როგორ მოვიქცეთ, როცა სამსახური არ მოგვწონს

unhappy-job

თუ თქვენი სამსახურით უკმაყოფილო ხართ, საშინლად არ მოგწონთ და გრძნობთ მის გავლენას თქვენს ხასიათზე — აუცილებელია იცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს, თუმცა არც სამსახურის მიტოვებას გირჩევთ დღესვე და არც მუდმივ უმოქმედობას.

 

  • თვითდახმარება —  ჰკითხეთ საკუთარ თავს რატომ არ მოგწონთ თქვენი სამსახური, ყოველთვის ასე იყო თუ გარკვეული პერიოდია რაც აღარ გიტაცებთ. კონკრეტულად რა არ მოგწონთ თქვენს საქმიანობაში? თანამშრომლები, უშუალოდ პროცესი თუ კომპანია? ამ შეკითხვებს აუცილებელია გასცეთ პასუხი.

 

  • მიაგენი პრობლემას — გაარკვიეთ პრობლემა სამსახურშია თუ თქვენში. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რამდენად სწორი იქნება სამსახურის შეცვლა.

 

  • დაელაპარაკეთ ხემძღვანელს — თამამად გამოხატეთ თქვენი შეხედულები. უთხარით რა არ მოგწონთ: სამუშაო გრაფიკი, ხელფასი, მოვალეობები და ა.შ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, თუ დახმარებას ითხოვთ.

 

  • არ წახვიდეთ სამსახურიდან დღესვე — სანამ სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. გახსოვდეთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და იფიქრეთ თუ რა გიქმნით კომფორტს სამსახურში, რადგანაც არ გაქვთ იმის გარანტია რომ მომდევნო სამსახური უკეთესი იქნება.

 

  • შეცვალეთ დამოკიდებულება — იფიქრეთ პოზიტიურად, და მიუხედავად ყველაფრისა ეცადეთ საქმე კარგად გააკეთოთ. სამსახურიდან რომ გაგათავისუფლონ უფრო მეტად ინანებთ ვიდრე თქვენი ნებით წასვლას ინანებდით. ამიტომ, თავს ნუ დახრით და ნუ იქნებით ცუდ ხასიათზე მუშაობის დროს.

 

  • იყავით პროფესიონალი — თუ გადაწყვეტთ სამსახურიდან წასვლას, თქვენი საქმე მაინც ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, რათა გქონდეთ კარგი რეკომენდაცია.ხოლო თუ დარჩენას გადაწყვეტთ ხელმძღვანელობასთან სირცხვილმა რომ არ შეგაწუხოთ.

 

  • დასახეთ კარიერული მიზნები — სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ? როგორ ფიქრობთ თქვენი დღევანდელი როლი დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში? თუ არა, რას შეუძლია მიგაახლოვოთ მიზანთან? თუ თქვენ თავს ამავე ამპლუაში ვერ ხედავთ, მაშინ გადაწყვეტილების მიღება  უფრო მარტივია.

 

  • სხვებს ნუ მოახვევთ საკუთარ პრობლემებს — არასოდეს მოექცეთ კლიენტებს უყურადღებოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკმაყოფილო ხართ სამსახურით. არ იწუწუნოთ ამის შესახებ არც კოლეგებთან –რაღაც დოზით შეგიძლიათ უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

 

  • სამსახურის შეცვლა, კომპანიის შეცვლის გარეშეც შეიძლება — შეგიძლია მხოლოდ პოზიცია შეიცვალო და იმავე ორგანიზაციაში გააგრძელო შენი საქმიანობა, ოღონდ სხვა ფუნქცია-მოვალეობებით, რაც დაგეხმარებათ კარიერული მიზნების მიღწევაში.

წყარო: Forbes

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: კარიერა

Comments are closed.