რა განაპირობებს წარმატებას: იღბალი თუ შრომა?

luckvssuccess

როგორ ფიქრობთ წარმატება იღბალია თუ ბევრი შრომის შედეგი? ბევრი უპასუხებს, რომ იღბალზეა დამოკიდებული და ნაწილობრივ მართალიც იქნება — “საჭირო დროს საჭირო ადგილას” თუ მოვხვდებით, წარმატება გარანტირებულია. თუმცა მხოლოდ იღბალს არ შეუძლია შეგინარჩუნოთ წარმატება. მაგრამ ის მასთანაც მიდის, ვინც ბევრს შრომობს წარმატების მისაღწევად.

ეს ხომ ის თემაა, რომელზეც ყველას გვისაუბრია ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და ზრდასრულ ასაკშიც, თუმცა ბოლომდე მაინც არ გვჯერა, რომ შრომას შეუძლია წარმატების მოტანა. რატომ? უკვე გააკეთეთ ყველაფერი? საკმარისი დრო არ გაქვთ? დღეში ერთი საათიც კი, რომელსაც მოაკლებთ სოციალურ ქსელებს და ბევრად პროდუქტიულ საქმეს თუ მოჰკიდებთ ხელს, აუცილებლად უზრუნველყოფს თქვენს უკეთეს მომავალს. დიახ, თქვენ სწორედ მიხვდით — ეს პოსტი წიგნების კითხვას ეხება.

ბავშვობაში ყველა ჩვენგანს  აძალებდნენ წიგნის კითხვას; ახლა – ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ წიგნების მნიშნელობა მომავალ თაობას, როცა თავადაც უნდა ვკითხულობდეთ მუდმივად, ნებისმიერ ასაკში. განვითარებას და პიროვნულ ზრდას არც საზღვრები აქვს და არც ასაკი. ყოველი დღე შეგვიძლია გამოვიყენოთ პროდუქტიულად და ცოდნის გასამყარებლად. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რა დროს ჩვენი წიგნია ჩვენ ხომ ამდენი ვისწავლეთ და ამხელა გამოცდილება დავაგროვეთ? სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა — არის ვინმე, ვინც იმდენი ისწავლა, რომ  აღარაფერი დარჩა წასაკითხი? ყველა ტრენინგზე, რომელიც პიროვნულ ზრდას ეხება ყოველთვის საუბრობენ წარმატების 1 საათზე — ოქროს საათზე, რომელიც გვეხმარება მწვერვალზე ასვლაში. ეს არის დრო, რომელიც გაგვიხსნის უამრავ ახალ შესაძლებლობას.

წარმატებული ადამიანები წელიწადში საშუალოდ  50 წიგნს კითხულობენ. ისინი არ თვლიან რომ უკვე წიგნი აღარ სჭირდებათ და ახალს ვერაფერს ისწავლიან. ამიტომ, მუდმივად კითხულობენ, ისმენენ აუდიო წიგნებს და აკეთებენ ყველაფერს პიროვნული ზრდისათვის. არასოდეს არის გვიან დაიწყოთ კითხვა. ბიზნესი გაინტერესებთ? უამრავი ბიზნეს წიგნი არსებობს. ფსიქოლოგია? აქაც ანალოგიური სიტუაციაა. თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მოიპოვოთ უამრავი ლიტერატურა.

თუ კონკრეტულ სფეროში გსურთ წარმატების მიღწევა, წაიკითხეთ მათი ბიოგრაფიები და რჩევები, ვინც ეს უკვე შეძლო იმ სფეროში. როცა კითხულობ წარმატებულ პიროვნებაზე და იგებ, თუ როგორ ქმნიდა იმპერიას, როგორ შრომობდა და რას აკეთებდა განსხვავებულად, ავტომატურად გიჩნდება სურვილი და ეუბნები საკუთარ თავს: ის რაც შეუძლია სხვებს, შეგიძლია შენც. უკვე ხდები დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება სხვისგან მოტივირება. ხდები ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე, წინსვლაზე, შედეგებზე, მწვერვალების დაპყრობაზე. ამ შედეგს კი ყოველდღიურად სწორად დახარჯული 1 საათი მოგცემთ.

იქნებს ღირდეს ცდა…

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: წიგნები

Comments are closed.