კაიზენი – გეგმა მიზნის მისაღწევად

33

რა განასხვავებს მიზანს ოცნებისაგან?

პირველ რიგში — გეგმა. თუ თქვენ გაქვთ გეგმა მიზნის მისაღწევად, მზად ხართ იმოქმედოთ მის მისაღწევად. იაროთ მისკენ. იმისათვის, რომ ეფექტურად და გონივრულად იმოქმედოთ, მიმართეთ კაიზენის ფილოსოფიას.
„კაიზენი“ იაპონურად „გაუმჯობესებას, ცვლილებას უკეთესისკენ“ ნიშნავს. ეს ტექნიკა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა და ეფუძნება ადგილობრივ ტრადიციებს და ამერიკულ „თვითმმართველობის ტექნიკებს“. კაიზენის აქტიური გამოყენებით მოხდა იაპონიის მეურნეობის აღმასვლა. ეს ფენომენი ცნობილია „ეკონომიკური სასწაულის“ სახელით. მოგვიანებით, სამრეწველო სფეროს გარდა კაიზენის მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაიწყეს.

რა არის განსაკუთრებული კაიზენში?
კაიზენ-ტექნიკის მთავარი უპირატესობა არის მაქსიმალური კონკრეტულობა და თანმიმდევრულობა. ყველა მიზანი, რასაც დაისახავთ — იქნება ეს წესრიგის დამყარება სახლში თუ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, მაღალი სტატუსისა და სამსახურში წარმატების მიღწევა — საჭიროა მეთოდურად დავშალოთ პუნქტების მიხედვით.

მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაცნობიერება, გააზრება. თუ ჩვენ გვინდა მიზნის მისაღწევად შევადგინოთ რეალური გეგმა, მხოლოდ საკუთარი თავის მოტივირება ყოველ დილით არ არის საკმარისი. ამასთანავე უნდა მივეჩვიოთ თვალყური ვადევნოთ საკუთარ წინსვლას, შედეგებს და ავღნიშნოთ ყოველი წარმატებული ნაბიჯი.

კაიზენს საფუძვლად უდევს მიმმართველი კითხვები, რომლებიც პერიოდულად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. ამასთან, თავად კითხვები სხვადასხვა რანგისაა მნიშვნელობის მიხედვით: პატარა, რომელზეც შეგიძლიათ დახარჯოთ არაუმეტეს 30 წამისა (მაგალითად „რა შემიძლია მივირთვა სადილად, რომ დავსუსტდე?“) და დიდი, რომლებშიც აისახება ჩვენი ცხოვრების არსი („რას გავაკეთებდი, რომ მასიამოვნოს ჩემმა შესრულებულმა სამუშაომ?“). დიდი კითხვებით ვსაზღვრავთ მოძრაობის მიმართულებას, პატარები კი – უშუალოდ მიზნის მისაღწევად მუშაობისას გვეხმარება. იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ მუშაობს კაიზენის ფილოსოფია, უნდა დავეუფლოთ მცირე, მაგრამ ზუსტი კითხვების დასმის ხელოვნებას.

კაიზენ-კითხვების წესები:

კონკრეტიკა — მიზნის მისაღწევად ოპერატიული მუშაობისთვის საჭიროა კითხვა დავსვათ ზუსტად და ნათლად.
რეალიზმი — კითხვა უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ მოგცეთ მოქმედების სტიმული. რაც უფრო ნაკლები ქმედებაა შესასრულებელი, მით უფრო დიდია შანსი , რომ არ გაჩერდებით შუა გზაზე.
თანმიმდევრულობა — გადადით ახალ საკითხზე მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გარკვეული გაქვთ წინა.
რეგულარობა — არ გამოტოვოთ არცერთი დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო დღეს მოგიწევთ ორი კითხვის დასმა – დილით და საღამოს.

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში Kaizen?
დასაწყისისთვის, აირჩიეთ ნებისმიერი მიზანი, რასაც გსურთ მიაღწიოთ. დავუშვათ, რომ გსურთ ისწავლოთ გემრიელი ბლინების გამოცხობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა კონკრეტული ნაბიჯი შემიძლია გადავდგა, რათა დავუახლოვდე მიზანს? მოერიდეთ ისეთ კითხვებს, რომელსაც ასევე კონკრეტულად ვერ უპასუხებთ. მანამდე, სანამ დავწერდი ამ სტატიას, შევეკითხე საკუთარ თავს: „რომელი კონკრეტული სასარგებლო იდეა მინდა გამოვხატო ამ სტატიის მეშვეობით?“ პასუხი ნათელია: „მინდა ვთქვა, რომ კაიზენი მოსახერხებელია საკუთარი აზროვნების ორგანიზებისათვის ისე, რომ თანმიმდევრულად მივაღწიოთ მიზნებს“.

ჩამოწერეთ კითხვები და დაუსვით საკუთარ თავს რეგულარულად, სასურველია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, ჩაიწერეთ პასუხი. ნუ ეცდებით მოიფიქროთ რამე „ჭკვიანური“ და განსაკუთრებული. თუ არაფერი გაფიქრდებათ, დაწერეთ ის, რაც პირველად გაიფიქრეთ. აგრეთვე საჭიროა ჩაიწეროთ ყველა პასუხი, რაც დღის განმავლობაში მოგაფიქრდებათ. გახსოვდეთ, თქვენ ტვინს პასუხის გაცემა კითხვაზე შეუძლია არამარტო ამ კითხვაზე მუშაობის პროცესში, არამედ მაშინაც კი, როცა დაკავებული ხართ სხვა საქმეებით ან გძინავთ.
კვირაში ერთხელ ჩაატარეთ რევიზია: აქტუალურია თუ არა ეს კითხვა ამჟამად? იქნებ თქვენ უკვე ისწავლეთ ბლინების ცხობა და დროა უფრო რთული კერძების გაკეთება ისწავლოთ? ან იქნებ გსურთ თქვენი ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში? მაშინ მიზანშეწონილი იქნება დავსვათ კითხვა: „რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩემი კულინარული ხელოვნების დემონსტრირება მოვახდინო?“

კაიზენ-კითხვების მაგალითები:

• ჯანმრთელობა: რა შემიძლია გავაკეთო დღის განმავლობაში, რომ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვიყო?
• სამუშაო: რომელი ერთი პატარა ნაბიჯი დამაახლოებს პროექტის დასრულებას?
• ურთიერთობა: რა ერთი პატარა დადებითი შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე?
• საკუთარ თავს: რა შემიძლია ვთქვა კარგი საკუთარ თავზე?
• თვითგანვითარება: რა მცირე ქმედება შემიძლია დღეს, რომ ვისწავლო რამე ახალი?

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: თვითგანვითარება, მენეჯმენტი

Comments are closed.