როგორ დავიბრუნოთ შეცდომით გაგზავნილი წერილი Gmail-ზე?

ვის არ გაგზავნია შეცდომით მეილი? ეს ხშირად შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემაში გადაიზარდოს: კონფინდენციალური ინფორმაციის გადინება კომპანიიდან, სხვისთვის განკუთვნილი პირადი წერილის საქმიან მოკავშირესთან გაგზავნა ან სულაც 1 ადრესატის ნაცვლად მთელი ჯგუფისთვის ისეთი წერილის გაგზავნა, რაც სხვებთან ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება სამომავლოდ.

გაიცანით Gmail-ის Undo Send ფუნქცია — თქვენი ახალი მეგობარი და გადამრჩენი. მისი პოვნა მეილის პარამეტრებში შეგიძლიათ და 30 წამიან დროს გაძლევთ შეცდომით გაგზავნილი მეილის დასაბრუნებლად.

პირველ რიგში საჭიროა მისი გააქტიურება, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს.

ის ასე მუშაობს:

1. დააკლილეთ კბილანებიან სიმბოლოს ზედა მარჯვენა კუთხეში და ჩამოშილ მენიუში აირჩიეთ  Settings.

gmail undo send

Gmail screenshot

 

2. გახსნილ მენიუში მონიშნეთ Labs, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

gmail sent send undo

Gmail screenshot

 

3. ჩამოყევით გვერდს ბოლოში სანამ არ დაინახავთ Undo Send და მონიშნეთ Enable.

gmail send sent undo

Gmail screenshot

 

4. არ დაგავიწყდეთ ცვლილების შენახვა და მონიშნეთ Save Changes.

5. თავისუფლად ისუნთქეთ ;)

დღეიდან, როცა მეილს გააგზავნით, დიალოგის ყუთი წარწერით “Your message has been sent” ასევე მოგცემთ საშუალებას მონიშნოთ Undo. მონიშნეთ ის, და თქვენი წერილი გაიხსნება ისე, რომ შეძლოთ მასში ცვლილებების შეტანა და/ან სასურველი ადრესატისთვის გაგზავნა.

gmail undo sent send

Gmail screenshot

 

თავდაპირველად ეს ფუნქცია 10 წამს გაძლევთ შეცდომით გაგზავნილი მეილის დასაბრუნებლად, შემდეგ Undo ღილაკი ქრება. თუმცა, ამის გამოსწორებაც შეგიძლიათ და კიდევ 20 წამის დამატება შეცდომის გასააზრებლად.

გახსენით Settings > General > Undo Send, და  მონიშნეთ 30 წამიანი გაუქმების პერიოდი.

დაიმახსოვრეთ, ეს ფუნქცია ექსპერიმენტულია და შესაძლოა შეიცვალოს, შეწყვიტოს მუშაობა ან გაქრეს ნებისმიერ დროს. თუმცა, მანამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

 

წყარო: Business Insider

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: ინტერნეტი, სხვადასხვა

Comments are closed.