თქვენი კომპანია არსებობს იმიტომ, რომ მომხმარებელს სურს ასე!

7

წარმატებული ადამიანები არამხოლოდ იქცევიან სხვებისგან განსხვავებულად, არამედ ფიქრობენ კიდეც, რაც გავლენას ახდენს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რასაც წარმატებამდე მიყავს ისინი.

ხშირად, რაც ერთი შეხედვით იღბალს ან “საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას” ჰგავს, მათი ინდივიდუალური ნააზრევის შედეგია, და ხშირად უარყოფს იმ სტერეოტიპებს, რისიც ბრმად სჯერა ბევრ ჩვენგანს.

ქვემოთ ჩამოთვლილია 22 წინადადება, რომელიც გვიჩვენებს მათი ავტორების განსხვავებულობას უმრავლესობისგან:

  1. ნუ მოელით თქვენი მომხმარებლებისგან ისეთივე ემოციებს თქვენი პროდუქტის მიმართ, როგორიც თქვენ გაქვთ.
  2. გადახდილი თანხის სანაცვლოდ გაეცით იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მომხმარებლები მოელიან, და ისინი მას შემდეგაც გააგრძელებენ თქვენთვის ფულის გადახდას, როცა ეს უკვე აღარ მიიჩნევა გონივრულად.
  3. ღიმილი და მომხმარებლის სახელის დამახსოვრება ბევრად უკეთესი გაყიდვის სტრატეგიაა, ვიდრე ფასდაკლების შეთავაზება.
  4. თქვენ არსებობთ იმიტომ, რომ მომხმარებელი გაძლევთ ამის საშუალებას. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ!
  5. მომხმარებლის შენარჩუნების საუკეთესო სტრატეგია — მომხმარებელთა მომსახურების შესანიშნავი გეგმის შექმნაა.
  6. თქვენს თანამშრომლებს უნდა სჯეროდეთ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ბევრად უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე თქვენთვის მოგების მოტანა.
  7. მომხმარებლებმა ყოველთვის არ იციან რა სურთ — თუმცა, გეტყვიან რომ იციან.
  8. მხოლოდ ის, რომ კარგი იდეა გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ავტომატურად იყიდიან.
  9. გამორჩეული მომსახურება საუკეთესო მასალაა მომხმარებელთან მდგრადი ურთიერთობების შესაქმნელად.
  10. თუ ყველაფერს ყიდით, თქვენი მომხმარებლები არაფერს ყიდულობენ.
  11. ნდობის დაკარგვა ადვილია, მოპოვება კი — რთული. იფიქრეთ ამაზე, სანამ “სწრაფად გამდიდრებას” გადაწყვეტდეთ.
  12. მომხმარებლებს არ ადარდებთ, თუ რას იღებთ თქვენ ტრანზაქციისგან. მათ მხოლოდ სურთ გამარჯვებულებად იგრძნონ თავი.
  13. შეინარჩუნეთ სიმარტივე. რთული და დამაბნეველი გზავნილის შექმნისთვის არავინ გაძლევთ ბონუს ქულებს.
  14. საუკეთესო მარკეტინგი, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ — კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელია.
  15. გაყიდვების საუკეთესო სტრატეგია კარგი მარკეტინგული გეგმის და მომხმარებლებთა მომსახურების სასიამოვნო პროცესია.
  16. მომხმარებლებს მხოლოდ ის ამახსოვრდებათ, რაც ახლა გააკეთეთ მათთვის, და არა თქვენს მიერ წარსულში ამ ურთიერთობის შესაქმნელად გაწეული შრომა.
  17. ყოველთვის გამოჩნდება ახალი კომპანია ან პროდუქტი, რომელიც ელოდება შანსს, მიანიჭოს ბედნიერება თქვენს მომხმარებლებს, როცა ეს თქვენთვის აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს.
  18. არ არსებობს საკმარისი რაოდენობის უფასო სერვისები და წვეულებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოასწორონ მომხმარებლის ცუდი გამოცდილება თქვენს კომპანიასთან.
  19. მიუხედავად საპატიო მიზეზების უსაშველოდ გრძელი სიისა, როცა ეს ეხება მომხმარებელთან ურთიერთობას: “ეს ყოველთვის თქვენი ბრალია”.
  20. არაჩვეულებრივად აგრძნობინოთ მომხმარებელს თავი — ეს არ არის თქვენი საქმიანობა, ეს წარმოაჩენს თუ ვინ ხართ თქვენ.
  21. მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა, არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, თუ ვის დაასაქმებთ თქვენთან. აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ ყველა შეხვედრა იყოს დასამახსოვრებელი.
  22. არაფერი კეთდება ან ფუჭდება ერთ ღამეში. ეს პროცესი მაშინ იწყება, როცა არავინ უფრთხილდება მომხმარებლებს და არ აქცევს ყურადღებას მცირე დეტალებს.

წყარო: Business Insider

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: მარკეტინგი, მენეჯმენტი

Comments are closed.