მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გამდიდრების საიდუმლო

1

როგორც ღარიბი სტუდენტების უმრავლესობა სტივ საიბოლდსაც უნდოდა გამდიდრება. მაგრამ დანარჩენი სტუდენტებისგან განსხვავებით, მან მიზნის მისაღწევად რაღაც მოიფიქრა.

“1984 წელს მეორე კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში, და ვუსმენდი ბიზნესის ლექტორებს რომლებიც ამბობდნენ რომ წარმატების შანსი ბიზნესში იმდენაც ცოტა იყო, რომ ძალიან ბევრი წელი დაჭირდებოდა მიზნის მიღწევას” – იხსენებს ის.

მაგრამ საიბოლდს მოცდა არ სურდა.

ამიტომ ის დაუკავშირდა ერთ-ერთ მილიონერს და ინტერვიუ თხოვა. იმ მილიონერმა შემდეგ სხვას დააკავშირა და ასე გაგრძელდა წლები. მასე შემდეგ საიბოლდმა 1,200-ზე მეტი მილიონერისა და რამდენიმე მილიარდელისგან აიღო ინტერვიუ. “ეს უკვე 30 წლიანი კვლევა გამოდის” – ამბობს ის.

30 წლის განმავლობაში მდიდრებისგან დაგროვილი ცოდნის გაზიარება თავისი წიგნის “How Rich People Think” მეშვეობით გადაწყვიტა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება? “(იმისთვის რომ გახდე მილიონერი) ფული არ არის მთავარი, ფსიქოლოგია – გადამწყვეტია!”- განაცხადა საიბოლდმა.

Image

დაინტერესებულები იმის შესწავლით თუ როგორ შეუძლია გონებას გზა გაგიკაფოს მილიონრობისაკენ, დავსხედით საიბოლდთან ერთად რათა მის ტვინშიც “ჩაგვეხედა”.

LearnVest: მართლა გჯერათ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამდიდრება?

სტივ საიბოლდი: მართალი გითხრათ არსებობენ გამონაკლისები, ვისაც მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები ან სხვა სერიოზული დამაბრკოლებელი გარემოებები აქვთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერ ჩვეულებრივ ამერიკელს შეუძლია გამდიდრება. მდიდარი ადამიანების გარემოცვაში ამდენი წლის გატარების შემდეგ აღმოვაჩნე, რომ ისინი არ არიან დანარჩენებზე უფრო ჭკვიანები. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ არაორდინალური მისწრაფება და სურვილი აღმოაჩინონ ცარიელი სივრცე და რაიმეს საჭიროება ბაზარზე და თავად სცადონ მისი შევსება.

მაგრამ ადამიანების ნაწილი ხომ უბრალოდ იბადება ასეთი მისწრაფებით? ამის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია?

მართალია, ზოგი ადამიანი ასეთად იბადება. ერთმა პიროვნებამ რომლისგანაც ავიღე ინტერვიუ 90 მილიონ დოლარიანი კომპანია შექმნა არაფრისგან და მას ნამდვილად ქონდა ის შინაგანი მისწრაფება რაც შეიძლება დიდი უპირატესობა იყოს. მაგრამ ყველაზე მეტად რაც გჭირდება ეს ძლიერი სურვილია. მაგალითისთვის აიღეთ მარტოხელა დედა, ვინც ვერ ახერხებს გადასახადების გადახდას ან სამსახურის პოვნას. მას აქვს ძლიერი მოტივაცია/საჭიროება და თუ თქვენც გექნებათ საკმარისად ძლიერი სურვილი, შეძლებთ განავითაროთ საჭირო უნარები იმისთვის რომ გახდეთ მეწარმე (entrepreneur). ასე გახდა ამერიკელების უმეტესობა მდიდარი.

თქვენს წიგნში ამბობთ, რომ საშუალო კლასის ადამიანები აქცენტს აკეთებენ დანაზოგის გაკეთებაზე, ხოლო მდიდრები – შემოსავლის მიღებაზე. მაგრამ დანაზოგის გაკეთებას ხომ დაბადებიდან გვასწავლიან, არის ეს ის აუცილებლობა რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს?

რა თქმა უნდა. დანაზოგის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც მე ვამბობ: საშუალო ამერიკელმა შარშან მიიღო 38,000 აშშ დოლარი წლიური შემოსავალი. თუ მე ვაკეთებ 38,000 დოლარს, და აქედან ვინახავ 10%-ს, ეს გამოდის წლიური 3,800 დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ მე 300 წლის უნდა ვიყო ვიდრე პენსიაში გასვლის შესაძლებლობა მექნება. რასაც მდიდრები აკეთებენ ეს არის ყურადღების გადატანა მეტი შემოსავლის მიღებაზე. თუ შენ შეგიძლია წლიურად გააკეთო 200,000 დოლარი, შესაბამისად 20,000 დოლარის დანაზოგის გაკეთებას შეძლებ -ძალიან დიდი განსხვავება.

მართალია, მაგრამ ეგ დიდი ნახტომია. როგორ შეუძლია საშუალო ადამიანს ასე დრამატულად გაზარდოს თავისი შემოსავალი?

აი ამ მომენტში ერთვება კრეატიული (სამეწარმეო) აზროვნება. იწყებ ძებნას მცირე ბიზნეს შესაძლებლობების, ნიშის. არ არის სავალდებულო McDonalds გახსნათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ბიზნესი რომელიც კლიენტებს თავაზობს აუზების წმენდას, გაზონების შეკრეჭვას ან თუნდაც eBay-ის მეშვეობით ნივთების გაყიდვა— ტექნოლოგიება ბევრად მეტი შესაძლებლობა მოგვცა.  დაიმახსოვრეთ რომ ეს არ არის ფულზე დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ როგორ ფიქრობთ თქვენ. მდიდარი ადამიანები ეძებენ პრობლემებს რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას და შემდეგ გამოიმუშავებენ საჭირო მონდომებას, უნარებს და ნიჭს მათ გადასაჭრელად.

თქვენი წიგნი 90-ზე მეტი რჩევას მოიცავს. დაგვისახელეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი – დღესვე რის გაკეთებას ურჩევდით ვინმეს რომ დაიწყოს გამდიდრება? 

დამწყებთათვის – იყავით მდიდარი ადამიანის გარემოცვაში. ზოგი ადამიანი იტყვის რომ ეს მეტისმეტია, მაგრამ სანამ ღარიბი ვიყავი, საცხოვრებლად გადავედი ისეთ დასახლებაში რომელიც ჩემთვის მეტისმეტად ძვირი იყო. მე უბრალოდ მინდოდა ვყოფილიყავი მდიდარი ადამიანების სიახლოვეს – არა იმიტომ, რომ მათთან რამე გარიგება დამედო, არამედ მათი აზროვნების შესასწავლად.  არ გირჩევთ იგივეს გაკეთებას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იაროთ ისეთ ადგილებში სადაც მდიდარი ადამიანები იკრიბებიან (მაგალითად: საქველმოქმედო აუქციონები, სემინარები). მოუსმინეთ როგორ საუბრობენ ისინი ფულის და შესაძლებლობების შესახებ. შეადარე მათი აზროვნება შენსას და შემდეგ გადაწყვიტე რისი შეცვლაა საჭირო.

მეორე: ჩამოშორდით ადამიანებს ვინც მუდმივად გეუბნებათ რომ თქვენი ბიზნეს იდეის განხორციელება შეუძლებელია იმიტომ რომ არ გაქვთ საკმარისი განათლება, ფული, ნიჭი. ასეთი ადამიანების მოსმენას და დაჯერებას სწრაფად შეუძლია თქვენი გეგმების ჩაშლა.

და ბოლოს, დაფიქრდით რისი ნიჭი გაქვთ, რის გაკეთება შეგიძლიათ ყველაზე კარგად და როგორ შეგიძლიათ თქვენი შესაძებლობების გამოყენება წარმატების მისაღწევად. მე ვიყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი და როცა სწავლება დავიწყე, არ მქონდა დიდი შემოსავალი.  ერთ-ერთმა მილიონერმა, რომელთანაც მქონდა ურთიერთობა მითხრა დამეწყო იმაზე ფიქრი თუ რისი ნიჭი მაქვს. ერთი რამ, რასაც სწავლების დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი ათლეტებთან, იყო სპორტისთვის საჭირო მენტალური სიძლიერე და ვეხმარებოდი მათ ამის გამომუშავებაში. მილიონერმა მითხრა რომ ეგ არის უნარი რაც ადამიანების უმეტესობას არ აქვთ და მირჩია მომეძებნა ადგილი სადაც ვიპოვიდი ასეთ ადამიანებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 6-7 წლის განმავლობაში ვატრენინგებდი დიდი კორპორაციების გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს და ვეხმარებოდი მენტალური სიძლიერის გამომუშავებაში… და ეს იყო გზა, რომელმაც მაშოვნინა საკუთარი მილიონები. ამ ამბის მთავარი არსი ის არის რომ ყველა ადამიანს აქვს კონკრეტული ნიჭი, უბრალოდ ისინი ვერ აცნობიერებენ თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ამ ნიჭის ამოცნობით და განვითარებით.

რა არის ყველაზე დიდი შეცდომა რასაც უშვებენ ადამიანები, რომლებთაც უნდათ გამდიდრება, მაგრამ ვერ აღწევენ ამას?

ისინი უსმენენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ფული, მაგრამ გულუხვად იძლევიან რჩევებს ფულზე.  თქვენ ხომ არ მიიღებდით ფიტნესის და ჯანმრთელობის შესახებ რჩევას ადამიანისგან, რომელიც არ არის ფორმაში, და რატომ იღებთ ფულის შესახებ რჩევებს იმ ადამიანისგან რომელიც არ არის მდიდარი?

 

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ფული, წიგნები

Comments are closed.