12 ყველაზე პოპულარული უფასო ონლაინ კურსი პროფესიონალებისთვის

Online-Training

გსურთ შემატოთ პერსპექტივა თქვენს პროფესიულ ცხოვრებას? შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ სწავლა მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების ონლაინ კურსებზე, სადაც ახალი უნარების შესწავლაში ერთადერთი რაც დაგეხარჯებათ — დროა. 

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა Coursera სრულიად უფასოდ გვთავაზობს მოკლევადიან კურსებს, რომელთა შესწავლაც ერთნაირად მოსახერხებელია როგორც დამწყები, ასევე უკვე დასაქმებული პროფესიონალებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უნივერსიტეტის სერთიფიკატის მიღებაც შეგიძლიათ.

გთავაზობთ 12 ყველაზე პოპულარულ ონლაინ კურსს რეიტინგის მიხედვით:

 

1. სოციალური ფსიქოლოგია — Wesleyan University’s Social Psychology

Coursera-ს ყველაზე პოპულარული კურსი გვთავაზობს კლასიკური და თანამედროვე  სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლებს და მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, დარწმუნება, ჯგუფური ქცევა, პერსონალური მიმზიდველობა, და ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. 

იწყება 14 ივლისს. 

2. მობილური აპლიკაციების პროგრამირება ანდროიდის პორტატული სისტემებისთვის — University of Maryland’s Programming Mobile Applications for Android Handheld Systems

კურსი მოიცავს ანდროიდის პლატფორმის სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის აპლიკაციების დიზაინს და იმპლემენტაციას. ეს კურსი წარმოადგენს უფრო დიდი სპეციალიზირებული კურსის ნაწილს Mobile Cloud Computing with Android.

იწყება 26 სექტემბერს.

3. კიდევ დაფიქრდით: როგორ ვიმსჯელოთ და დავასაბუთოთ — Duke University’s Think Again: How to Reason and Argue

ეს კურსი გასწავლით კარგ მსჯელობას. თქვენ შეიტყობთ როგორ გაიგოთ და გაიაზროთ სხვა ადამიანების მიერ მოყვანილი არგუმენტები და როგორ ააგოთ დამაჯერებელი საპასუხო არგუმენტი. 

იწყება 25 აგვისტოს

4. დამწყების გზამკვლევი ირაციონალურ ქცევაში — Duke University’s A Beginner’s Guide to Irrational Behavior

ამ კურსში ვისწავლით, თუ რატომ არ ვიქცევით მუდმივად რაციონალურად, და როგორ შეგვიძლია დავძლიოთ ეს ნაკლი. თქვენ ასევე შეიტყობთ იმ სიტუაციების შესახებ, როცა ჩვენი ირაციონალურობა ჩვენსავე სასარგებლოდ მუშაობს, და როგორ შეგვიძლია ამ ადამიანური ტენდენციების გამოყენება უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

5. პროგრამირების საფუძვლები — University of Toronto’s “Learn to Program: The Fundamentals

ეს კურსი წარმოგვიდგენს პროგრამირების საწყისებს და გვასწავლის როგორ შევქმნათ გასართობი და სასარგებლო პროგრამები Python-ის გამოყენებით.

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

6. სტარტ-აპ ინჟინერინგი — Stanford University’s Startup Engineering

ეს კურსი დაგეხმარებათ დააკავშიროს კომპიუტერული მეცნიერების აკადემიურ და პროგრამული ინჟინერიის შექმნას შორის წარმოქმნილი სიცარიელე. ეს არის ძირითად ტექნიკების და ინსტრუმენტების სწრაფი წარდგენა ფართო-მასშტაბის აკადემიური პროექტებისა და წარმატებული საინჟინრო სტარტაპების წარმოდგენით. 

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

7. ფინანსური ბაზრები — Yale University’s Financial Markets

თქვენ მიიღებთ თეორიულ ცოდნას ფინანსების და მისი ისტორიის შესახებ; საბანკო და სადაზღვევო სექტორების და სხვა ბაზრის წარმოებულების ნაკლოვანებებს, ისევე როგორც ამ ინსტიტუციების მომავალს მომდევნო საუკუნის განმავლობაში.  

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

8. ფინანსური ბუღალტერიის საფუძვლები — The University of Pennsylvania Wharton School’s An Introduction to Financial Accounting

ეს კურსი გაგიუმჯობესებთ ფინანსური ბუღალტერიის ცოდნას. თქვენ შეისწავლით როგორ წაიკითხოთ, გაიგოთ და გააანალიზოთ კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაში მოყვანილი ინფორმაცია.  

იწყება 5 სექტემბერს.

9. საჯარო გამოსვლა — University of Washington’s Introduction to Public Speaking

თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა შეისწავლოთ საჯარო გამოსვლების საფუძვლები და კრიტიკულად შეისწავლოთ თქვენი და სხვისი გამოსვლების ძლიერი და სუსტი მხარეები ინტერაქტიული სავარჯიშოების მეშვეობით. კურსის ბოლოს თქვენ გეცოდინებათ საჯარო გამოსვლისთვის საჭირო სრული პროცესი, რომელიც მოიცავს: წერას, ვარჯიშს და მკაფიო და საინტერესო მოხსენების პრეზენტაციას.  

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

10. ფინანსების საფუძვლები — University of Michigan’s Introduction to Finance

ეს კურსი პირველ რიგში ფოკუსირდება ფასეულობის განსაზღვრის ფუნდამენტალურ პრინციპებზე. კურსი ასევე მოიცავს ფულის ღირებულების განსზაღვრას დროში, რისკების შეფასებას და ღირებულების შექმნის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს. 

იწყება 6 ოქტომბერს

11. მარკეტინგის საფუძვლები — The University of Pennsylvania Wharton School’s An Introduction to Marketing

მარკეტინგის საფუძვლების კურსი სიღრმისეულად განიხილავს მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ის ასევე მოიცავს ბრენდინგის და ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგიებს. 

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

12. ბაზის ანალიზი — Johns Hopkins Bloomberg School of Public Health’s Data Analysis

მოცემული სტატისტიკის კურსის მეშვეობით თქვენ შეისწავლით ბაზების ანალიზის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს პრობლემების გადასაჭრელად და სრული ინფორმაციის გასაანალიზებლად. 

დაწყების თარიღი უცნობია და კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.

 

წყარო: Business Insider

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: განათლება, ინტერნეტი, კარიერა

Comments are closed.