7 შეცდომა, რომელსაც ფულის ხარჯვისას უშვებთ

burning_money

1. ყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ

თუ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი იყიდოთ: Xbox One თუ PS4, პასუხი არ არის “ორივე” — არ დამეთანხმებით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გჭირდებათ.

თქვენ შესაძლოა მოგწონდეთ ფეხსაცმელები და ხელჩანთები, მაგრამ ძალიან ბევრის ყიდვა ნამდვილად არ გჭირდებათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანები ყოველთვის სხვადასხვა ტანსაცმლით და აქსესუარებით ჩნდებიან საზოგადოებაში, არ ნიშნავს რომ თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. ისწავლეთ სურვილების და საჭიროებების ერთმანეთისგან განსხვავება.

2. არ აგროვებთ ფულს 

მშობლები ბავშვებს- 5 წლიდან ასწავლიან ხურდა ფულის დაგროვებას ყულაბაში. ქაღალდის ფულის საჩუქრად მიღების შემთხვევაშიც, არ აძლევენ თანხის სრულად დახარჯვის უფლებას და უხსნიან, თუ რამდენად სასარგებლოა ნაწილის გადანახვა მომავლისთვის. ამ ჩვევის გამომუშავებაზე ზრუნვისთვის აუცილებელია ბავშვის მოტივირება. მიუხედავად იმისა, რომ მშოლების ამგვარი მიდგომა ბავშებისთვის ხშირად მოსაბეზრებელი და გულდასაწყვეტია, შესანიშნავი გზაა ფულის დაგროვების შესახებ მათ გასაცნობიერებლად.

არ არის აუცილებელი ხელფასის ნახევარი გადაინახოთ “შავი დღისთვის”, მაგრამ რაღაც თანხის ყოველთვიურად გადადება აუცილებელიც კია. თქვენს შემნახველ ანაბარს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან გადასახადს — ეს თქვენთვისაა, ამიტომ, დღევანდელი სიამოვნებისთვის, და თან სხვების (კომპანიების, რომლებიც თქვენსგან მიიღებენ სერვისის/პროდუქტის სანაცვლოდ) გასამდიდრებლად არ გიღირთ დანაზოგის უაზროდ დახარჯვა.

3. თქვენ აიგნორებთ ფარულ ტარიფებს 

ბანკები საკომისიოებით მდიდრდებიან, ამიტომ ცდილობენ იმდენი ჩამოჭრან თქვენი პირადი და სავაჭრო დანიშნლების ობიექტების ანგარიშებიდან, რამდენიც შესაძლებელია. ბევრი ბიზნესი ამ საკომისიოებს ისევ და ისევ მომხმარებლებს უწესებს გადასახდელად. ასევე იშვიათად ვკითხულობთ 0%-იან განვადებას ამოფარებულ გაზრდილ საკომისიოებს, რომელიც ისეც და ისევ ჩვენი გადასახდელია, თანაც წინასწარ.

ერიდეთ სხვა ქსელის ბანკომატებიდან თანხის განაღდებას და აკონტროლეთ საკუთარი ანგარიშების ბალანსი, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი საკომისიოები და ჯარიმები.

4. ზედმეტად დაზღვეული ხართ

გაყიდვების აგენტის მოვალეობაა დაგახარჯინოთ რაც შეიძლება მეტი ფული. არ აქვს მნიშნელობა, ქონებას აზღვევთ, მანქანას, თუ ჯანმრთელობას — თუ ყურადღებით გაეცნობით შემოთავაზებებს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ პირადად თქვენთვის საშუალო და პრემიუმ პაკეტებს შორის სარგებლიანობის თვალსაზრისით განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს, ან უმნიშვნელოა. რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი?

5. საჭმელს ყრით

მიუხედავად იმისა, ერთი დღისთვის ყიდულობთ თუ ერთი კვირისთვის, ნუ იყიდით იმაზე მეტ საჭმელს რისი შეჭმაც შეგიძლიათ. თქვენს მიერ გადაგდებული ყველა ნამცეცი არის ფული, რომელიც იმ ნამცეცებში გადაიხადეთ.

აკონტროლეთ თქვენი კვება – ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და სიმდიდრისთვისაც. იმაზე ფოკუსირებით, თუ რას ჭამთ, უფრო მარტივად შეძლებთ თქვენი კვების რეჟიმის სწორად შეფასებას, რაც სავარაუდოდ სურსათის შეძენის დროს ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ. შემდეგ ისღა დაგრჩენიათ თქვენივე შეძენილი პროდუქტებით შეუდგეთ საჭმლის მომზადებას, და ნაკლები სიხშირით მიირთვათ გარეთ.

6. ხშირად აახლებთ…

როგორც კი Apple ახალ iPhone-ს გამოუშვებს, ხალხი იმ დღესვე უზარმაზარ რიგში დგება და მოთმინებით ელის თავის რიგს. ანალოგიურად იქცევიან ანდროიდების მომხმარებლებიც. ხშირ შემთხვევაში ახალი პროდუქტი მინიმალურად განსხვავდება წინასგან — რამდენად ხშირად არის ტელეფონის შეცვლა აუცილებელი?

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ახალ “ბრჭყვიალა” ფუნქციებს — იყიდეთ ტელეფონი რომელიც შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს, და გამოიყენეთ 3-4 წელი, ან სადამდეც იმუშავებს. ამ მიდგომით სანამ ახლის ყიდვას დააპირებთ, თქვენი ტელეფონის შემდეგ გამოსული მოდელები ბევრად უფრო იაფი ეღირება და “ჯიბის ამოჭრა” არ დაგჭირდებათ სასურველი ტელეფონის მისაღებად.

7. მოუთმენელი ხართ

ჩვენს იმპულსს “დავხარჯოთ ფული” — ყოველთვის თავისთვის სასიკეთოდ იყენებენ კომპანიები. ამის მარტივად დანახვა ფილმების კონცეფციის განხილვითაა შესაძლებელი. თუ პრემიერის საღამოს გსურთ ფილმის ნახვა, ამისთვის მაქსიმალურად დიდი თანხის გადახდა გიწევთ ბილეთებში. თუ ძალიან გინდათ ფილმის ნახვა კინოთეატრში, დაელოდეთ რამდენიმე დღე სანამ პრემიერის აჟიოტაჟი ჩაწყნარდება. თუ არადა ნებისმიერი ფილმის ნახვა შეგიძლიათ ონლაინ. ერთადერთი რისი გაკეთებაც მოგიწევთ — ლოდინია.

ახლა კარგად დაფიქრდით რამდენ შეცდომას უშვებთ აქედან და შეწყვიტეთ ფულის ფლანგვა.

წყარო: Lifehack 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Category: ფსიქოლოგია, ფული

Comments are closed.