როგორ ამოიცნოთ ცუდი უფროსი, სანამ მასთან მუშაობას გადაწყვეტთ

უფროსს შეუძლია ხელი შეუწყოს, ან დაანგრიოს თქვენი კარიერა. საუკეთესო უფროსს შეუძლია დაგაინტერესოთ და წაგახალისოთ სამსახურში,  აგარიდოთ თქვენთვის არასავალდებულო საქმიანობებში ჩართვას, ამოიცნოს თქვენი ძლიერი მხარეები და დაგეხმაროთ მათ განვითარებაში. ხოლო ცუდ უფროსს შეუძლია აუტანელი გახადოს, ერთი შეხედვით, ყველაზე მიმზიდველი საქმიანობა.

find_out_if_youre_working_under_a_horrible_boss-435x290

უფროსთან ცუდ ურთიერთობას შეუძლია მთელი კვირის 80% უსარგებლო გახადოს და ასევე იმოქმედოს თქვენს ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან.  Baylor უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესი და ნერვიული გარემო სამსახურში, პირველ რიგში, მოქმედებს ქორწინებაზე და შემდგომ დასაქმებულის მთელ ოჯახზე. დამსაქმებლი შესაძლოა აგრესიულად გექცეოდეთ, უარყოფდეს თქვენს იდეებს შეხვედრებზე ან უბრალოდ უხეშად და კრიტიკულად უდგებოდეს თქვენს საქმეს; ამავდროულად, არ გთავაზობდეთ ალერნატიულ გზას შედეგების გასაუმჯობესებლად. არსებობს უამრავი გზა, თავიდან აირიდოთ ცუდი ხელმძღვანელის გავლენა — პირდაპირ შეწინააღმდეგოთ, იმუშაოთ მასთან ერთად პროდუქტიული გადაწყვეტილების მისაღებად, მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და ა.შ. მაგრამ არც ერთი ტაქტიკა არ არის გარანტია, რომ მიაღწევთ წარმატებას, პირიქით – შესაძლოა უფრო მეტი სტრესი მიიღოთ. საუკეთესო გამოსავალია ამოიცნოთ ცხვრის ტყავში გახვეული მგელი, სანამ ის თქვენი უფროსი გახდება:

  • ნაცვალსახელის გამოყენება.  თუ თქვენი ინტერვიუერი იყენებს სიტყვას „შენ“, რათა მოგაწოდოთ ნეგატიური ინფორმაცია, ნუ მოელით რომ ის თქვენი მენტორი გახდება. თუ ხელმძღვანელი ირჩევს სიტყვას „მე“, დეპარტამენტის წარმატებაზე საუბრისას – ესეც გამაფრთხილებელი სიგნალია თქვენთვის. თუ ის საუბრისას იყენებს ნაცვალსახელს „ჩვენ“, გუნდის ან კომპანიის კონკრეტულ ჩავარდნაზე ან წარუმატებლობაზე საუბრისას, ნიშნავს რომ თვითონ ირიდებს პასუხისმგებლობას და სხვა გარემოებებს აბრალებს ამ შემთხვევას.

 

  • თქვენი ჰობით და პირადი ცხოვრებით  დაინტერესება.  წარმატებული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია სწორი კომუნიკაცია. თუ თქვენ დატოვეთ კარგი შთაბეჭდილება  პოტენციურ ბოსზე, ეს გამოიწვევს მათ გულწრფელ ინტერესს თქვენ მიმართ. სხვა მხრივ, შესაძლებელია დამსაქმებელს აინტერესებდეს გაქვთ თუ არა სხვა ვალდებულებები სამსახურის გარდა. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები, ქორწინებაზე, შვილებზე არაკორექტულია.  ასეთი კითხვები რეალურად დამსაქმებელს აძლევს საშუალებას გაიგოს რამდენად დაკავებული ხართ.

 

  • უყურადღებობა.  კომპიუტერიზაციის, მეილების, ბლექბერის და სმარტფონების ეპოქაში, ადამიანებმა შეიძინეს ერთმანეთის მიმართ უპატივცემულო ურთიერთობის ჩვევები. განსაკუთრებით სამუშო გარემოში მისაღები გახდა მეილების კითხვა მაშინ, როდესაც ადამიანი საუბრობს. მიუხედავად ინტერვიუერის როლისა კომპანიაში , ის უნდა ცდილობდეს დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს მოსაუბრეზე. რაც გულისხმობს, გამორთოს ტექნოლოგიური მოწყობილობები, რათა ყურადღება მხოლოდ თქვენ მოგაპყროთ. თუ ინტერვიუერი გამუდმებით ამოწმებს შეტყობინებებს, პასუხობს სატელეფონო ზარებს გასაუბრებისას ან იგვიანებს, ნუ მოელით რომ ის იქნება უფროსი, რომელიც მომავალში დროს დაგითმობთ.

 

  • არ შეუძლიათ გასაგები პასუხების გაცემა.  შეეცადეთ გაიგოთ, რატომ გაათავისუფლეს ადამიანი, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობდა, ან რამ  გამოიწვია ახალი კადრის დაქირავების საჭიროება. (მაგალითად, თუ გიპასუხებენ, რომ ის ადამიანი „ცუდ ფორმაში“ იყო, აქედან შეიძლება გაიგოთ, რომ სამუშაო არ ცდილობს დასაქმებულთა ხელშეწყობას) ამ კითხვების დასმის დროს დააკვირდით პაუზებს, ტონს და ინტერვიუერის განწყობას.შეგიძლიათ ასევე იკითხოთ რამდენია კომპანიის ბრუნვა, საშუალოდ რამდენი ხანი რჩებიან მომუშავეები ერთ პოზიციაზე და როგორ ვითარდება მათი კარიერა. ამ კითხვებზე პასუხით შეგიძლიათ დაადგინოთ, არის თუ არა ანაზღაურება შესაბამისი, შესაძლებელია თუ არა კარიერული წინსვლა.

 

  • მათაც აქვთ წარსული. შეეკითხეთ თქვენს პოტენციურ უფროსს, რამდენი ხანი მუშაობს ამ კომპანიაში და სად მუშაობდა მანამდე, რათა გაარკვიოთ მისი მმართველობის სტილი. მაგალითად, თუ ის მუშაობდა დიდი კომპანიისთვის და გადაერთო პატარა კომპანიაზე, მისთვის ფორმალური ურთიერთობები უფრო მისაღები იქნება.

 

წყარო: Abhilash Mishra

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: კარიერა

Comments are closed.