7 პოპულარული ბიზნეს რჩევა, რომელიც უნდა დაივიწყო!

მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამუდმებით გესმით, არ ნიშნავს რომ ყველა რჩევა სწორი და სასარგებლოა.

23232

ბიზნესი — ეს ის სფეროა, სადაც ყველა ექსპერტად მიიჩნევს თავს. საკმარისია საკუთარი ბიზნესის დაწყებასა და მართვაზე დაიწყოთ ფიქრი, ირგვლივ ყველა უხვად გამარაგებთ საკუთარი რჩევებით (შესაბამისი განათლების და გამოცდილების სიმცირის მიუხედავად).

ამ დროს მიღებული რჩევების დიდი ნაწილი ყურადღების მიღმა უნდა დატოვოთ, მაგრამ რომელი ნაწილი? აქ ჩამოთვლილია ყველაზე პოპულარული ბიზნეს რჩევები, რომელთა არ გათვალისწინებაც მხოლოდ წისქვილზე დაასხამს წყალს.

1. არ დაიწყო.

იმ მომენტიდან, როცა ბიზნეს იდეა გაგიჩნდებათ, ცუდ და უსარგებლო რჩევებთან გიწევთ გამკლავება. მათი დიდი ნაწილი კარგი განზრახვისაა, მაგრამ მსგავსი რჩევების მიყოლა ზრდის იმის შანსს, რომ ვერასდროს მიაღწიოთ მიზანს. გონივრული სიფრთხილე და ყურადღებიანი დაგეგმვა არასდროს გავნებთ, რასაც ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვით თქვენს ოცნებაზე. ამიტომ, თქვენი პირველი ნაბიჯი მათი რჩევების უგულებელყოფაა, ვინც გეუბნებათ, რომ არ დაიწყოთ ბიზნესი.

2. თქვენ გჭირდებათ კარგი ბიზნეს გეგმა.

ბაზრის და მომხმარებლების კვლევა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა დაწყების სურვილი მიუხედავად არასრული ინფორმაციისა. “როცა პირველად ჩაებმებით ბიზნესში, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ გადაეყრებით ისეთ დაბრკოლებებს და შესაძლებლობებს, რომელთა გათვალისწინებაც ვერც ერთ ბიზნეს გეგმაში ვერ მოხერხდებოდა. მათთან შეჭიდების ერთადერთი გზა მოქნილობაა”– ამბობს ჯიმ ბელოსიკი (Pancakes Laboratories/ShortStack), ვინც აღიარებს, რომ არასდროს დაუწერია ბიზნეს გეგმა. “ბიზნეს გეგმის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს და მე შემიძლია დაგიმტკიცოთ რომ მის შექმნაზე მუშაობა ყველაზე ღირებული რესურსის — დროის ფუჭად კარგვას გამოიწვევს მხოლოდ” – მიიჩნევს ბიზნეს გეგმის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ანტონი სალადინო (Kitchen Cabinet Kings).

3. არ წამოხვიდეთ სამსახურიდან.

რა თქმა უნდა სიტუაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ საქმის სანახევროდ კეთება ხშირად უფრო შიშის შედეგია, ვიდრე სიფრთხილის. “როცა იმდენი კლიენტი გყავს, რომ შეგიძლია მინიმალური ხარჯები გაასწორო, აუცილებელია მთლიანად გადაერთო ბიზნესის განვითარებასა და გაფართოვებაზე. მხოლოდ სრულყოფილი ფოკუსირებით შეძლებთ ბიზნესის გაზრდას და მისი სრული პოტენციალის რეალიზებას” – გვიმტკიცებს ავტორი ბარი მოლტს.

4. არასდროს დანებდე!

ყოველდღიურ დაბრკოლებებთან და გარდაუვალ სირთულეებთან შეუპოვრობა ნამდვილად კარგია, მაგრამ ბიზნესი სავსეა მარცხით. ხელის ჩაჭიდება მხოლოდ შენარჩუნების მიზნით, ძალიან ცუდი იდეაა. ხშირად უფრო გამართლებულია საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ახალ, უფრო პერსპექტიულ წამოწყებაზე გადართვა. როცა თქვენს ბიზნესს გაბანკროტება ემუქრება, უფრო გონივრული იქნება, თუ გემთან ერთად თქვენც არ ჩაიძირებით.

5. კლიენტი ყოველთვის მართალია.

არა, კლიენტი ხშირად დაბნეულია, წარმოდგენა არ აქვს თავის ნამდვილ საჭიროებებზე და ხშირად კომპანიისთვის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ვიდრე ღირებულებას.

“მაშინ, როცა ყველა მეწარმის მიზანია იმდენი ფულის შოვნა, რამდენიც ადამიანს შეუძლია, ზოგიერთი კარგად გადამხდელი კლიენტისთვის უარის თქმას უფრო მარტივად შეუძლია მეწარმის მიზნამდე მიყვანა” – გვიხსნის ჩარლს გაუდეტ (Predictable Profits). კლიენტი მუდამ მართალი რომ იყოს, ნებისმიერი კომპანიისთვის წარმოუდგენლად ძვირი იქნებოდა არსებობის გაგრძელება. 

მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ზოგი მომხმარებელი იმაზე ბევრის დახარჯვას გთხოვთ, ვიდრე თავად იხდის. ასევე მნიშვნელოვანია კლიენტების არასწორი წარმოდგენა მათ ნამდვილ საჭიროებებზე და პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებზე. “კლიენტებისთვის არ შეიძლებაიმის მიცემა რასაც ითხოვენ, იმის ნაცვლად რაც რეალურად სჭირდებათ მათ პირადი და ბიზნეს საქმიანობისთვის” ამბობს კელი აზივედო (She’s Got Systems), ვინც საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს თავისი კლიენტურის გასანათლებლად და დასარწმუნებლად. “რეალურ ცხოვრებაში მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის.”

6. Think big!

შესანიშნავია იოცნებო მსოფლიოს შეცვლაზე, მაგრამ სინამდვილეში ბიზნესების უმეტესობა თანმიმდევრულად და ნელ-ნელა იზრდება (მიუხედავად საწინააღმდეგოდ დამკვიდრებული კლიშეებისა). რა შეიძლება იყოს ცუდი თუ ვარსკვლავების მოწყვეტას ეცდებით? – ძალიან ბევრი! რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ Amazon-ს, თავიდანვე “ყველაფრის მაღაზიად” რომ დაეწყოთ მუშაობა? – გვეკითხება BusinessWeek.

ისიც მისაღებია თუ თქვენი ბიზნეს იდეა მოსაწყენად ჟღერს. “ყველა მეწარმე თავს სტივ ჯობსად წარმოიდგენს ხოლმე, და მეც მოვქცეულვარ ასე” – წერს მეწარმე დენ ნორისი.”ბიზნესების უმეტესობისთვის ეს მიდგომა არ იმუშავებს. ჩვენი ყველაზე წარმატებული პროდუქტი WP Curve საკმაოდ მოსაწყენია  — ის ვებ-გვერდებზე ხარვეზების გამოსწორებას მოიცავს! მაგრამ ის მუშაობს, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს სჭირდება ასეთი მომსახურება.”

7. ყველაზე მთავარი იდეაა (ან მისი შესრულება).

ზოგი ამბობს, რომ წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იდეას აკისრია. სხვები თვლიან, რომ მთავარი იდეის განხორციელებაა. მაგრამ ორივე ბანაკი ცდება — რადგანაც იდეაც და მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანია. “მთავარი ჭეშმარიტება იდეის შესახებ არის ის, რომ საუკეთესო იდეებიც კი მაშინ გარდაიქმნებიან წარმატებულად, როცა მიიზიდავენ ისეთი ადამიანების ყურადღებას, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია — ანუ, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა გადამწყვეტია” – ამტკიცებს BusinessWeek. “ბიზნეს იდეას არ აქვს აზრი და ღირებულება, როცა არ შეგიძლია მისი განხორციელება” – გვიხსნის ბარი მოლტსი. მაგრამ მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ იდეაზე მნიშვნელოვანი მისი განხორციელებაა, ნორისი ამბობს: “ცუდი იდეა, რომელიც კარგად არის განხორციელებული, აუცილებლად ჩავარდება. მე ეს ვიცი, იმიტომ რომ თავად გამომიცდია.”

რა თქმა უნდა ეს სია არ არის ამომწურავი და ბევრად მეტი ცუდი რჩევა არსებობს, რომლის გათვალისწინებასაც ზიანის მოტანა შეუძლია დამწყები ბიზნესმენისთვის. თქვენ რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: Start-up, ლიდერები

Comments are closed.