რატომ მოითხოვს წარმატება პესიმისტურ ოპტიმიზმს?!

two-people-thinking-1940x900_30235

ერთ-ერთ ბოლო კონფერენციაზე სტენფორდის პროფესორმა და მკვლევარმა ბობ  სატონმა ახსნა, თუ რას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად გუნდისთვის ბალანსის მისაღწევად წარმატების გზაზე.

რა ჯობია იყო — ოპტიმისტი თუ პესიმისტი, როცა საქმე თქვენი ბიზნესის წარმატების ხანგრძლივი მომავლის პერსპექტივას ეხება? მკვლევარები დიდი ხანია იკვვლევენ პასუხს ამ კითხვაზე. ბობს სატონმა სან-ფრანცისკოში ჩატარებულ ივენთზე Office Optional, რომელიც ფოკუსირებულია სამუშაო სტრატეგიების განხილვაზე განაცხადა: “ადამიანები, რომლებიც კარგად ახერხებენ გრძელვადიანი გეგმების დასახვას, ზოგადად გამოირჩევიან პესიმიზმის და ოპტიმიზმის უცნაური კომბინაციით”. მაგალითისთვის განვიხილოთ სტივ ჯობსი — ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გრანდიოზული ხედვა, თუ როგორ შეცვლიდნენ Apple-ის პროდუქტები მილიონობით ადამიანების ცხოვრებას. თუმცა ჯობსი მუდმივად ღიზიანდებოდა უმცირესი დეტალების გამო.

“საუკეთესო ტიპის ადამიანები — და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ — არიან ისინი, ვისაც ‘happy worriers’ , ბედნიერ მონერვიულეებს ვუწოდებ” — თქვა სატონმა.

ყველას არ აქვს ასეთი დაბალანსებული მიდრეკილება დაბადებიდან. ამიტომაც გვირჩევს სატონი კარგად დაბალანსებული გუნდის შეკრებას. თუ გყავთ თანამშრომელი, რომელიც უმიზეზოდ ნერვიულობს ყველაფერზე, აუცილებლად დააწყვილეთ ის არანორმალურად ოპტიმისტ გუნდის წევრთან.

ბედნიერი მებრძოლები

კონფერენციის ბოლოს, როცა სატონი კითხვებს იღებდა მსმენელებისგან, ერთ-ერთმა სთხოვა დაეზუსტებინა ‘ბედნიერი მონერვიულეები’ (happy worriers) ახსენა თუ ‘ბედნიერი მებრძოლები’ (happy warriors), რადგანაც ეს სიტყვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

“მე ვახსენე ბედნიერი მონერვიულეები, მაგრამ მებრძოლებიც გამოდგება, ამიტომ მათზე ვისაუბროთ. როცა საქმე კრეატიულ სამუშაოს ეხება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ — ისწავლოთ ბრძოლა”. სატონმა თქვა, რომ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე კრეატიულ გუნდებს აქვთ კარგად გამომუშავებული პროდუქტიული ბრძოლის უნარი. მათ იციან, თუ რომელი კონფლიქტი ღირს საბრძოლველად. და იციან როდის შეწყვიტონ ბრძოლა და გაერთიანდნენ მიზნის მისაღწევად.

Intel ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ამ უნარის გამომუშავებაში უწყობს ხელს თანამშრომლებს. იქ თანამშრომლები გადიან ტრენინგ კურსს კონსტრუქციულ კონფრონტაციაში (constructive confrontation).

“სტენფორდში 30 წლის განმავლობაში სწავლებისას ერთ-ერთი საკითხი რაზეც ვფიქრობდი არის ის, რომ ჩვენ მარცხს განვიცდით ჩვენი ელიტური განათლების პირობებშიც კი — მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ — ჩვენ ვერ ვახერხებთ ვასწავლოთ ადამიანებს კონსტრუქტიული ბრძოლა, და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია” განაცხადა ბობ სატონმა.

წყარო: Inc. Magazine

Comments

comments

Tags: , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერები, მენეჯმენტი

Comments are closed.