ყველაფერი, რაც თქვენ იცოდით ბრენდინგის შესახებ შეცდომაა!

72910-David-Galullo-21“ყველაფერი, რაც თქვენ იცით ბრენდინგის შესახებ შეცდომაა!” — ამ ხმამაღალი განცხადებით გამოდის David Galullo, Rapt Studio-ს გენერალური მენეჯერი და დამფუძნებელი, ჟურნალ ფორბსის საშუალებით.

კითხვაზე – რა არის ბრენდინგი? -ნებისმიერ დიდ კორპორაციას აქვს ერთი პასუხი: ბრენდინგი არის ყველაფერი და მაშინ როცა ბრენდინგი მართლაც სასიცოცხლო ელემენტია ნებისმიერი კომპანიისთვის, ძალიან ბევრი მათგანი არასწორად აკეთებს ამას.

წლების მანძილზე კომპანიები თავად ცდილობენ ბრენდის შექმნას. ამისათვის რეკლამას ერთ სააგენტოს უკვეთავენ, ვებ-გვერდის შექმნას –მეორეს ანდობენ და სრულიად სხვას ამუშავებენ ოფისის დიზაინზე.

რას ვიღებთ შედეგად?

სხვადასხვა, განსხვავებული ნაწილებით შეფუთულ ბრენდს, რომელიც ვერაფრით ახერხებს აზრობრივი კავშირის შექმნას  არათუ მომხმარებელთან, თანამშრომლებთანაც კი.

დროა გავეცნოთ ბრენდინგის სიახლეებს, მაშ ასე დევიდი გვასწავლის:

დღევანდელი მაღალი კონკურენციის პირობებში, როდესაც ბაზარი გადატვირთული და სრულად ათვისებულია, გაყიდვები არ იცვლება იმის მიხედვით თუ რას ყიდით ან როგორ. არსებობს მთავარი კითხვა არის: ვინ ხარ შენ? მომხმარებლები აღარ ტყუვდებიან როგორც უწინ, მათ სჭირდებათ ნდობა, მიზანი, მათში გრძნობებმა უნდა გაიღვიძონ. მარტივი სიმართლე არის ის, რომ ბრენდი არც ლოგოა, არც რეკლამა და მით უფრო არც კომპანიის კარებთან გამოკრული პოსტერი – ეს არის გრძნობები მომხმარებელსა და კომანიას შორის. დიდმა კომპანიებმა ძალიან კარგად იციან ეს და მოხერხებულად იყენებენ კლიენტების გრძნობებს წარმატების მისაღწევად.

გრძნობები ღვივდება მაშინ, როდესაც ყველაფერი ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან – როდესაც კომპანიის ვებ-გვერდიდან ხვდები ოფისში და ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც თქვენს გონებაში დახატა ვებგვერდმა.

თუ სარეკლამო კომპანიის დაქირავებას გადაწყვეტთ, შეამოწმეთ მათი პროფესიონალიზმი და დაელოდეთ პირველ 2 შეკითხვას: ვინ ხართ თქვენ?  რატომ არსებობთ? ერთი შეხედვით მარტივი კითხვებია, მაგრამ პასუხების გაცემა ძალიან რთულია. “იპოვე სწორი პასუხები, დაუკავშირე ეს ორი პასუხი ერთმანეთს და შენ გარანტირებულად შექმნი ძლიერ და მნიშვნელოვან ბრენდს” — ამბობს დევიდი.

purinaPurina მსოფლიოში ცნობილი ბრენდია რომელიც ძაღლის საკვებს ყიდის. კომპანიამ თავისი დამოკიდებულებით მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიმართ, ოფისის დიზაინია და სარეკლამო კამპანიების ერთობლიობით შექმნა არა უბრალოდ კორპორაცია, რომელიც ძაღლის საკვებს ყიდის, არამედ ბრენდი – რომელსაც უყვარს ძაღლები. ნდობა, რომელიც მომხმარებელს გააჩნია ძაღლის მოყვარული კომპანიის მიმართ, ყოველდღიურად ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს.

ძალიან ბევრი კომპანია იყენებს იგივე მეთოდს, თუნდაც Apple და Google – ისინი ჩვენს გონებამდე მოვიდნენ. პროდუქტი თავისი ხარისხის მაჩვენებლების გამო კი არ არის საუკეთესო, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ადამიანი იყენებს მას.

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: მარკეტინგი

Comments are closed.