10 ხერხი ზედმეტი სირთულეების თავიდან ასარიდებლად

tight_rope_walk_02
1. არ მიაქციოთ ყურადღება საკუთარ გრძნობებს

ის, რასაც თქვენ გრძნობთ და ფიქრობთ დღეს, დროებითია, და მალე გაივლის. თუმცა, თუ უარყოფითი აზრების ნიაღვარს ვერაფერს უხერხებთ, ამის გამო არ ღირს საკუთარი თავის დადანაშაულება. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი უარყოფითი ან დადებითი ემოციების გამოწვევაზე საკუთარ თავში — თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი ქმედებების გაკონტროლება.

2. განთავისუფლდით ზედმეტი მღელვარებისგან. ეს უფრო ამძიმებს მდგომარეობას

რაც უფრო ბევრს ფიქრობთ რაიმე ცუდზე, არსებობს მეტი ალბათობა, რომ ეს ცუდი მოხდება. უსიამოვნებების მოლოდინში, თუ რაიმე მიგვანიშნებს მის მოახლოებაზე,თქვენ დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ უსიამოვნება აუცილებლად მოხდება და ქვეცნობიერად თქვენი ქმედებებით ამ პროცესებს ხელს შეუწყობთ.

3. მსუბუქად მოეკიდეთ შინაგან ხმას

თუ გსურთ იყოთ ბედნიერი, ნუ ეუბნებით საკუთარ თავს, რომ უბედური ხართ. ადამიანები საკუთარ თავზე ამბობენ იმას, რასაც გრძნობენ, რასაც ფიქრობენ, რასაც სხვები ფიქრობენ მათზე, რაც სინამდვილეში მათი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების გამოძახილია. უმრავლეს შემთხვევაში — ეს მხოლოდ წარმოსახვაა. დანარჩენი თანაბარწილად სიცრუე და გაუგებრობაა. თქვენ მხოლოდ ნაწილობრივ იცით, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. როგორც წესი, ისინი ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ და თქვენი პრობლემებიც თქვენზე გაცილებით ნაკლებად აღელვებთ. ხშირ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი ამა თუ იმ მოვლენის ახსნა. და მაინც, რაც არ უნდა უთხრათ საკუთარ თავს, ეს იქნება თქვენი გონების წარმოსახვა, რომლის სინამდვილეშიც დაარწმუნებთ საკუთარ თავს.

4. არ მიაქციოთ ყურადღება შინაგან კრიტიკას

საკუთარი თავის განსჯას აზრი არა აქვს, ხოლო სხვისი განსჯა არ არის მიასაღები. რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ყოველთვის იქნება ვინმე თქვენზე უკეთესი.  მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა “ცუდი” იყოთ, სხვები უფრო “ცუდები” არიან. რადგანაც თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, თუ რა არის უკეთესი და რა არის უარესი, მაშ როგორ იპოვით ადგილს უკეთესსა და უარესს შორის?

სხვისი განსჯა სიბრიყვეა, რადგან არ იცით ყველა ფაქტები, არ შეგიძლიათ სრული სურათის დანახვა, არა გაქვთ საშუალება გაიგოთ შეესაბამება თუ არა თქვენი შეფასების კრიტერიუმები ვინმეს — აქედან გამომდინარე, ვის აღელვებს თქვენი აზრი?

5. განთავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან

დანაშაულის გრძნობა არაფერს არ ცვლის. მას შეუძლია გაგრძნობინოთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს ცხოვრებაში ახალს არაფერ მოგცემთ. თუ თქვენ თავს დამნაშვედ გრძნობთ ჩადენილი საქციელის გამო, მაშ გააკეთეთ რამე მის გამოსასწორებლად, ან გაითავისეთ ეს ფაქტი და შეეცადეთ აღარ გაიმეოროთ. ხოლო, თუ თქვენ თავს იდანაშაულებთ სხვისი საქციელის გამო – მიმართეთ ფსიქიატრს. ეს უგუნურებაა.

6. არ იღელვოთ იმაზე, თუ რას ამბობენ თქვენს შესახებ

საძაგელ ადამიანებს არ შეუძლიათ თქვენი ჭკუიდან გადაყვანა, ისევე, როგორც კარგ ადამიანებს არ შეუძლიათ უფრო ბედნიერი გაგხადონ. მოვლენები და ადამიანები – ეს მხოლოდ მოვლენები და ადამიანებია. მათ არ შეუძლიათ რამე დაგმართონ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე იმოქმედოთ.

მიუხედავად იმისა, როგორი ემოციები გიჩნდებათ გარეშე მოვლენების შედეგად, ისინი უძლურია მანამდე, სანამ თქვენ არ გაიზიარებთ მათ და არ გადაწყვეტთ იმოქმედოთ. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა მეტად დაკავებულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით (და განიცდის იმას, თქვენ რას ფიქრობთ ან საუბრობთ მასზე). მათ თქვენზე საფიქრად დრო არ რჩება.

7. შეწყვიტეთ დათვლა 

რიცხვები, ეს მხოლოდ ციფრებია. მათ არ გააჩნიათ არავითარი მისტიური ძალა. თუ რამე გამოისახება  რიცხვის სახით ან რაიმე რიცხვითი მოდელით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს უტყუარი სინამდვილეა.

საგულდაგულოდ გათვლილი ბიზნეს-მაჩვენებლების უმრავლესობა არის უსარგებლო, აბსურდული, უაზრო ან უბრალოდ მცდარი.  თუ თქვენ არ გესმით ეს, ან უცნაურად გეჩვენებათ რაიმე – დააიგნორეთ. ეს არ არის მეცნიერული და ხშირად ეყრდნობა არასწორ მონაცემებს. შესაბამისად, უსარგებლოა თქვენი ცხოვრების გრაფიკების აგება რაღაც სულელური ციფრების მიხედვით.

8. ნუ იდარდებთ, თუ თქვენი ცხოვრება ან კარიერა არ მიდის გეგმის მიხედვით. 

რაც უფრო მეტად მიყვებით რაიმე გეგმას,  მით უფრო სწაფად წახვალთ არასწორი მიმართულებით. სამყარო მუდმივად იცვლება. რაც არ უნდა საგულდაგულოთ  გააანალიზოთ სიტუაცია გეგმის შედგენისას, რამოდენიმე დღის შემდეგ, მოცემულობები უკვე სხვანაირი იქნება. ერთი თვის შემდეგ  კი – უფრო განსხვავებული. ერთი წლის შემდეგ აღარაფერი იქნება ისეთი, როგორც დასაწყისში.

დაგეგმვა ძალიან სასარგებლოა, როგორც დისციპლინა, რომელიც ადამიანს საფუძვლიანად აფიქრებს იმაზე, თუ რა იციან მათ და არ იციან. როდესაც იწყებთ რაიმე ახალს, გადადეთ ძველი გეგმა გვერდზე და თვალი გაუსწორეთ რეალობას.

9. არ მისცეთ სხვას ნება, რომ  გამოგიყენოთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის თავიდან  ასარიდებლად

თუ თქვენ პასუხისმგებელი ხართ ვინმეს ბედნიერებაზე ან წარმატებებზე, თქვენ ამცირებთ მათ. ეს მათი ცხოვრებაა. მათ თვითონ უნდა განიცადონ ეს. თქვენ არ შეგიძლიათ მათ მაგიერ იცხოვროთ, არ შეგიძლიათ შეაჩეროთ, თუნდაც ხედავდეთ, რომ ცხოვრებას „იფუჭებენ“. მიეცით მათ იმის გაკეთების საშუალება, რისი გაკეთებაც ძალიან უნდათ. დამკვირვებლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროთ და მშვიდად დააკვირდეთ. ამის გაგება არ შეუძლიათ ფსიქიურად მოშლილ  და მიანიაკალური სურვილით შეპყრობილ ადამიანებს. მათ  სურთ  აკონტროლონ ყველა და ყველაფერი.

10. ნუ განიცდით იმას, თუ როგორი პიროვნება ხართ — ეს პირობითია.

პიროვნების ცნება, ისევე როგორც ეგო — თქვენი გონების მიერ შექმნილი კონცეფციაა. ასეთი რამ რეალურ სამყაროში არ არსებობს. პიროვნება — ეს არის სიტყვა საერთო შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, რომელსაც იძენთ თქვენი სიტყვების და ქმედებების  შედეგად. თუ დღეისათვის თქვენი პიროვნება არ არის მიმზიდველი, არ ინაღვლოთ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მისი შეცვლა იქამდე, რის საშუალებასაც მისცემთ საკუთარ თავს.

ვინმეს  პიროვნების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ პიროვნების გადამწყვეტი მონდომებით —ძირითადად საკუთარი თავის დარწმუნების შედეგად, რომ ის არის ამა თუ  იმ ტიპის პიროვნება და ასრულებს იმ  როლს, რომელსაც აირჩევს. თუ თქვენ არ მოგწონთ როგორიც ხართ — გარდაქმენით საკუთარი თავი სხვაგვარ პიროვნებად. თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თქვენს გზაზე დგას. 

 

წყარო: Клубер

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, პროდუქტიულობა, ფსიქოლოგია

Comments are closed.