როგორ გავხდეთ მილიონერი 30 წლამდე

guy-with-money

 

უამრავი ადამიანი ფიქრობს და ოცნებობს იმაზე, თუ როგორ წამოიწყოს წარმატებული ბიზნესი და გახდეს მილიონების მფლობელი. ეს არც ისე ადვილია, თანაც 30 წლის ასაკამდე მილიონების შოვნა ფანტაზიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე რეალობას — მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაბიჯს რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

 

1. შექმენით დამატებითი შემოსავლები – მილიონის მოსაგროვებლად აქცენტი უნდა გააკეთოთ თქვენი შემოსავლები სტაბილურად და უწყვეტ ზრდაზე. კარიერის დასაწყისში შეიძლება თქვენ წელიწადში 10 ათას გამოიმუშავებდით, მაგრამ რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ ბევრი თქვენგანისათვის ეს ოდენობა შეიძლება რამდენჯერმე იყოს გაზრდილი. მუდმივად იფიქრეთ დამატებითი შემოსავლების წყაროს შექმნაზე.

2. არ მიიქციოთ ყურადღება – არაა აუცილებელი ძვირადღირებული ნივთები შეიძინოთ და ამით დააინტერესოთ თქვენი გარშემომყოფები. მდიდარი ადამიანები მაშინ ყიდულოებენ ძვირფასს ავტომობილებს და საათებს, როდესაც შემოსავლის რამდენიმე ეფექტური წყარო აქვთ. ასე, რომ თამამად შესაძლებელია რამდენიმე წლის Volkswagen Golf-ით თუ გადაადგილდებით, თქვენს პირველ მილიონამდე სწორედ მან მიგიყვანოთ.

3. დაზოგეთ ინვესტიციისთვის და არა შესანახად – ერთადერთი სწორი გზა ფულის შესანახად არის მისი საინვესტიციოდ მომზადება. განათავსეთ დაზოგილი თანხა ისეთ ანგარიშებზე (ანაბრებზე) სადაც მასზე ხელი ნაკლებად მიგიწვდებათ. არ გამოიყენოთ ამ კატეგორიის დანაზოგები გადაუდებელ შემთხვებშიც კი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამ ნაბიჯმა შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ, მაგრამ იფიქრეთ მთავარ მიზანზე.

4. აირიდეთ ისეთი ვალები, რომლებიც არ გჭირდებათ – წესად აქციეთ არ აიღოთ ვალი, რომელიც თქვენ შემოსავალს არ შეგიქმნით. რა თქმა უნდა, თუ თქვენ სესხულობთ, იმიტომ რომ ავტომობილი ან ფართი შეიძინოთ კომერციული მიზნებისათვის მისაღები გადაწყვეტილებაა. მდიდარი ადამიანები ვალით აფინანსებენ საკუთარ ინვესტიციებს და ზრდიან ფულად ნაკადებს. ღარიბი ადამინები კი სესხს იყენებენ ნივთების შესაძენად და მდიდრებს კიდევ უფრო მეტად ამდიდრებენ.

5. მოეპყარით ფულს ისე როგორც ეჭვიან სატრფოს – მილიონობით ადამიანი ისწრაფვის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ მხოლოდ ისინი აღწევენ წარმატებას ვისთვისაც პრიორიტეტულია ეს. ფული ეჭვიანი შეყვარებულივითაა, თუ იგნორირებას გაუკეთებთ მას ისიც ანალოგიურად მოიქცევა და შეიძლება საერთოდ სხვასთან აღმოჩნდეს.

6. ფულს არ სძინავს – მან არ იცის საათები, დასვენებები და ა.შ. ასე რომ, თქვენც უნდა დაივიწყოთ. ფულს მოსწონს ისეთი ადამიანები, ვისთვისაც  უყვარს საქმე და მუშაობა. იმუშავეთ რაც შეიძლება მეტი, მიზანმიმართულად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ იქნებით სულსწრაფი — უბრალოდ  უფრო მეტი საქმე, ვიდრე გევალებათ.

7. სიღარიბე  დოგმა არაა – მილიონობით ადამიანი დედამიწის ზურგზე სიღარიბეს ებრძვის განუწყვეტლივ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ უამრავი წარმატებული და მდიდარი ლიდერის გზაც ღარიბი ოჯახის შვილობით დაიწყო. არ იფიქროთ იმაზე, რომ დღეს თუ არ გაქვთ საკმარისი შემოსავლები ეს „ასე უნდა იყოს“.  გახსოვდეთ ბილ გეიტსის სიტყვები: „თქვენ თუ სიღარიბეში დაიბადეთ ეს თქვენი დანაშაული არაა. მაგრამ თუკი ღარიბი მოკვდებით ეს თქვენი ბრალია.“

8. ეცადეთ ეკონტაქტოთ მდიდარ & წარმატებულ ადამიანებს – სიმდიდრისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა არის ისწავლოთ მათგან ვინც უკვე წარმატებულია. მიიღეთ საუკეთესო ცხოვრების მაგალითები მათგან, ვინც უკვე გაიარა ეს გზა. ეცადეთ იპოვოთ ასეთი პიროვნება და იქეცით მის მოსწავლედ. მდიდრების უმეტესობა საკმაოდ გულუხვია საკუთარი ცოდნისა და პოტენციალის გაზიარებაში.

9. გამოიყენეთ ფული წინსვლისთვის – ინვესტირება წმინდათაწმინდა პროცესია მილიონის მოსაგროვებლად, თქვენ კი უნდა ეცადოთ უფრო მეტი გამოიმუშავოთ თქვენი დაბანდებული ინვესტიციებიდან. მთავარია, რომ ფულმა ფული შექმნას და განუწყვეტლივ ბრუნავდეს. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ კიდევ უფრო თამამი საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

10. ისწრაფეთ 10 მილიონისათვის და არა ერთისთვის – ყოველთვის დასახეთ დიდი მიზნები და დაუღალავად იშრომეთ თქვენი ოცნების ასასრულებლად. დაიმახსოვრეთ, რომ დედამიწაზე უდიდესი ფულადი რესურსებია. მხოლოდ ადამიანების შინაგანი, მენტალური დაბრკოლებებია ბარიერი მის დასაუფლებლად.

გამოიყენეთ ზემოთ დასახელებული 10 ნაბიჯი თუ გსურთ რომ მდიდარი იყოთ. არ დაუჯეროთ იმათ ვინც გეუბნებათ, რომ სისულელეს აკეთებთ და ხარბობთ. ეცადეთ თავი აარიდოთ არაეთიკურ გზებით გამდიდრებას და არასდროს დანებდეთ. ხოლო, როცა თქვენს მიზანს მიაღწევთ აუცილებლად დაეხმარეთ სხვებსაც;

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , ,

Category: კარიერა, ფული

Comments are closed.