რამდენად განსხვავებული ჩვევები აქვთ მდიდრებს და ღარიბებს? (ინფოგრაფიკა)

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს გარდა საკმაოდ სახარბიელო აქტივებისა? აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

სოციალური მედია-მარკეტინგის კომპანიის, NowSourcing-ის მიერ შექმნილ ინფოგრაფიკაში აღწერილია ის თვისებები და ჩვევები, რაც მდიდარ ადამიანებს (საუბარია მათზე, ვისი წლიური შემოსავალიც აღემაება 160 მილიონ ამერიკულ დოლარს) განასხვავებს ღარიბებისგან.

მდიდარი ადამიანების 86%-ს უყვარს წიგნების კითხვა, მაშინ როცა მხოლოდ ღარიბების 26% კითხულობს წიგნებს რეგულარულად. მგზავრობისას  მდიდრების 63% უსმენს აუდიო წიგნებს, ხოლო ღარიბების — 3%.

მდიდრების 76%  კვირაში 4 დღეს უთმობს ვარჯიშს და აქტიურად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესებს; ღარიბები ადამიანების 77% კი საერთოდ არ ვარჯიშობს.

მდიდარი ადამიანების 44% მინიმუმ 3 საათით ადრე დგება მუშაობის დაწყებამდე (დაახლოებით დილის 5 საათზე, და ალბათ ვარჯიშსაც მაგ დროს ასწრებენ); ღარიბი ადამიანების 97% ძილს ამჯობინებს და რაღა გასაკვირია, თუ საკმარისი დრო არ რჩება გასამდიდრებლად?!

ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ მიზნების დაწერის მნიშვნელობაზე; როგორც ჩანს მდიდრების 67% გვეთანხმება, ხოლო ღარიბი ადამიანების მხოლოდ 17%-ს მიაჩნია მიზნის დასახვა და დაწერა მნიშვნელოვნად.

ასევე აღმოჩნდა, რომ მდიდარი ადამიანები ბევრად უფრო ზრუნავენ შვილების წარმატებაზე, და მათი 74% ყოველდღიურად ასწავლის შვილებს ისეთი ჩვევების გამომუშავებას, რაც დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

გამოიცანით რამდენი ღარიბი ადამიანი აკეთებს იგივეს? — მხოლოდ 1%.

აქვე ისიც  უნდა ავღნიშნოთ, რომ ამერიკის 400 უმდიდრესი ადამიანების სიიდან 68%-მა თავისით მიაღწია წარმატებას, და რამდენიმე მათგანი ქუჩაშიც კი ცხოვრობდა.

მეტი ინფორმაციისთვის ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინფოგრაფიკას.

1389897325-habits-worlds-wealthiest-people-infographic

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: Infographics, თვითგანვითარება

Comments are closed.