანები ხშირად წაიხემსებენ ხოლმე სამუშაო მაგიდასთან არაჯანსაღი საკვებით. თვეში ერთხელ, თქვენ შეგიძლიათ გამოკვებოთ ისინი ჯანსაღი საჭმელით და მოიყვანოთ ადამიანი, რომელიც ისაუბრებს სწორი კვების რეჟიმზე, ჯანმრთელ საკვებზე და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. ესაუბრეთ მათ

როგორც მარლა ხსნის, ძალიან ბევრ კომპანიაში თანამშრომლები ჩივიან კომუნიკაციის არარსებობაზე. წარმოიდგინეთ, ისინი სრულ ვაკუუმში არიან, არაფერი იციან მომავალი ცვლილებების შესახებ. მოულოდნელობები კი იწვევს ძალიან დიდ სტრესს თანამშრომლებში, ამიტომ ხშირად ესაუბრეთ მათ, აუხსენით რას მოელით მათგან, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რას გეგმავს კომპანია მომავალში და ა.შ

4. მოუწყვეთ წარმოსახვითი შესვენებები

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ მედიტაციაა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ამის გარდა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ იგი ხელს უწყობს გონების უკეთ მუშაობას, ხსნის სხეულის დაღლილობას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ამცირებს სტრესის სიმპტომებს. ყველა ამ ბენეფიტის მისაღებად, თქვენ მხოლოდ გჭირდებათ ინტერნეტში მოიძიოთ მედიტაციის ვიზუალური ვიდეოები, მათი უმეტესობა უფასოა და 10 წუთზე ნაკლებ  ხანს გრძელდება. გაუზიარეთ ეს ვიდეოები თქვენს თანამშრომლებს და მიეცით მათ საშუალება დაისვენონ წარმოსახვითი მედიტაციით.

5. გაამხიარულეთ ისინი 

გადააწყდით რაიმე სახალისო ვიდეოს? გააზიარეთ ის თქვენს ოფისშიც. ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყეთ თუნდაც სულელური ხუმრობებით. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია ან საამისო დრო არ გაქვთ, გამოყავით ერთი “იუმორის ელჩი” თქვენს კომპნიაში.

6. ისეირნეთ და ჩაატარეთ შეხვედრა

თუკი შეხვედრა გიწევთ მხოლოდ 2 ან 3 თანამშრომელთან, რატომ უნდა ისხდეთ ყოველთვის საკონფერენციო მაგიდის გარშემო, როცა შეგიძიათ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ამ დროს ისაუბროთ მომავალ გეგმზე და ახალ იდეებზე. როგორც კი რუტინულ გარემოს მოწყდებით, თქვენ და თქვენი თანამშრომლები ავტომატურად თავისუფლდებით სტრესისგან.

7.   შესთავაზეთ სურნელოვანი განტვირთვის საშუალებები

თუ აქამდე არ იცოდით, გაითვალისწინეთ რომ არსებობს სპეციალური ეთერზეთები, რომელიც ამცირებს სხეულის დაძაბულობას და ხელს უწყობს გონების გახსნას. არცთუ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ მსგავსი ეთერზეთებით თანამშრომლების დასაჩუქრება. ინვესტირებამდე, არ დაგავიწყდეთ ალერგიული ადამიანების გამოკითხვა ოფისში.

8. ხელი შეუწყვეთ შესვენებების რაოდენობის ზრდას

დედლაინები და სხვადასხვა სახის მოვალეობები არანორმალურად ზრდის ფიზიკურ და მენტალური სტრესს. ადამიანის გონებას შესვენება სჭირდება ყოველ 2 საათში, ხოლო სხეულს ყოველ საათში. მხოლოდ 5 წუთიანი შესვენებაა საჭირო ძალების აღსადგენად, ამიტომ ნუ ჩაეკითხებით თანამშრომლებს სად ქრებიან დრო და დრო სამუშაო მაგიდიდან, პირიქით ხელი შეუწყვეთ მათ ხშირი შესვენებების აღებას.

9. მასაჟის სეანსები

მედიკოსები თანხმდებიან, რომ მასაჟი ამცირებს სტრესს, უძილობას, თავის ტკივილს და კუნთების დაძაბულობას. თქვენი გუნდი იმუშავებს ბევრად წარმატებულად, თუ ისინი მიიღებენ რეგულარულ მასაჟს, თანაც სულაც არაა საჭირო ამისთვის დიდი ფულის დახარჯვა. ძალიან ბევრი დამწყები მასაჟის ცენტრი სიამოვნებით დაგთანხმდებათ ბიზნესის პოპულარიზაციის მიზნით 10 წუთიანი მასაჟის სეანსები ჩაუტაროს თქვენს თანამშრომლებს.

10. გაამწვანეთ თქვენი ოფისი 

კვლევები ადასტურებენ, რომ ყვავილები და მცენარეები არა მხოლოდ ოფისის ინტერიერს ალამაზებენ, არამედ ხელს უწყობენ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებას

გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი აქტივები, სწორედ თქვენი თანამშრომლები არიან, ამიტომ გაუფრთხილდით მათ და შეუქმენით ჯანსაღი გარემო.

 წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმენტი, პროდუქტიულობა, ფსიქოლოგია

Comments are closed.