ვის იცნობთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონიათ

ნაცნობები

როგორც ცნობილი ფსიქოლოგის და ბესტსელერების ავტორის ადამ გრანტის  კვლევა გვიჩვენებს, წარმატებას მხოლოდ ბევრი შრომა და ნიჭი არ განაპირობებს — წარმატება ასევე დამოკიდებულია თქვენს პირად და საქმიან ურთიერთობებზე. 

მაგრამ, უფრო დამაინტრიგებელი ის არის, თუ რამდენად შეუძლიათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს თქვენს წარმატებაზე ზეგავლენის მოხდენა. გარდა იმისა, რომ ნაცნობებს შეუძლიათ სამსახურის პოვნაში დაგეხმარონ, მათ ასევე შეუძლიათ თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობის და იდეების ფორმირებაში მონაწილეობა. დავიწყოთ იმით, რაც ისედაც ცხადია:

სამსახურის შოვნა ხშირად ნაცნობების მეშვეობით არის შესაძლებელი.

ეს ისედაც ნათელია ყველასთვის. როგორც წარმატებული ინვესტორი და ავტორი ბენ კასნოჩა ამბობს, შესაძლებლობები ციდან კი არ ცვივა, არამედ — ისინი ადამიანებს თან მოყვებიან.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ კიდევ გამოსწორების გზაზე მდგარ ეკონომიკაში კომპანიები ამჯობინებენ რეკომენდაციების გზით მოახდინონ კადრების აყვანა. The New York Times-ის სტატიის თანახმად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Ernst & Young და Deloitte ხშირად მიმართავენ რეკომენდაციების საფუძველზე კადრების შერჩევას. 2013 წელს ზედა საფეხურებზე მიღებული კადრების 45% რეკომენდაციების გზით მივიდა აღნიშნულ კომპანიებში (2010 წელს მხოლოდ 28%-ს შეადგენდა).

თქვენ გაქვთ მიდრეკილება იყოთ იმდენად ბედნიერი, რამდენადაც თქვენს ირგვლივ მყოფები.

თუ თქვენ რამდენიმე სამეგობრო გყავთ, უფრო მეტად ხართ მიდრეკილი ბედნიერებისკენ — როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს ფოვლერის  და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის ნიკ ქრისთეიქის ერთობლივმა კვლევამ (2009) აჩვენა.

ერთ ინტერვიუში ფოვლერმა სოციალური კავშირები წვეულებას შეადარა: ზოგი ადამიანი შესაძლოა იჯდეს კუთხეში და პირისპირ ესაუბრებოდეს ვინმეს, მაშინ, როცა ერთი ადამიანი დგას ცენტრში და პარალელურად რამდენიმე ადამიანს ესაუბრება. კვლევის თანახმად, ცენტრში მდგომი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი თანამოსაუბრეებიც ბედნიერად გრძნობენ თავს.

რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ბედნიერება და ემოციები გადამდებია. ამიტომ, თუ თქვენ გყავთ დეპრესიისკენ მიდრეკილი მეგობრების ჯგუფი, უარყოფითი ემოციების ტალღები თქვენსკენ მოიწევენ. მაგრამ, თუ ისინი კარგად გრძნობენ თავს, პოზიტიური “რადიაციაც” ანალოგიურად მოახდენს თქვენზე გავლენას.

სავარაუდოდ თქვენი ჯანმრთელობა ისეთივეა, როგორიც თქვენი ოჯახის და მეგობრების. 

ფოვლერმა და ქრისტეიქმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ღიმილი არ არის ერთადერთი, რაც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება — ასევეა ჯანმრთელობაც. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი ძალიან მოიმატებს წონაში, იმის შანსი რომ თქვენც გასუქდეთ 57%-ით იზრდება.

სიგარეტზე უარის თქმაც იგივენაირად ხდება: თუ თქვენი კოლეგა დაანებებს მოწევას თავს, თქვენ გაქვთ 34%-ით მეტი შანსი რომ მიბაძოთ; თუ ახლო მეგობარი დაანებებს — შანსი 36%-მდე იზრდება, ხოლო თუ თქვენი მეუღლე იტყვის უარს მოწევაზე, მაშინ ეს შანსი 67%-ს უტოლდება.

დასკვნა? — ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან გაუარესება ხდება ჯგუფურად.

ზოგადად თქვენი იდეები იმდენად კარგია, რამდენადაც — თქვენი კოლეგების. 

ნეთვორქის ცენტრში ყოფნა მხოლოდ ღიმილის და კალორიების მიმართ კი არ ზრდის თქვენს მიდრეკილებას — ეს ასევე ზრდის თქვენს შორსმჭვრეტელობას და ალღოს. ასევე ფაქტია, რომ რაც უფრო მეტ ჭკვიან და კრეატიულ ადამიანთან გექნებათ საქმიანი ურთიერთობა, ეს უფრო მეტ დადებით გავლენას მოახდენს თქვენს განვითარებასა და კრეატივზე, ვიდრე მაშინ როცა “ოთახში თქვენ ხართ ყველაზე ჭკვიანი”.

მაგალითად, თუ დიზაინერს აქვს მჭიდრო კავშირები კომპანიაში არსებულ სხვადასხვა დეპარტამენტებთან, მას უფრო მეტი საშუალება აქვს წარმატებით შექმნას ახალი პროდუქტის დიზაინი, რომელსაც მხოლოდ მიღებულ ინფორმაციათა ერთობლიობით შეძლებდა.

ფართო ნეთვორქის ქონა დაგეხმარებათ თქვენი იდეების შესახებ სხვების მოსაზრების მიღებაშიც, რაც ხშირად ისეთ პერსპექტივებამდე მიგიყვანთ, რასაც, სხვაგვარად ვერ შეძლებდით.

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: ეს საინტერესოა, თვითგანვითარება, კარიერა

Comments are closed.