რატომ არ იღებენ უცნობებს კარგ სამსახურებში?!

Guy-Incognito-Avatar-crop

ლუ ადლერი, საკონსულტანციო კომპანია The Adler Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, თავის ბოლო წიგნში The Essential Guide for Hiring & Getting Hired სასარგებლო რჩევებს აძლევს სამსახურის მაძიებლებს, დამქირავებლებს და HR პროფესიონალებს, თუ როგორ მოიპოვონ მათთვის საუკეთესო სამსახური და როგორ დაიქირავონ საუკეთესო კანდიდატები:

(ადლერის შენიშვნა: გთხოვთ წაიკითხოთ სტატია, სანამ იტყოდეთ რომ  ეს ნეპოტიზმს ეხება, ნაცნობობაზეა დამოკიდებული, ყველაფერი უსამართლოა ან  წუწუნს დაიწყებდეთ. შეწყვიტეთ მსხვერპლის როლში ყოფნა! თუ თავად ცდით ყინულის გალღვობას, მოიპოვებთ რეკომენდაციას, ან დარეკავთ კომპანიაში სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, უფრო სამართლიანად განგსჯიან როგორც სამსახურის მაძიებელს. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი შეფასება მოხდება მხოლოდ თქვენი პრეზენტაციის უნარის, პოროვნული თვისებების (რასაც გამოავლენთ გასაუბრებაზე) და სხვა უნარების საფუძველზე. ზუსტად ეს არის უსამართლობა. სტატია აღწერს, თუ როგორ შეგიძლიათ შეიქმნათ თანაბარი პირობები, სადაც ყველა კანდიდატის შეფასება ობიექტურად ხდება).

“რამდენიმე კვირის წინ ათასობით დამსაქმებელი და HR მენეჯერი გამოვკითხე, თუ როგორ იპოვეს და დაიქირავეს თავისი საუკეთესო თანამშრომლები. როგორც მოსალოდნელი იყო 92%-მა  თქვა, რომ ისინი იცნობდნენ ამ ადამიანებს, ან სხვა თანამშრომლის/სანდო წყაროს მიერ გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა მათი აყვანა.  რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია – მათი გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი არ ყოფილა კანდიდატის ტექნიკური უნარები, პოზიციის შესაბამისი მრავალწლიანი გამოცდილება, განათლების ხარისხი ან გასაუბრებაზე გამოვლენილი პიროვნული თვისებები. ძირითად შემთხვევებში დაქირავების შესახებ გადაწყვეტილება ეყრდნობოდა კანდიდატის შესაძლებლობას მიიღოს კონკრეტული შედეგები და წინა სამსახურებში პერფორმანსის ხარისხს.

როცა საქმე თანამშრომლის დაქირავებას ეხება, უცხო ადამიანებს ბევრად უფრო განსხვავებულად ვექცევით, ვიდრე მათ, ვისაც ვიცნობთ ჩვენ ან ჩვენთვის სანდო ადამიანები. ჩვენ მოველით უცხო ადამიანებისგან დათანხმდნენ მეორეხარისხოვან  პოზიციებზე მუშაობას და გადაწყვეტილებას ვიღებთ სწრაფად, ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავდროულად ვთავაზობთ ნაცნობებს უკეთეს სამსახურს, უფრო დიდი ანაზღაურებით და ფოკუსირება ხდება ისეთ ფაქტორებზე, რაც ნამდვილად განსაზღვრავს კანდიდატის შესაბამისობას პოზიციასთან, მოსალოდნელ პერფორმანსს და მოტივაციას.  ამიტომ თუ თქვენ ვერ პოულობთ საკმარის ნაცნობებს დასასაქმებლად, მაშინ საჭიროა უცნობების ნაცნობებად გადაქცევა, იმ შემთხვევაში მაინც თუ ძლიერი კადრის შერჩევა გსურთ.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე იდეა, რომელიც დაგეხმარებათ უცნობების – ნაცნობებად, ხოლო ნაცნობების –თანამშრომლებად გადაქცევაში.

თუ გასაუბრება უკვე დაგეგმილია:

  1. გაიცანით პიროვნება სანამ შეფასების პროცესზე გადახვიდოდეთ: გასაუბრებამდე მოუწყვეთ მცირე ტური ქარხანაში, ოფისში ან კაფეტერიაში და განიხილეთ ზოგადი ახალი ამბები ან კომპანიაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები.
  2. პირისპირ ინტერვიუმდე გაესაუბრეთ ტელეფონის საშუალებით: საუბარში შეგიძლიათ მეგობრულად კითხოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა — რომელ პროექტს ან გადაწყვეტილებას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად თავის კარიერაში. ხანმოკლე საუბარსაც კი შეუძლია პირველი შთაბეჭდილების გავლენის შემცირება და გასაუბრების ყურადღების გადატანა პერფორმანსზე.
  3. შეხვდით ოფისის გარეთ. შესთავაზეთ არაფორმალური გასვლა ყავის დასალევად.
  4. მოექეცით კანდიდატს როგორც კონსულტანტს. ჩვენ ყოველთვის მივიჩნევთ, რომ კონსულტანტებმა იციან რაზეც საუბრობენ, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ პირველი შეხვედრა დაეთმობა კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებს ან პროექტის განხილვას.
  5. ჩათვალეთ, რომ უკვე იცნობთ ამ ადამიანს. როცა თქვენ იცნობთ ვინმეს, ან ვინმეს რეკომენდაციით მოსულ ადამიანს ესაუბრებით, მისი შეფასების პროცესის დაწყება ბუნებრივად ნელდება. ამ შემთხვევაში მენეჯერთა დიდი ნაწილი პირველ რიგში ფოკუსირებას ახდენს კანდიდატის მოტივზე, თუ რატომ უნდა სამსახურის შეცვლა, ან რის გამო გადაწყვეტდა ერთიდან მეორე სამსახურში გადასვლას.

დასაქმების მსურველებს ვურჩევთ თავად გამოიჩინონ ინიციატივა და არასდროს დააკაკუნონ კარზე უცნობის სტატუსით:

  • გააკეთეთ მინი-პროექტი და პირადად წარუდგინეთ დამსაქმებელს. ერთმა მაგისტრანტმა მითხრა, რომ 3-მა კომპანიამ დაუნიშნა გასაუბრება მას შემდეგ, რაც მათი პროდუქციის ხაზს გაუკეთა კონკურენტუნარიანობის ანალიზი. მან იცოდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი პრერეკვიზიტი პროდუქტის მარკეტინგში სამსახურის მისაღებად. მან კომპანიის მარკეტინგ მენეჯერს გაუგზავნა თავისი ნამუშევარი, შემდეგ პირადად განიხილა მასთან ერთად და შედეგად მიიწვიეს სხვა ხელმძღვანელი პირების გასაცნობად.
  • გახდით ნეთვორქინგის ფანატი. ნეთვორქინგი გულისხმობს თქვენი ნაცნობი ადამიანებისგან წარდგენას იმათ გასაცნობად, ვისაც არ იცნობთ.
  • გასაუბრების დასაწყისში დაუსვით ზოგადი კითხვები ყინულის გასალღვობად. ჩაატარეთ მცირე კვლევა  და დაუსვით დაქირავების მენეჯერებს აზრიანი კითხვები. მაგალითად: ” როგორ უკავშირდება ეს პოზიცია ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომლის შესახებაც ახლახანს წავიკითხე Kaizenist-ში?” — მსგავსი კითხვა გადადებს გასაუბრების დაწყებას და მოგცემთ საშუალებას ცოტა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.
  • გამოიყენეთ “უკანა კარი” გასაუბრების მისაღებად. ამის ბევრი გზა არსებობს და გამორიცხავს პირდაპირ განაცხადის შევსებას და რეზიუმეს გაგზავნას გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
  • დაიწყეთ დროებითიდან და გადადით მუდმივზე.  ეს საუკეთესო საშუალებაა ძალდატანებით რომ არ მოგიწიოს ისეთ სამსახურში მუშაობა სრულ განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა უინტერესოც აღმოჩნდეს თქვენთვის. ეს ასევე ეფექტურია იმ სამსახურის მისაღებად თქვენი პერფორმანსის დემონსტრირებისთვის.

უცნობები ზოგადად მათთვის არასახარბიელო შეთავაზებებს იღებენ. მათი შეფასება არ ხდება იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რაც რეალურად განსაზღვრავს მათი პერფორმანსის ხარისხს. ისინი მხოლოდ ისეთ პოზიციებზე ინიშნებიან, რისი გამოცდილებაც აქვთ. უცნობებს ასევე შეზღუდული ძალაუფლება აქვთ მოლაპარაკების პროცესში და მათ ისე ექცევიან როგორც ჩანაცვლებად საგნებს. ისინი დამდაბლებულები არიან, მხოლოდ იმიტომ რომ სამსახურს ეძებენ. თუ გსურთ უკეთესი ხალხის აყვანა, შეწყვიტეთ უცნობების დაქირავება და დაუთმეთ დრო მათ გაცნობას. ხოლო სამსახურის მაძიებლებს თუ სურთ ნამდვილად კარგი სამსახური, აუცილებელია პირველ რიგში თავი გააცნონ დამსაქმებელს.

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , ,

Category: კარიერა

Comments are closed.