ვინ ხართ თქვენ: მეწარმე თუ მცირე ბიზნესის მფლობელი? მათი განსხვავება მნიშვნელოვანია!

startup
წლებია, რაც ქართულ ეკონომიკაში მცირე ბიზნესების მნიშვნელობას და როლს განიხილავენ, და მათი ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს ამუშავებენ. ჩვენდა სასიხარულოდ, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ბიზნესში წარმატების მიღწევას და სტაბილურ ხელფასიან კარიერას მეწარმეობას ამჯობინებენ. თუმცა, ტერმინთა მრავალფეროვნება ხშირად ერთგვარ გაურკვევლობას ქმნის და არასწორად ხდება მათი ინტერპრეტაცია და გამოყენება.

როგორც აღმოჩნდა, სიტყვა Entrepreneur, იგივე მეწარმე,  შინაარსობრივად  განსხვავდება მცირე ბიზნესის მფლობელისგან. ხშირად მეწარმე გაიგივებულია ადამიანებთან, ვისაც აქვთ მცირე ბიზნესი. ასე რომ, დროა გავაცალკევოთ ისინი ერთმანეთისგან და განვმარტოთ, თუ რა ძირითადი განსხვავებებია მათ შორის. მიუხედავად იმისა რომ მეწარმესაც და მცირე ბიზნესის მფლობელსაც შეუძლიათ ჰქონდეთ მცირე და მიკრო ბიზნესი, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლიდერობის სტილით და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული პრინციპებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი სჯობს მეორეს — ისინი უბრალოდ განსხვავდებიან.

გაეცანით ქვემოთ მოცემულ შედარებებს და პარალელურად იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი მათგანი ხართ თქვენ, რათა შემდგომში სწორი მოლოდინი გქონდეთ საკუთარი თავისგან.

მცირე ბიზნესის მფლობელებს აქვთ შესანიშნავი იდეა. 

  • ისინი სთავაზობენ საზოგადოებას კონკრეტული პრობლემის გადაჭრას;
  • მათ იციან თავიანთი საქმე;
  • იცნობენ სამიზნე აუდიტორიას;
  • იციან რა აბედნიერებთ მათ მომხმარებლებს;
  • ისინი ემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს. 

მეწარმეებს აქვთ დიდი იდეები.

  • მათ დიდი ოცნებები აქვთ;
  • ისინი სხვაგვარად ფიქრობენ;
  • მათი იდეები ეხება სიახლეებს, ისეთს რაც ჯერ არავის მოუსინკავს, რაზეც არავის უმუშავია.
  • ხშირ შემთხვევაში არც კი იციან რამდენად შესაძლებელია მათი იდეების განხორციელება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობას. 

მცირე ბიზნესის მფლობელები ფრთხილად მოქმედებენ. 

  • მათ მოსწონთ იმის ცოდნა, თუ რა მოხდება შემდეგი და რის საფუძველზე;
  • ისინი კარგად გათვლილ გადაწყვეტილებებს იღებენ, სადაც გარკვევით ჩანს მოსალოდნელი შედეგი;
  • შედეგი არ იქნება ძალიან დიდი, მაგრამ ტიპიურად საკმარისი იქნება იმისთვის რომ მათ მუშაობის მოტივაცია შეუნარჩუნოს. 

მეწარმეებს უყვართ რისკი.

  • ისინი უფრო ხშირად გადადიან საზღვრებს;
  • თავით ეშვებიან თავიანთი მიზნის შესრულებისთვის და გაცნობიერებული აქვთ რომ თუ ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა — აუცილებლად გაამართლებს. 

მცირე ბიზნესის მფლობელები ფიქრობენ იმაზე თუ რა აქვთ გასაკეთებელი ამ კვირაში. 

  • მათ აქვთ ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმა(to do list);
  • ისინი მართავენ თანამშრომლებს;
  • ურთიერთობენ მომხმარებლებთან და მათთან ერთად მუშაობენ;
  • სრული წესრიგი აქვთ და ყველაფერს აკონტროლებენ.quotes_motivation_corporations_entrepreneurship_entrepreneur_1280x800_30081

მეწარმეები მინიმუმ 6 თვით წინ იხედებიან ფიქრისას.

  • მაშინ, როცა მათი გუნდი ფიქრობს თუ რა აქვთ გასაკეთებელი იმ კვირაში, მეწარმეები ფიქრისას ახლანდელ დროს უგულვებელყოფენ და კომპანიის მომავალზე ფიქრობენ;
  • მეწარმეებს ჰყავთ ადამიანები, ვინც მართავს მათ კომპანიებს. და თუ ჯერ არ ჰყავთ — მალე ეყოლებათ. 

მცირე ბიზნესის მფლობელები სენტიმენტალურად არიან განწყობილნი თავიანთი ბიზნესების მიმართ. 

  • ისინი არასდროს გეგმავენ თავისი ბიზნესის გაყიდვას ან სხვისთვის გადაცემას, გარდა ოჯახის წევრებისა;
  • მათ მოსწონთ გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა. 

მეწარმეები რაციონალურად არიან ორიენტირებული მასშტაბებზე.  

  • მათ სურთ ზრდა და ისევ ზრდა;
  • მიუხედავად იმისა რომ არ ფოკუსირდებიან ბიზნესის გაყიდვაზე, თავიდანვე ისეთ სისტემას აწყობენ, რომ ბიზნესმა მათ გარეშეც შეძლოს ფუნქციონირება;
  • ირგვლივ შემოიკრებენ ექსპერტებს, თუმცა თვითონ აღმოჩნდებიან ხოლმე ამინდის განმსაზღვრელი.

საქართველოს სჭირდება მცირე ბიზნესის მფლობელები ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად, ხოლო მეწარმეები — გასავითარებლად. ერთი მეორეს არ სჯობს, მაგრამ მთავარია ყველამ დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: მეწარმეა ის თუ მცირე ბიზნესის მფლობელი.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: Start-up, ლიდერები

Comments are closed.