3 ტიპის ადამიანები, რომელთა რჩევაც არასდროს უნდა გაითვალისწინოთ

liar-liar

ყველას ყავს ერთი და ოცნებობს არ ყავდეს – არასასურველი მრჩეველი, რომელსაც ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს და უხვად თავაზობს უსარგებლო რჩევებს.

წარმატებული მენეჯერია ის თუ უბრალოდ თქვენი მაზლი, მუდმივად ისეთ დროს გამოჩნდება ხოლმე როცა საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ.

სამწუხაროდ, ბიზნესში ის ლიდერები რომლებიც მუდმივად კარგ რჩევებს გასცემენ ხშირად ხდებიან ცუდი რჩევის მსხვერპლი. მეწარმეთა უმრავლესობას არ ყავს კარგად დაკომპლექტებული დირექტორთა საბჭო, იშვიათად აქვთ სრულყოფილი ცოდნა ინდუსტრიის შესახებ და შეიძლება ისეთ ახალ ბაზარზე გეგმავდნენ შესვლას რომელსაც მსგავსი პრეცენდენტები არ გააჩნდეს. მაშინ როცა კარგი რჩევა შორს წაგიყვანთ, ცუდი რჩევა ბევრად უარესია ვიდრე რჩევის არარსებობა.

აქ ჩამოთვლილია ადამიანთა 3 ტიპი რომელთაც უნდა უფრთხოდეთ მაშინ როცა რჩევა გესაჭიროებათ:

1. ყოვლისმცოდნეები. ყველაფრის მცოდნე ადამიანები ზედმეტად დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, იმიტომ რომ მათ უნახავთ კონკრეტული სიტუაციები მათ ინდუსტრიაში რომლებიც გეგმის მიხედვით დასრულებულა, და შესაბამისად მიაჩნიათ რომ მათი რჩევა ყველა ინდუსტრიისთვის გამოსადეგია. ეს ადამიანები ხშირად ტოვებენ ჭკვიანის შთაბეჭდილებას და აქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ თქვენ თავი უნდა აარიდოთ მათი რჩევით გონივრულობისგან გადახვევას. როცა მათი გამოცდილება განსხვავებული სიტუაციიდან გამომდინარეობს, მათი მოცემული რჩევაც შეუსაბამოა თქვენი სიტუაციისთვის.

2. ზედმეტად ფრთხილები. სხვადასხვა ინდუსტრიაში, მრჩეველებს წარმატებული კომპანიების მენეჯმენტისთვის ურჩევიათ ნაკლები გაერისკათ და ფოკუსირება მოეხდინათ მზარდ ინოვაციებზე. ყველა კომპანიამ რომელმაც ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა, გააგრძელა დაღმასვლა და მოგების შემცირება, სანამ საბოლოოდ ან სხვა კომპანიამ შეისყიდა, ან უბრალოდ გაკოტრდა. სიფრთხილის გამოჩენა და რისკების თავიდან არიდება ფანტასტიური სტრატეგიაა სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად ხანმოკლე პერსპექტივისთვის, მაგრამ ხანგრძლივი გათვლებით კომპანია წაგებული რჩება მათთან შედარებით, ვინც კარგად გათვლილი რისკი აიღო. Danger Bad Advice Ahead

3. ისინი ვისაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ. თუ თქვენ გიწევთ შეჩერება და დაფიქრება იმაზე თუ რამდენად შედის მისი რჩევის გათვალისწინება მრჩეველის ინტერესებში, გამოდის რომ მისი რჩევა თქვენთვის უვარგისია. შეიძლება ის ფიქრობდეს იმ ბაზარზე შესვლას რომელშიც თქვენ ცდილობთ პოზიციების გამყარებას, ან მას აწყობდეს თქვენი კონკურენტის წარმატება. ასეთ მრჩეველს შესაძოა უნდოდეს დაინახოს თქვენი ბიზნესის მარცხი, რადგან შემდეგ თვითონ დაგიქირავოთ, რომ მისი წარმატებისთვის გააგრძელოთ ბრძოლა საკუთარის ნაცვლად. მოკლედ, მიზეზს არ აქვს მნიშნელობა. თუ ისეთი ადამიანი გაძლევთ რჩევას ვისთანაც შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გქონდეთ, არ გაითვალისწინოთ მისი რჩევა.

როგორ უნდა მიიღოთ კარგი რჩევა, როცა გაქვთ ამის საჭიროება? 

დასვით რაც შეიძლება სპეციფიკური კითხვები. ზოგადი რჩევა ვერ იქნება თქვენი მეგობარი. როცა ვინმეს რჩევისთვის მიმართავთ მიყებით ამ ფორმატს: ეს არის სიტუაცია; ახლა არის გადაწყვეტილების მიღება საჭირო. რა რეკომენდაციას მომცემდით?

იპოვეთ თქვენთვის საჭირო ადამიანი. ადამიანი რომელიც თქვენ გამოგადგებათ კარგად უნდა იყოს ჩახედული ინდუსტრიაში, უნდა იცოდეს პასუხი თქვენს კითხვაზე, თქვენი ინტერესები არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან კონფლიქტში და უნდა ქონდეს სურვილი დეტალურად განიხილოს თქვენთან ერთად პრობლემა.

შესთავაზეთ წილი თქვენი წარმატებიდან. როცა იპოვით თქვენთვის საუკეთესო მრჩეველს, წარადგინეთ ის როგორც იფოციალური მრჩეველი. თუ ის კონკრეტულ წვლილს შეიტანს თქვენი ორგანიზაციის/დირექტორთა საბჭოს წარმატებაში, დააჯილდოვეთ ის კომპანიის წილით, ან სხვა გაუნაწილეთ მოგება კონკრეტული პროექტიდან, იმისთვის რომ დაგეხმარათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და უზრუნველყო თქვენი წარმატება.

დაუსვით კითვები სხვადასხვა ექსპერტებს/მრჩევლებს ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით. თხოვეთ რჩევა იმდენ ადამიანს რამდენზეც ხელი მიგიწყვებათ, რომ გაიგოთ მათი მოსაზრება თქვენს მთავარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როცა მიიღებთ სხვადასხვა პასუხებს, კითხეთ მათი აზრით რატომ არის მცდარი სხვისი პასუხი. კითხეთ რამდენად შესაძლებელია რომ მათი რჩევაც არასწორი იყოს. უფრთხილდით ადამიანებს ვინც ამბობს რომ მათი პასუხი აბსოლუტურად სწორია, მაშნ როცა კითხვას არ გააჩნია კონკრეტული კარგი პასუხი. ისინი ან უბრალოდ გულუბრყვილოები არიან, ან არ აღიარებენ რომ ცდებიან.

ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ის შესაძლებლობები და უნარები რაც თქვენ უკვე გაგაჩნიათ. ბიზნესის დაწყებამ შეიძლება ცოტათი გაუბედავიც გაგხადოთ, და ხშირად ძალიან ჭკვიანი ადამიანები ვინც გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, არასწორ ადამიანებს მიმართავენ რჩევისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გონიათ რჩევა სჭირდებათ. მიენდეთ საკუთარ თავს და ყოველი მიღებული რჩევა განიხილეთ საღი რაოდენობის სკეპტიციზმით.

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: ბიზნესი, თვითგანვითარება, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია

Comments are closed.