რა საერთო აქვთ მსოფლიოს ტოპ-100 კომპანიის ლიდერებს

elon-musk-versus-steve-jobs

დაოჯახებული მამაკაცი, საშუალოდ 3 შვილის მამა, მცხოვრები კალიფორნიაში — ეს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების  მმართველების პროტოტიპია.

ქვემოთ მოცემულია ინფოგრაფიკა, რომელიც 2013 წელს Harvard Business Review-ს მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით შეადგინეს. გამოიკვლიეს მსოფლიოს 100 ყველაზე წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელი  (CEO) და აღმოჩნდა რომ:

საუკეთესო ლიდერების 98% მამაკაცია და მხოლოდ 2% ქალი;

37% ატარებს სათვალეს და 63% — არა;

თითქმის ყველა, 97% დაქორწინებულია და საშუალოდ 3 შვილი ჰყავს. 

საინტერესო სტატისტიკა მამაკაცებში — ხელმძღვანელთა 11% მელოტია, 36%-ს დაწყებული აქვს თმის ცვენა, ხოლო 53% თმიანია.

რაც შეეხება განათლებას – ლიდერების 99% აქვს ბაკალავრის დიპლომი და მხოლოდ 29% აქვს მაგისტრის ხარისხი. საერთო რაოდენობის 38% სწავლობდა ამერიკაში, 61% საზღვარგარეთ, მხოლოდ 1%-მა მიატოვა უნივერსიტეტში სწავლა და ეს იყო სტივ ჯობსი :-)

აღმოჩდნა, რომ წარმატებული ადამიანების 79% დაწინაურების შედეგად მოხვდა კომპანიის სათავეში, მხოლოდ 17% აიყვანეს კონკურსის წესით და დანარჩენი 4% თავად არის კომპანიის დამფუძნებელი.

 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას:

anatomy-of-the-worlds-topperforming-ceos_5240bd2696b7c_w540

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: Infographics, ლიდერები, საინტერესო ფაქტები

Comments are closed.