გსურთ მიაღწიოთ წარმატებას? მაშინ, ხშირად ეკონტაქტეთ მათ, ვინც თქვენს აზრებს არ ეთანხმება

78631098

რა თქმა უნდა მშვენიერია, როდესაც გარშემო ისეთი ადამიანები არიან ვინც მუდამ მხარს გიჭერენ და თქვენს აზრებს ეთანხმებიან. ასეთი ადამიანები ძალას  და თვითდაჯერებულობას გვმატებენ.  ადამიანთა უმეტესობას მოსწონს თანამოაზრეებთან მუშაობა. მათთან ვინც იცის ჩვენი ცხოვრების სტილი, გემოვნება და ა.შ. მაგრამ ასეთი კომფორტი, მეორეს მხრივ შესაძლებელია შემაფერხებელი ფაქტორი იყოს თქვენი პერსონალური განვითარებისათვის.

სასიამოვნოა, როცა ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა გაკავშირებთ, მაგრამ აუცილებელია გქონდეთ „ჯანსაღი კონფლიქტიც“, რათა დაინახოთ, აღმოაჩინოთ თქვენი პოზიციისაგან განსხვავებული მოსაზრება. სამუშაო პროცესში თუკი ირგვლივ მხოლოდ ისეთი ადამიანები იქნებიან ვინც მუდამ იზიარებენ თქვენს შეხედულებებს, შედეგად გაზვიადებულ დასკვნებს გამოიტანთ, რამაც საბოლოოდ  შეიძლება დაგამარცხოთ კიდეც. დაფიქრდით, თქვენი სანაცნობო წრე ძირითადად ისევ იმ ადამიანებისგან შედგება ვისაც უკვე წლებია იცნობთ? თუ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში? ისინიც იმ საქმეს აკეთებენ რასაც თქვენ? ისევ, ძველებურად იზიარებენ თქვენ მოსაზრებებეს ყველაფერზე? დროა, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. ლიდერისათვის ნამდვილი გამოწვევაა შექმნას გარემო სადაც ადამიანებს მისგან განსხვავებული აზრები აქვთ — როგორც ამილა ანტონეტი ამბობს: „დაპირისპირებაში იბადება სიკაშკაშე“.  

წარმოგდიგენთ 5 გზას რომელიც გააფართოებს თქვენს ხედვას და დაგეხმარებათ გაზარდოთ წარმატების შანსი:

1. გაიაზრეთ თუ სად შეგექმნათ დაბრკოლება.  დაპირისპირების ძიება არ არის ადვილი ადამიანთა უმეტესობისათის. ბევრი ცდილობს თავი აარიდოს კამათს და მჭერმეტყველებას მიჰყოს ხელი. არაა აუცილებელი გარეთ ეძებოთ ადამიანები, რომელთაც არ უყვარხართ, საჭიროა დაფიქრდეთ და შეაფასოთ საკუთარი თავი რათა გამოააშკარავოთ თუ როდის ხართ ბანალური აზროვნებაში და საკითხისადმი მიდგომებში. გაამხნევეთ თქვენი მეგობრები დაგეხმარონ იპოვოთ თქვენი „ბრმა ადგილი“. უფრო მეტიც, ჩამოწერეთ ხუთი ადამიანი ვინც ყველაზე მეტად გიქმნით დისკომფორტს და გაანალიზეთ მიზეზები. ამის შემდეგ კი, შექმენით თქვენთვის იდეალური ოპონენტის სურათი, ადამიანისა ვინც დაგეხმარებათ კრიტიკულ აზროვნებაში.

 2. წადით იქ სადაც ბრძოლაა. ადამიანები რაც უფრო მეტად არიან თავდაჯერებულნი თავიანთ შესაძლებლობებში, მით უფრო ხშირად გამოიმუშავებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ზღუდავს იმ გზას საიდანაც ინფორმაციითა და იდეებით შეიძლება საზრდოობა.  მოძებნეთ ისეთი წრე სადაც ხალხი თქვენსგან განსხვავებულად ფიქრობს. შეგიძლიათ ამისთვის სოციალური ქსელებიც კი გამოიყენოთ. დაწერეთ ისეთი პოსტები და კომენტარები რომლებიც მკითხველების მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს. გამოააშკარავეთ ისინი ვინც დისკომფორტს გიქმნით და მოიწვიეთ სასაუბროდ.

3. ჩაერთეთ მეგობრულ დებატებში.  ფიცხი, ენერგიული კამათი არ მოითხოვს აგრესიას, მაგრამ საჭიროა სიძლიერე და მტკიცების უნარი. მას შემდეგ, რაც იპოვით ღირებულ ოპონენტს, შექმენით წესები თითოეული თქვენგანის წილი პასუხისმგებლობისა და საზღვრების განსაზღვრისთვის. ჩამოაყალიბეთ სტრუქტურა თქვენი კამათისათვის, რათა დაცულად იგრძნონ თავი მოდებატეებმა. თუკი ადამიანი იმაზე იფიქრებს რომ ნეგატიურ გამოძახილს ჰპოვებს მისი ნათქვამი, თავს შეიკავებს აზრის გამოთქმისაგან — უფრო მეტიც, შესაძლოა საერთოდ მიატოვოს დებატი, რაც უკან „ბანალურ გარემოში“ დაგაბრუნებთ. დაიმახსოვრეთ რომ დებატების თამაშის მიზანი ვინმეზე გამარჯვება კი არა, არამედ იმ შესაძლებლობის პოვნაა, რაც თქვენ დაგეხმარებათ განვითარდეთ უფრო სწრაფად, უფრო შედეგიანად და უფრო უკეთესად. როცა ეს შედეგი დადგება, მაშინაა ყველა გამარჯვებული.

 4. იკამათეთ რეგულარულად. მგზნებარე დებატები შესაძლებელია ემოციურად უხეში იყოს. ასეთი კამათი შეურაცხყოფისა და იმედგაცრუებების გარეშე უნდა წარიმართოს. იკამათეთ მათთან, ვინც დებატებს „ბრძოლის ველზე“ დატოვებს და არ გადაიტანს ჩვეულებრივ ურთიერთობებში. დაძაბულობა განმუხტეთ ღიმილით და იუმორით, რათა ეს მეგობრული გზა ყველსათვის საერთო მიზნის მიღწევის საშუალებად იქცეს. ობიექტურობის განსამტკიცებლად კი გაცვალეთ პოზიციები, რათა საშუალება გქონდეთ ორივე მხარის წარმოსახვა გაიაზროთ.

5. გამოხატეთ მადლიერება ოპონენტების მიმართ.  ასეთი დებატების მიზანი უნდა იყოს წარამატების მიღწევისაკენ სწრაფვა. დარწმუნდით, რომ ყველა ბედნიერია დასახული შედეგის მიღწევით ვინც კი ჩართულია თამაშში. დაე, იცოდნენ თქვენმა მოწინააღმდეგეებმა, თუ როგორ აფასებთ მათ. თუკი ამას იგრძნობენ, შემდგომში თქვენთან პროფესიულ დისკუსიებში ჩართვის მეტი სურვილი გაუჩნდებათ.

დაიმახსოვრეთ: ასეთი დებატების მიზანი არის იპოვოთ არა ჭეშმარიტება, არამედ დაეხმაროთ საკუთარ თავს კომფორტის ზონიდან თავის დაღწევასა და მოვლენებების გაანალიზებაში. ანალიტიკური უნარების განვითარება კი წარმატების მიღწევისათვის აუცილებელი პირობაა.

 წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ლიდერები

Comments are closed.