9 ნაბიჯი, რომელიც უბრალო დასაქმებულიდან წარმატებულ მეწარმედ გაქცევთ

ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში – ამბობს Maite Baron – ავტორი, მომხსენებელი და ტრენერი ბიზნესისა და  მოტივაციის თემებზე.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენი ფიქრები მართავს თქვენს მიღწევებს.

kaizenist 1

სხვადასხვა სიტუაცია მოითხოვს განსხვავებულ აზროვნებას. თუ მზად ხართ მიატოვოთ ხელფასიანი სამსახური და თავად გახდეთ მეწარმე, მაშინ მოემზადეთ თქვენი აზროვნების შესაცვლელადაც. წარმატების მისაღწევად აუცილებელია იფიქროთ განსხვავებულად.

1. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე – კარგია ის თუ ცუდი. მეწარმეს აქვს უნიკალური შანსი შექმნას რაღაც არაფრისგან, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვებისთვის მუშაობენ. იყო ბიზნესის სათავეში, ნიშნავს მიიღო გადაწყვეტილებები — რა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს და ყველა გადაწყვეტილებაზე თავად იყო პასუხისმგებელი. თქვენ ვერ დაელოდებით სხვის რჩევას, მოვლენების განვითარებას — მოქმედება იწყება თქვენით. წარმატებულმა მეწარმეებმა იციან, რომ შესაძლებლობები დაუყონებლივ მოქმედებას მოითხოვენ შედეგების მისაღწევად.

2. თქვენ უნდა განსაზღვროთ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები ერთდროულად. როცა თქვენ სხვისთვის მუშაობთ, თქვენ პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ იმ გეგმაზე, რაც დღესაა შესასრულებელი, მაგრამ როგორც მეწარმე ერთდროულად ფიქრობთ ახლანდელ და მომავალ გეგმებზე, პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. თქვენ უნდა განსაზღვროთ ის, რაც დღეს გააკეთეთ ან არ გააკეთეთ, რა გავლენას მოახდენს თქვენს ბიზნესზე 3 თვის ან 5 წლის შემდეგ.

3. დისკომფორტის შეგრძნება ახალი “კომფორტის ზონაა” თქვენთვის. როგორც თანამშრომელი თითქოს ყუთში ხართ გამომწყვდეული, მაგრამ როგორც მეწარმე — თქვენ ამ ყუთის გარეთ ხართ. იმას ხედავთ რასაც სხვები ვერ ხედავენ, ახალ იდეებს ამუშავებთ, თქვენს ტერიტორიას ზომავთ, რისკზე მიდიხართ. ეს ყველაფერი მოითხოვს სიმამაცეს, რკინის ნერვებს და გამბედაობას წახვიდეთ წინ, თუნდაც ბევრი უარყოფითის და კრიტიკის ქარცეცხლში.

4. სწავლა — ეს დაუსრულებელი მოგზაურობაა!  როგორც დასაქმებულმა, თქვენ იცით თქვენი მოვალეობები და გაქვთ სტანდარტული კვალიფიკაცია მათ შესასრულებლად. იყო მეწარმე — ნიშნავს გაერკვეთ, ისწავლოთ და აკეთოთ ყველაფერი, რის გასაკეთებლადაც არ გყავთ შესაბამისი თანამშრომელი, ან გყავთ მაგრამ გჭირდებათ ცოდნა,რათა აკონტროლოთ მათი მუშაობის ეფექტურობა.  ინვესტორებთან ურთიერთობა, მარკეტინგული გეგმის შედგენა თუ ახალ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება — ეს ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ, რადგან არჩევანის საშუალება უკვე აღარ გაქვთ.

5. ციფრები არ ტყუიან. თუ თქვენ ხელფასზე მუშაობთ, საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა რა შემოსავალი და ხარჯი გაქვთ თვის განმავლობაში, მაგრამ როგორც მეწარმეს გირჩევთ სასწრაფოდ დაუმეგობრდეთ ციფრებს. ფულის ნაკადი (cash flow) განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის ბედს. გაყიდვები, ხარჯები, მოგება და ზარალი – ეს ის სიტყვებია რომელიც ან უძილო ღამეებს გპირდებათ ან მდიდრულ ცხოვრებას. თუ სწორად არ აკონტროლებთ ციფრებს, თქვენი ბიზნესი მუდმივად რისკის ქვეშ იქნება.

6. გიყვარდეს შენი ბიზნესი, მაგრამ იყავი ობიექტური. როგორც თანამშრომელმა, ხელფასის გამო შეიძლება აკეთოთ საქმე, რომელიც არ მოგწონთ. როგორც მეწარმეს, თქვენ აუცილებლად უნდა გიყვარდეთ თქვენი ბიზნესი, იმიტომ რომ ეს საქმე დიდ ძალისხმევას და გრძელ სამუშაო დღეებს მოითხოვს. მაგრამ დაიცავით ზღვარი!  ნუ იფიქრებთ და მოიქცევით როგორც რიგითი თანამშრომელი, მნიშვნელოვანია იმუშაოთ არა კომპანია“ში“, არამედ კომპანია“ზე“.

7. ისიამოვნე წესების დარღვევით. თანამშრომლისთვის, წესების დარღვევა შესაძლოა სამსახურის დაკარგვას ნიშნავდეს. მეწარმეები, თავის მხრივ ყოველთვის ცდილობენ შექმნან რაღაც ახალი, ზოგჯერ ეს გობალურ მნიშვნელობას იღებს, ზოგჯერ უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარი სიახლეა.

8. განუსაზღვრელი დრო. როგორც თანამშრომელს თქვენ გაქვთ განსაზღვრული გრაფიკი. როგორც მეწარმე, თქვენ შეიძლება არ იჯდეთ 24/7 მაგიდასთან სამუშაოდ, მაგრამ თქვენი ფიქრები ყოველთვის თქვენი ბიზნესის გარშემო უნდა ტრიალებდეს, რა არის გასაკეთებელი, რისი გაუმჯობესება შეიძლება. არანაირი შესვენება — თქვენ ამით უნდა იცხოვროთ და ისუნთქოთ.

9. დაიწყეთ ახლავე. ბევრ ადამიანს სჭირდება გარკვეული დრო, რომ თანამშრომლიდან იქცეს მეწარმედ. შესაძლოა ეს პროცესი დაიწყოთ მაშინ როცა ჯერ კიდევ დასაქმებული ხართ, ანუ ისიამოვნოთ სტაბილური ხელფასით და წამოიწყოთ საკუთარი საქმე. ამით მიიღებთ გარკვეულ გამოცდილებას და თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ, მაგრამ თუ ბიზნესის განვითარება გაქვთ მიზნად, აუცილებლად დადგება დღე როცა არჩევანის წინაშე დადგებით.

ამგვარად, თანამშრომელი თუ მეწარმე? დროა ცვლილების? ეს  უკვე თქვენი არჩევანია.

 

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: Start-up, თვითგანვითარება

Comments are closed.