13 რამ, რაც არ ახასიათებთ შინაგანად ძლიერ ადამიანებს

house_of_cards2ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა ემი მორინმა განსაზღვრა 13 წესი, რომელსაც გაუცნობიერებლად იცავენ ძლიერი და წარმატებული ადამიანები. გარდა მტკიცე ხასიათისა, შეუპოვრობისა და გონივრული ოპტიმიზმისა, მათ კიდევ ბევრი საერთო აქვთ:

1. არ ხარჯავენ დროს საკუთარი თავის სიბრალულზე.
თქვენ ვერასოდეს გახდებით იმის მომსწრე, თუ როგორ განიცდის სულით ძლიერი ადამიანი თავის სავალალო მდგომარეობა. ის არ ადანაშაულებს გარემო ფაქტორებს და ან წუწუნებს, რომ მას ცუდად მოექცნენ. ასეთი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებისა და მათ შედეგებზე. ის გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არაა. მას შეუძლია ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან, ჩათვალოს ეს ცხოვრების გაკვეთილად და დარჩეს მადლიერი. რთული სიტუაციის დროს წარმატებული ადამიანი ამბობს : „მერე რა, ვერაფერს იზამ!“ ან „შემდეგი!“

2. არ სარგებლობენ საკუთარი ძალაუფლებით.
სულით ძლიერი ადამიანები ცდილობენ არ ისარგებლონ ძალაუფლებით, რათა მათზე დაქვემდებარებულმა პირებმა არ იგრძნონ თავი ცუდად და დამცირებულად. წარმატებულ ადამიანებს შეუძლიათ გააკონტროლონ საკუთარი ქმედებები და ემოციები.

3. არ უფრთხიან ცვლილებებს
პირიქით, ისინი ესწრაფვიან ცვლილებებს და თამამად მიდიან რისკზე. მათი მთავარი „შიში“ (თუ საერთოდ ეშინიათ) არის ის, რომ არ გახდნენ ზედმეტად თავდაჯერებული და ერთ ადგილას მიყინული. ცვლილებების პერიოდი ავსებს მათ ენერგიით და ხდის კიდევ უფრო მიზანსწრაფულს.

4. არ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას იმაზე, რისი გაკონტროლებაც არ შეუძლიათ.
შინაგანად ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ გზაზე საცობში მოხვედრისას, დაკარგულ ბარგზე, და განსაკუთრებით სხვა ადამიანების ქმედებებზე. ამ ფაქტებს აღიქვამენ როგორც  არაკონტროლირებად მოვლენას. რთულ სიტუაციებში მოხვედრისას წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შეუძლიათ არის მათი რეაქცია და დამოკიდებულება სიტუაციისადმი.

5. არ ცდილობენ ყველასთვის თავის მოწონებას.
ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც ცდილობს ირგვლივ ყველას ასიამოვნოს. თუ დაფიქრდებით, ასევე გაგახსენდებათ ადამიანი, რომელიც ტყავიდან ძვრება საკუთარი თავის დასამკვიდრებლად სხვების დაზარალების/გალანძღვის ხარჯზე. ორივე პოზიცია ძალიან ცუდია. მორალურად ძლიერი ადამიანები ცდილობენ მოიქცნენ სამართლიანად და იფიქრონ შთაბეჭდილების მოხდენაზე იქ, სადაც მიზანშეწონილია. ამავდროულად, მათ არ ეშიანიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ ის სხვებს, თუ – არა.

6. არ ეშინიათ გონივრული რისკის
მორალურად ძლიერ ადამიანს შეუძლია გონივრულად გარისკოს. მანამდე ის საფუძვლიანად აწონ-დაწონის ყველა შესაძლო რისკს, მოგების სიდიდეს და გაიანგარიშებს ყველაზე ცუდ (წამგებიან) სცენარს, და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას გარისკვის შესახებ.

7. არ ნანობენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს
უნდა შეგეძლოს მიიღო წარსული ისეთი, როგორიც არის და გააგრძელო ცხოვრება. დააფასეთ წარსულში ნასწავლი, მაგრამ ნუ დახარჯავთ თქვენ გონებრივ და სულიერ ენერგიას წარსული იმედგაცრუებების ხელახალ განცდებზე და ნუ მიეცემით ნოსტალგიას. თქვენი განცდები და სინანული მაინც ვერაფერს შეცვლის უკეთესობისკენ.

8. არ იმეორებენ საკუთარ შეცდომებს
ალბათ ვიცით რა არის უგუნურება? უგუნური ადამიანი ზედიზედ, მრავალჯერ აკეთებს ერთი და იგივეს იმ იმედით, რომ მიიღოს განსხვავებული ან ადრინდელზე უკეთესი შედეგი. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და მზად არის ისწავლოს დაშვებული შეცდომებისგან.

9. არ შურთ სხვისი წარმატება
იმისათვის, რომ სხვა ადამიანის წარმატებამ გულწრფელად გაგახაროს და აღგაფრთოვანოს, საჭიროა უჩვეულო უნარი და ძალისხმევა. სულით ძლიერი ადამიანები ფლობენ ამ უნარს. მათ არ შურთ და არ განიცდიან უსიამოვნო შეგრძნებებს, როცა სხვები აღწევენ წარმატებას. წარმატებული ადამიანები არ ეძებენ შემოვლით იოლ გზებს და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა გაზარდონ საკუთარი შანსი წარმატების მისაღწევად.

10. მარცხის შემთხვევაში არ ნებდებიან!
ყოველი განცდილი მარცხი გვაძლევს გაუმჯობესების შესაძლებლობას. უმსხვილესი მეწარმეებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ბიზნესის კეთებისას პირველი ცდები ხშირად კრახით დასრულებულა. ძლიერი ადამიანები მზად არიან მარცხისთვის, თუ ეს გარდაუვალია და აძლევს მათ საჭირო გამოცდილებას. ყოველი წარუმატებლობა გაახლოებთ სასურველ მიზანს.

11. არ უფრთხიან სიმარტოვეს
სულით ძლიერნი ტკბებიან მარტოობით. მარტოობისას აცნობიერებენ წარსულს და აწყმოს და გეგმავენ მომავალს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ბედნიერება და განწყობა არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანების ქცევაზე. მათ შეუძლიათ იყონ ბედნიერი სხვებთან ერთად და მარტოობაშიც.

12. არ თვლიან, რომ სამყარო ვალშია მათ წინაშე 

ნუ იმედოვნებთ, რომ სამყარო/აქციონერი/დამსაქმებელი/მეუღლე მუდამ და ყოველთვის ვალდებულია გადაგიხადოთ ანაზღაურება და საერთოდ, შეგიქმნათ კომფოტული ცხოვრება. შინაგანად ძლიერი ადამიანები დაბადებიდან მზად არიან მუშაობისთვის და საკუთარი თვისებების და უნარების გამოყენებით წარმატების მისაღწევად.

13. არ მოელიან სწრაფ შედეგებს
არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავთ — ვარჯიშის, სწორი კვების თუ ახალი ბიზნესის დაწყებას — შინაგანად ძლიერი ადამიანები მზად არიან მოთმინებით ელოდონ შედეგებს. გონიერ ადამიანს ესმის, რომ ნამდვილი გარდაქმნისთვის საჭიროა დრო. იყავით მომთმენი.

 

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: ლიდერები, ფსიქოლოგია